სუბარი - შეუძლებელია, რომ ის, რა...

ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევაც მექნება გაერო-ს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით, - ასე ეხმიანება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკულ შეფასებას  „უცხოური აგენტების“კანონპროექტზე.  სუბარი თვლის, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, შეუძლებელია ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის.  "შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ. იმედია, გაეროს წარმომა...

შამბა - საქართველოს ხელისუფლება ...

საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ და აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა. როგორც შამბამ სოხუმში, კონფერენციაზე, სახელწოდებით "სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიღმა არა "რუსეთის სიყვარული" ან "აფხაზეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილი", არამედ პრაგმატული ნაბიჯები დგას. "ჩვენ ახლა ძალიან ვართ დამოკიდებულებ...

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამე...

პარტია საქართველოსთვის" პარლამენტში "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტს აინიცირებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისა და მათი განმახორციელებელი პირების გამოვლენა იქნება. "პარტია "საქართველოსთვის" ვაინიცირებთ კანონის პროექტს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ", რომლის მიზანია, ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები...

მარგველაშვილი - ვისაც თავი ოპოზი...

ჩემი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს და პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ოპოზიციად ვისაც მიაჩნია თავი, უნდა დატოვოს ეს ცრუ პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს უნდა გაკეთდეს არა ელჩებთან კომუნიკაციით, არამედ უნდა გავიდნენ პირდაპირ ქუჩაში და დადგნენ პარლამენტთან და საკითხის გარშემო დასვან კითხვის ნიშნები. "ჩემი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს და პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ოპოზიციად ვისაც მიაჩნია თავი, უნდა დატოვოს ეს ცრუ პარლამენტი და ეს გააკეთოს არა ელჩებთან კონსულტაციით, არამედ ქუჩაში გავიდეს, პარლამენტთან დადგეს, კითხვის ნიშანი დასვას და ვნახოთ რამდენი მ...

ბლინკენი - თუ ჩინეთი დაარღვევს ჩ...

არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონ ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ ჩინეთი განიხილავს მისი ზოგიერთი კომპანიის არალეტალური მხარდაჭერიდან უკრაინაში რუსეთი სამხედრო ძალისხმევის დე ფაქტო ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას. „არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ყ...

ბოკერია - ცდილობენ, საზოგადოების...

ცდილობენ, საზოგადოების ნაწილი და საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე, ეს არის მათი სამარცხვინო ილუსტრაცია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმდჯომარე, გიგა ბოკერია მამუკა მდინარაძის მიერ ფრიდონ ინჯიას მიერ გახმაურებულ ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებას. მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აღარავის უჩნდება კითხვები თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, ყველა ნათლად დარწმუნდა რუსეთის ბრალეულობაში, თუმცა ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს გამოასწოროს ეს "შეცდომა" და დაუდასტუროს საზოგადოების ნაწილს, რომ ძველი მთავრობა, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ომში. &ldqu...

გვარამია 2008 წლის ომის გამოძიებ...

სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამაში დასავლეთიც იყო ჩართული, ნებისმიერ კანონზე უარესია, თუნდაც ისეთ კატასტროფულზე, როგორიც აგენტების შესახებ რუსული კანონია, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ევროპელი სოციალისტების" ინიცირებულ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნას. მისივე თქმით, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ფიქრი, რომ ქართული ოცნება რამეს არ იკადრებს და არ იზავს, ისინი ყველაფერს იზამენ, იქამდე სანამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოშორდება. "გუშინ ვწერდი, რომ ისტორიის გადაწერა რუსული Playbook-ის აუცილებელი ნაწილია. ასეთი ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვა...

ხაბეიშვილი - რუსული ხელისუფლება ...

რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის და აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი  ახლოვდება, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭების საკითხი, მმართველი პარტია აქტიურდება, ზუსტად ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიას დაკავებით გააკეთეს, სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე. "რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი. საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის სტატუსზე და შესაბამისად შემოიტანეს რუსული კანონი, ემსა...

რატი ბრეგაძე - „ნაციონალური მოძრ...

„ნაციონალური მოძრაობიდან“ მოითხოვდნენ წამების შეჩერებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უწყებას არაფერი აქვს დასამალი და პირიქით არის სურვილი, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ცილისწამება არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. „ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილი] პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს საზოგადოებასთან, გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და ვაწვდით ინფორმაციას. ამას ვამბობ ხაზგასმით,...

პოდოლიაკი - არ არსებობს „სამშვიდ...

არ არსებობს "სამშვიდობო გეგმები" რუსული ჯარების გაყვანამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია დაჟინებით მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას კონფლიქტის გაყინვისთვის, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლი და სამხედრო ძალაუფლება გააძლიეროს. "ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა" დროის ბომბია. რუსეთის ფედერაცია დაჟინებით მოითხოვს მას "კონფლიქტის გაყინვისთვის", ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად და სამხედრო ძალაუფლების გასაძლიერებლად. 9 წელში გავიგეთ "ცეცხლის შეწყვეტის" სისხლიანი ფასი. არ არსებობს "სამშვიდობო გეგმები" რუსული ჯარების გაყვანამდე", - წერს...

კვირიკაშვილი „უცხოური აგენტების“...

მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “უცხოურ აგენტებთან” დაკავშირებულ კანონს. მისივე თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა ქვეყანა დააშოროს იმ მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა. “არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ სამწუხაროდ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა ...

