დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ არასერიოზული და მანიპულატორული უწოდა განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, ქართული მხარე მართავდა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხებზე. როგორც მედიასთან საუბრისას კახა კალაძემ განაცხადა, "ამ ყველაფერს დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, რომლებიც წლების წინ რუსეთის ფედერაციას ამავეს თვითონვე სთხოვდნენ". “ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - „ქართული ოცნება“ ატარებს ქართულ პოლიტიკას, პირველ რიგში, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშ...
მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას, არც წელს დავსწრებივარ. 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია აქ ვარჯიში?! სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე არ დასწრებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, აღლუმი არ არის პარტიული ღონისძიება და "წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები არიან". "ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები, შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს, ცურვასთან...
იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის განცხადებები დამაზიანებელი, მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით არ იყოს. „იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადებები, ამ შემთხევაში, არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ. ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შესაძლოა, დააზი...
ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ფრენები არ აღდგებოდა ამას ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია მოჰყვებოდა. "ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და რასაკვირველია, მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება - რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმ...
ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება, მიხეთქებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იმავე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარი გამართულ ფორუმზეც იყოს. „ჩვენ, განსაკუთრებ...
ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. მისივე თქმით, ხელისუფლება რჩება იგივე ფორმატში და ადასტურებს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. "ჩვენ ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შ...
ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საქართველოს არ დაუკარგავს არცერთი გოჯი მიწა, არ ჰქონია ომი, კონფლიქტი, არავითარი დაძაბულობა, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილური მშვიდობიანი პერიოდი ყოფილიყო, რომელიც საქართველოს არ ჰქონია მას შემდეგ, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობა აღდგა. „გუშინ ჩემს გამოსვლაში ჩამოვაყალიბე ის ძირითადი მიზანი და ეროვნული იდეა, რომლის გარშემო ჩვენ...
დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, ეს არაა ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს, მათ რიტორიკას, მათ მუქარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა ქვეყნის გადარჩენაზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იფიქროს, როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს მმართველი პარტია ამ ვალდებულებას წარმატებით ასრულებს და მომავალშიც გააგრძელებს, რაც ქვეყანას საბოლოოდ სამშვიდობოს გაიყვანს. "დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრ...
ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღეა გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქათველოში არის დემოკრატია და მოქალაქეებს სრული თავისუფლება აქვთ. "დღეს გვაქვს დემოკრატია, მეგობრებო - აი, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღეა გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, დადასტურება. ჩვენს ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სრული თავისუფლება", - განაცხადა ღარიბაშვი...
მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს, მაგრამ არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას ჰქონდა მცდელობა, რომ შეექმნა ერთი პროტოკოლის უწყება, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებით, რათა ქვეყნის შიგნით სამუდამოდ დალაგებულიყო სიტუაცია, თუმცა, ეს არ გამოვიდა, რადგან მისივე თქმით ყველას კერძო ამბიციები ამოძრავებს. "მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს და ამით მე ვერავინ მაწყენს, მაგრამ, მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მ...
მე პირადად მიმაჩნია, რომ მის სიტყვაში იყო საზოგადოებაში დაპირისპირებისკენ რაღაც აქცენტი, - ასე შეაფასა, - ასე შეაფასა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანელი განცხადებები, რომელიც მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების პათოსი თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ დღესთან შეუსაბამო იყო. "იყო ძალიან უსიამოვნო განწყობა. მე პირადად მიმაჩნია, რომ მის სიტყვაში იყო საზოგადოებაში დაპირისპირებისკენ რაღაც აქცენტი. ამ დღეს და ამ ადგილას ცოტა შეუსაბამო იყო ის პათოსი, რაც მის ს...
ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო რეაქცია, რომელიც ამას [სავიზო რეჟიმის გაუქმებას] მოჰყვა. მეგონა, რომ ყველა იტყოდა, მადლობა, კარგია, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, სავიზო რეჟიმის გაუქმების მიზანი იყო იმ ადამიანების "დახმარება", რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. "გულწრფელად რომ ვთქვათ, რეაქცია რომელიც გადაწყვეტილებას მოჰყვა, ჩემთვის სრული სიურპრიზი იყო. მე მეგონა, რომ ყველა იტყოდა: მადლობა, კარგია, მაგრამ არა, ამ საკითხზე რატომღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამოვარდა, ძალიან უცნაურად და მოულოდნელად", - განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენ...
რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობს, - ასე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ხედვა არის სწორი, ვინაიდან ყველაფერი რაც კეთდება, კეთდება ქვეყნის საკეთილდღეოდ. "ამაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ. ამ შემთხვევაში, თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და არასწორია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობთ, ჩვენი სწორი არჩევანია, ვთქვათ, ეს თუ იმ მიმართულებით, ჩამოთვალა ქალბატონმა სალომემ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობს", - განაც...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე გაკეთებული განცხადებები აბსურდულად შეაფასა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს პოლემიკაში შესვლას და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას. "რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მე არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, არ ვაპირებ რაიმე კომენტარი გავაკეთო მის აბსურდულ განცხადებაზე, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ, ამიტომ თავს შევიკავებ განცხადებისგან", - განაცხადა კალაძემ.
წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, გზავნილი კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაში არ მონაწილეობის საკითხი. გარდა ამისა ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ქმედება იყო საბოტაჟი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ვინაიდან მათ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ, რადგანაც ვე...
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილი გაუგზავნა. როგორც ალიევის წერს, დღეს საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ განავითაროს და გაამდიდროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება რეგიონის კეთილდღეობას და აამაღლებს პარტნიორობას. "ძვირფასო პრეზიდენტო, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც ჩვენი ხალხის ნებისგან გამომდინარეობს, რომლებიც საუკუნ...
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უწყება ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უსურვებს. „გულითადად ვულოცავთ საქართველოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებთ ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. საქართველოს გაუმარჯოს!“ - ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. "საქართველო, გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. ლიეტუვა ულოცავს ხალხს!", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, "ლელო საქართველოსთვის" ორგანიზებით, აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები საქართვეელოსა და ევროკავშირის დროშებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მსვლელობა გამოხატავს იმ ხალხის სურვილს, რომელიც ირჩევს ევროპას და არ სურს რუსეთში ცხოვრება. "მინდა ვუსურვო საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება და ეს მოხდება მაშინ, როდესაც კოლაბორაციონისტი ხელისუფლება აღარ იქნება ამ ქვეყანაში; როცა საოკუპაციო ჯარები გავლენ ჩვენი ქვეყნიდან. დღევანდელი მსვლელობა ეძღვნება ერთ რამეს - ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის სურვილის გამოხატვას,...
ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, საკუთარი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენაა. „დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდო...