საქართველოდან ხორბლისა და ქერის ...

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.  რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხ...

შოლცი - რუსეთ-უკრაინის ომმა მთლი...

შეუძლებელია რუსეთთან ომამდელ ურთიერთობას დავუბრუნდეთ. - გერმანიის კანცლერიმა ოლაფ შოლცმა. მისივე თქმით, ომი გრძელვადიან პერსპექტივაშიც მოაქვს ცვლილებები. " ომს გრძელვადიან პერსპექტივაშიც მოაქვს ცვლილებები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გარდაქმნიან საერთაშორისო ურთიერთობებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.

პუტინი და ზელენსკი ინდონეზიის G2...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს  ინდონეზიის G20-ის სამიტზე შეხვდეს. - განაცხადა რუსულმა TASS-მა პუტინის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით. მისივე თქმით, სამიტი კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. „დიახ, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მოსალოდნელია ჩვენი მონაწილეობა. არ ვიცი, ჯერ ამბობენ, რომ ჩატარდება პირისპირ ფორმატში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება, იმედი მაქვს, რომ პანდემია საშუალებას მოგცემთ ჩავატაროთ ეს მნიშვნელოვანი ფორუმი პირისპირ ფორმატში". - განაცხადა პუტინის თანაშემწემ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სა...

ღამით უკრაინელებმა კუნძულ ზმეინზ...

იერიში მიიტანეს. - სამხრეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „Pantsir-C1“ განადგურდა. "ჩვენ ვიკვლევთ შედეგებს, მაგრამ უკვე გვაქვს პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „Pantsir-C1“ განადგურდა, კუნძულზე წინა დარტყმების დროს განადგურდა სარადარო სადგური, რაც მნიშვნელოვანი ზარალი ოკუპანტებისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია ...

სენატორი ჯეიმს რიში უკრაინაში ჩა...

უკრაინაში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავჯდომარე ჯეიმს რიში ჩამოვიდა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ყველამ საბოლოოდ უნდა აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო. "ისინი უსაფრთხოების გამოწვევებია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის. ეს ცივილიზებულმა სამყარომ უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუს...

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირ...

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში 16 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეების...

საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესი შეაჩერა. - განაცხადა რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა. მათივე თქმით, 27 ივნისიდან რუსეთის მოქალაქეები საბერძნეთის ვიზაზე განაცხადის შეტანას ვერ შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.

ბურჭულაძე ოცნებას - იმაზე იფიქრე...

იმ მთავრობას,რომელიც დღეს არსებობს, აჯობებენ  არა თუ მხოლოდ  ის ცნობადი სახეები,რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ აქციებს,არამედ ქუჩაში შემთხვევითი გამვლელებიც . - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.  მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ იმაზე უნდა იფიქროს თუ როგორ მოინანიოს ის ცოდვები,რაც მათმა მონურმა ქცევამ დამართა საქართველოს.  "დილიდან ოცნება აფაფხურდა.გამოყარა თავისი ტროლები და ვითომ ოპოზიციონერები,რომლებიც, თურმე ,,ძალიან ღელავენ" საქართველოს მომავალზე თუ ვინ იქნება და როგორ შეირჩევა ეროვნული დროებითი მთაბრობა. მათ გასაგონად ვამბობ,რომ იმ მთავრობას,რომელიც დღეს არსებობს, აჯობებენ  არა თუ მხოლოდ  ის ცნობადი სახეები,რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ აქციებს,ა...

კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას უ...

ადამიანები, რომლებიც 2008 წელს წაგებულ ომს ზეიმობდნენ, დღეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას გლოვობენ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცადა.  მისი თქმით, ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება, რაც არა მხოლოდ მოვლენებზე მისი რეაქციებით, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც არის გამოხატული. "საქართველოს მიმართ ევროკავშირის ლიდერების მილოცვებისა და მათი საზეიმო განწყობის ფონზე, სრულიად არაბუნებრივია ოპოზიციის რეაქცია ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. ადამიანები, რომლებიც 2008 წელს წაგებულ ომს ზეიმობდნენ, დღეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარ...

პრემიერი ივანიშვილზე - არავითარი...

ბიძინა ივანიშვილს არავითარი როლი და სტატუსი არ გააჩნია პოლიტიკაში,- აცხადებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ საუბრისას. მისივე თქმით, ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, რადგან მას  არ მიუღია შემოსავალი საქართველოში.    "დეოლიგარქიზაციის შესახებ გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უკრაინის მსგავსი კანონის მისაღებად. ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის გამოწვევა. ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, ქველმოქმედი. მან უცხო ქვეყნებში დაგროვებული სიმდიდრე საქართველოს მიუძღვნა. მთავარი ქველმოქმედება იყო ის, რომ ქვეყანას მოაშორა დესტრუქციული ძალები.  მან დაგვიტოვა თამასა მედიის თავისუფლების და ბიზნესგარემოს კუთხით. თუ ბიძინა ივანიშვილი არის დესტრ...