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ა...

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას იწონებს. მდინარაძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ამიტომ გამოძიებას მხარს "სიამოვნებით დაუჭერდა". "7-ში ღამე "გრადების" დაბომბვა, ვისი და რისი აჩვენეს და რატომ აჩვენეს საერთოდ ან 8-ში ის განცხადებები რას ნიშნავდა ან ის განცხადებები რას ნიშნავდა, რუსეთს არ შემოესწროო ან ხელმოწერა და მხარდაჭერა რას ნიშნავდა, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო ან ომის დანაშაულის ჯარისკაცებზე დაბრალება რას ნიშნავდა, ამ კითხვებზე მკ...

პრეზიდენტი „უცხოური აგენტების“ კ...

კანონპროექტის მიღების მიზანი საქართველოს ევროპასთან დაშორებაა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული კანონის კატეგორიული წინააღმდეგია და მას ვეტოს ყველა შემთხვევაში დაადებს. "კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ მე ამ კანონის განხილვაში. ვეტოს ყველა შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს არის პირდაპირ მიღებული კანონი იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპასთან. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია",- განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძ...

გგონიათ, რომ დასავლეთს საჯაროდ ა...

გგონიათ, რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება საჯაროდ აგინებს დასავლეთს, აბრალებს, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და ჯარში სამხედროებს სხვა რამეს ეუბნება? - ამ შეკითხვით "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს მიმართავს. ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ინტერესდება, რატომ უჭერს მხარს ოპოზიცია "პრორუსი ან პირდაპირ რუსი ხელისუფლების მიერ" ჯარში ახალგაზრდების წაყვანას. "ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური გარდა იმისა, რომ ამორალური და ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტურია, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მასების ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო და აპრობირებულ ინსტრუმენტს...

მაჭარაშვილი - EU-ს კანდიდატის სტ...

ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში", - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.  მაჭარაშვილისთვის ევროინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფებების "კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხამდე დაყვანა" მიუღებელია. "ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში". ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ "ვივამედში", ეს ცოტა საკითხავია. როგორ შეიძლება ევრ...

იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ ...

თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე,  სახელწოდებით "გადაარჩინეთ ქვეყნის ევროპული მომავალი", შეკრებილი ენმ-ის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. "გუშინ, საქართველოს ისტორიაში დაფიქსირდა უპრეცედენტო ფაქტი, კერძოდ ევროკავშირის ელჩმა, ჰერჩინსკიმ 27 ქვეყნის საპროტესტო ნოტა გადასცა რატი ბრეგაძეს. ნოტაში საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობასა და გამოსავლებზე. რაც არ უნდა უარყოს ბრეგაძემ, რომ თითქოს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე არ იყო საუბარი,...

„საქართველოში მულტიმილიარდერი ბი...

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელეს და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს. ლორდთა პალატის წევრების განცხადებით, ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული ვითარება "მოვლენების უფრო ფართო განვითარების ნაწილია", საქართველო კი, მიტაცებულია მულტიმილიარდერი ბიზნესმენის მიერ, რომელიც ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებას აკონტროლებს. "მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი ვითარება ნაწილია მოვლენების უფრო ფართო განვითარების საქართველოში, რომელიც სინამდვილეში მიტაცებულია მულტიმილიარდერი ბიზნესმენის მიერ. ის აკო...

შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქარ...

მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი „ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს. პრაისი თქმით, კანონპროექტს საფუძვლად არა ამერიკული, არამედ რუსული და უნგრული კანონმდებლობა უდევს. "ღრმად გვაშფოთებს კანონპროექტის გავლენა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მისი შესაძლო შედეგების გამო. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება პირდაპირ საქართველოს მთავრობასთან. ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებ...

გამზარდია - ხელისუფლებამ შექმნა...

ხელისუფლებამ ილუზიის შესაქმნელად შექმნა პარტია "ხალხის ძალა", რომელიც ახდენს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეის დისკრედიტაციას, -  ამის შესახებ, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა. "ხელისუფლებამ მოასუფთავებინა ველი ალტ ინფოს, პატრიოტთა ალიანსს და მსგავს პარტიებს ცრუ პატრიოტული განწყობების და ფსევდოსუვერენულობის ილუზიების შესაქმნელად, შემდეგ შექმნა ე.წ. ხალხის ძალა, ძალიან დიდი ალბათობით პირადი შანტაჟების ხერხით, ოპოზიციური ველის "მოსუფთავების" შემდეგ ხელისუფლების ამოცანები ასე შეიძლება კლასიფიცირდეს: პირველი ეტაპი - ახდენს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეის დისკრედიტაციას, პარტნიორების და მათი წარ...

ბუდანოვი - რუსეთის რესურსი დროში...

რუსეთი არ არის მზად გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისივე თქმით, მისივე თქმით, რუსეთი თამაშობს ისეთ როლს, სადაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ომისთვის მზად არიან, მაგრამ რეალურად მათი რესურსი შეზღუდულია დროშიც და მოცულობაშიც. „რუსეთი არ არის მზად გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციებისთვის. ამას გეუბნებით, როგორც სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი. ისინი ყველანაირად აჩვენებენ, რომ მზად არიან ათწლეულების განმავლობაში ომისთვის, მაგრამ რეალურად მათი რესურსები ძალიან შეზღუდულია დროშიც და მოცულობაშიც. ეს კარგად იციან“, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.