ევროკავშირის 27-ივე ქვეყანამ, მათ შორის უნგრეთმა გაყინა საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი. "გადაწყვეტილება, რომ შეწყდეს საქართველოს EU-ში გაწევრიანება, მიღებული იქნა არალიბერალური ქმედებებიდან და არალიბერალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც იქნა მიღებული აქ, საქართველოში. პრობლემა და მისი გადაწყვეტის გზები საძებნია არა ბრიუსელში, ვაშინგტონსა და კიევში — აქ, საქართველოში. ეს არის შედეგი იმ ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და განცხადებების, რომელიც საქართველოს მაღალჩინოსნებმა, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ მიიღეს. ასე, რომ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს შეუწყვიტოს გაწევრიანების პროცესი" - ევროკავშირის ელჩი...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, ვალდებული არიან, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. დედაქალაქის მერმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასმულ იმ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, 156-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა, ორგანიზაციათა ნაწილი კი, აღნიშნულ კანონს აპროტესტებს. „აღნიშნულ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. შენ თუ კეთილსინდისიერი ადამიანი, ორგანიზაცია ხარ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე გამჭვირვალობას? თანხებს რომ იღებ უცხოეთიდან, გაფინანსებს უცხოური მთავრობა ან ორ...
როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა დანამდვილებით დავრწმუნდით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. პაპუაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ უკვე დაასრულა. მისივე თქმით, ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს აპროტესტებს. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 2023 წლის მარტსა და 2024 წლის მაისში &bdqu...
ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოზე დეკლარაცია დაამტკიცა. აღნიშნული დეკლარაცია კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და დემოკრატიული უკუსვლის ნიშნების გამო ამასთან, კონგრესში აღნიშნავენ, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და ხელახლა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. "კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც აღინიშნება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციისა და ევ...
გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გამჭვირვალობის რეესტრში დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია. "გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144 ორგანიზაცია) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ (136 ორგანიზაცია). დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებისადმი მიმართვას ავრცელებს. ექსპრეზიდენტი მიმართვაში, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, "არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები" არ შეასრულონ. "მოგმართავთ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს, გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, თქვენ გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა - ოლიგარქი როგორც ყოველთვის იტყუება. ახალი ხელისუფლების პირობებში, არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უ...
ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აზიანებენ „ქართული ოცნების“ ბანერებს, რადგან „მათ აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა". „ამ ადამიანებს აღიზიანებთ ეს ბანერები, რადგან შინაგანად ასეთები არიან. აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. ამბობდნენ, სირცხვილია, რომ აქ დაბადებულმა ადა...
მოვითხოვთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან, ასახონ თავის შუალედურ თუ შემაჯამებელ ანგარიშებში ის მრავლობითი წინასაარჩევნო დარღვევა, რომელიც ჩვენ მიერ გასაჯაროვდა და ასახულია „ქართული ოცნების" „ფეისბუქ-გვერდზე" ატვირთულ ანგარიშებში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც მიქანაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიცია „რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა". „ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული სუბიექტები გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე, რაც გამოიხატება წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლის კონტექსტში. განსაკუთრებით ეს ე...
თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში, ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის,- ასე მიმართა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვეტერანებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა. ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვეტერანებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად გაიზრდება. “ვეტერანებო, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იქნებით განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი ჩვენი მხრიდან. თქვენ გაგეზრდებათ პენსია 1 000 ლარამდე; თქვენ ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები; თქვენ მედიკამენტე...
კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. როგორც კორძაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველმა პარტიამ იცის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს "აგებს" და "ჩართო სახელისუფლებო მანქანა, რათა საქართველოს მოქალაქეები დააშინოს ან მოისყიდოს". კორძაია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საკითხის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. "არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე. "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ სრულიად ...
თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არა მგონია, საქართველოს დარჩეს შანსი ევროინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა საკუთარი მომავალი უნდა გადაწყვიტოს, ძალიან მნიშვნელოვანია. "მომავალი არჩევნებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს გადაწყვეტს. თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არა მგონია, საქართველოს დარჩეს შანსი ევროინტეგრაციის გზაზე. თუ პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, დაველოდოთ პროგრესს - ეს ძალიან გაგვახარებს",- აცხადებს ნაუსედა. შეგ...
ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ვეტერანებისთვის მყარი სოციალური გარანტიები არ არსებობდა, მმართველმა გუნდმა კი, ამ მიმართულებით „აქტიური მუშაობა" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. „მინდა, მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლო...
ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რეზოლუციას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან, ამიტომ, ეს მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიციაა. „ხანდახან უნდათ, მათ შორის ცდილობენ უცხოელი პარტნიორებიც, ხანდახან საელჩოები, რომ დააკნინონ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა იმით, რომ ევროპარლამენტია, იქ დეპუტატები არიან და ა.შ. ამას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ ...
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ განცხადებას ავრცელებს. როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის "ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს". "მაისში, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს - ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტ...
კობახიძე და "ქართული ოცნება" აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება". როგორც ლექსმანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მმართველი პარტია "საქართველოს დემოკრატიის დანგრევას ცდილობს". "კობახიძე და "ქართული ოცნება" თავიანთ ნამდვილ მიზნებს აღარც კი მალავენ, საქართველოს დემოკრატიის დანგრევასა და მის რუსეთის სატელიტად გადაქცევას",- წერს მირიამ ლექსმანი.
საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობაში" (OGP) წევრობა შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობა დღეს, 16 ოქტომბერს მიიღეს. ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) ამერიკის შეერთებული და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) მ...
პირადობის მოწმობებზე ყალბი ამბების გავრცელება ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული NGO-ების ნაცადი ხერხია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა, თქვა, რომ ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე „დაიწყო ოპოზიციის პარტიული მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანიცაა საინფორმაციო ხმაურით საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის წინასაარჩევნო გარემოზე ყალბი აღქმების შექმნა". „როგორც მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს, 11 ოქტომბერს გამო...
მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილია". „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტ...
„ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას აპირებს. „ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არ ეყოფა არჩევნების მოგებას. „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწ...
ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, 2 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი - ასეთი შეცდომები არ შეიძლება, დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, სანქციები კონტრპროდუქტიულია. "სანქციები არის კონტრპროდუქტიული. ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, 2 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი - ასეთი შეცდომები არ შეიძლება, დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები",- გა...