ღარიბაშვილი - შეიძლება უკეთესიც ...

შეიძლება უკეთესიც იყოს, ჩვენთვის რომ ჯერ არ მივიღეთ „საჩუქარი“ ( სტატუსი) ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ჩვენ შემთხვევაში, ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ მანამ, სანამ აი ამ პირობებს არ შეასრულებთო, რაც შეიძლება უკეთესიც კი იყოს. „ვამბობთ, რომ მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, ანუ მათაც მისცეს საჩუქარი, დავარქვათ საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში, ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ მანამ, სანამ აი ამ პირობებს არ შეასრულებთ, მე თუ მკითხავთ, ვითვალისიწნებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, ომს გამან...

პრემიერი ევროპული საბჭოს გადაწყვ...

მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ, ეს არის ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგზე მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ მიზნებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებს და პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციულ დიალოგს მიმართავს. " მე მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადწყვეტილება. მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ და ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება. ჩვენ მოვისმინეთ დაპირებები, რომ როგორც კი შევასრულებთ პრიორიტეტებს მაშინვე მიეცემა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ვართ მობილიზებულები, რომ შევასრულოთ ყველა პირობა, რომ რა...

კელი დეგნანი - შეერთებული შტატე...

შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.- აცხდებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელო დეგნანი.  ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოში ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარებას. 'მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით). ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფ...

გერმანიის საელჩო - ვიცით, რომ ს...

მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად,- აღნიშნულის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად და საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის. „მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის&ldqu...

მიშელი - როგორც კი დასახული პრიო...

ევროკავშირი მზადაა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელმა. მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. "ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროპული პარლამენტის გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის სტატუსის გადაცემა მოხდება მაშინ, როცა მთავრობა დააკმაყოფილებს დასახულ...

ლომჯარია - ქართველი დიპლომატებიდ...

ქართველი დიპლომატებიდან ვინმემ რამე გვითხრა? საქართველოს დიპკორპუსს არ ეხება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, ესმის რომ ხმის ამოღებას თანამდებობის დაკარგვა მოჰყვება. "ქართველი დიპლომატებიდან ვინმემ რამე გვითხრა? საქართველოს დიპკორპუსს არ ეხება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება? მესმის, რომ ხმის ამოღებას თანამდებობის დაკარგვა მოჰყვება, მაგრამ ნუთუ ასეთი მძიმეა საქართველოში დაბრუნების და ცხოვრების შიში". - განაცხადა ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ ევროპული პარლამენტის გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის სტატუსის გადაცემა მოხდება მაშინ, როცა მთავრობა დააკმაყოფილებს დასახულ პრიორიტეტებს.

უკრაინაში 12 პრორუსული პარტია აი...

უკრაინაში 12 პრორუსული პარტიის საქმიანობა აიკრძალა. - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. მისივე თქმით, დღეს ლვოვის მერვე ადმინისტრაციულმა სასამართლომ კიდევ ერთი პრორუსული პოლიტიკური ძალა აკრძალა. " აკრძალული პარტიების სიაში არიან : "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“,  "ოპოზიციური ბლოკი" "შარიათის პარტია"  "ჩვენი" "სოციალისტები"  "მემარცხენე ოპოზიცია" "სამართლიანობა და განვითარება" „სახელმწიფო“ "ვლადიმირ სალდოს ბლოკი" "უკრაინის სოციალისტური პარტია" "მემარცხენე ძალების გაერთიანება" "უკრაინის პ...

ქართველი სტუდენტების მანიფესტი ე...

ჩვენ საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს. - განაცხადეს სტუდენტებმა მათივე მიერ შექმნილი ევროპული მანიფესტის გაცნობის დროს. მათივე თქმით, საქართველოს სტუდენტები ირჩევენ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს. "❗️ ჩვენ საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს!  ❗️Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპას Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს. Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სიტყვის თავისუფლებას. Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ განათლებას. Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ დამოუკიდებელ სასამართლოს. Ჩვენ, საქართველ...

ევროპული პარლამენტი- საქართველოს...

ევროპულმა  პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს.  რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათ...

კუბილიუსი - არავინ სთხოვს ომში ჩ...

არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა. კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ კომისიისგან ნეგატიური შეფასება მიეღო. „სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერმინისტრი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი - ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებულ...