ცესკო-მ ერთგვარი პირველადი ტესტი ვერ ჩააბარა, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე პროცესი ხელოვნურად მიმდინარეობდა. „როგორც საარჩევნო უბნებზე პროცესის გახანგრძლივება, ასევე ოლქების დონეზე ოქმების მიწოდება, შემდეგ მათი ცესკო-ში გადმოგზავნა და გასაჯაროება მიმდინარეობდა ხელოვნურად. ძალიან ვწუხვარ, რომ შემიძლია, ახლა ამის თქმა ასე გვიან. საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის სავალალო შედეგი, რომ ოფიციალურ განცხადებას ცესკო საზოგადოებას აწვდის ასე გვიან. ეს არის ის ერთგვარი პირველადი ტესტი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით არ არის ჩაბარებული“, - განაცხადა სი...
"ის გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი საკუთარ ქვეყანის დახმარება იყო. მას გააზრებული ჰქონდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, რადგან ჩათვალა რომ ასეთი თავგანწირვა აუცილებელი იყო იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად უნდა მოვვიპოვოთ." - ასეთი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას პირველი კომენტარი სააკაშვილის საპატიმროს დატოვების შემდეგ. "დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართელ ხარხს. მე დღეს დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს. არც საკუთარ თავზე, არც თანადებობაზე, არც კომოფრტზ...
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად. განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში , როგორც რეფერენდუმის ნაწილში ასევე თბილსის მერის ნაწილში.- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ. „ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე იყავით არჩევნებზე და მათაც, ვინც დარჩენილი დროის განმავლობაში აპირებთ საარჩევნო ურნებთან გამოცხადებას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად. განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში , როგორც რეფერენდუმის ნაწილში ასევე...
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. კენჭისყრის პროცესი გრძელდება. ცესკოს ცნობით, დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. ცესკოს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 24,3 % დილის 08:00 სთ-...
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფორმდება ქართული ოცნების გამარჯვება - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს, მხარდამჭერებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. ამ შემთხვევაშიც უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფორმდება ქართული ოცნების გამარჯვება, დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ამ წუთისთვის ჩვენი შტაბებიდან შემოდის." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა"- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები დემოკრატიულ პროცესში. "ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში, იმიტომ რომ ეს არის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ აირჩიონ ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს ის. მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა."- განაცხადა სალომე ზურ...
დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. ცესკოში ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. მათივე თქმით, საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ – ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალ...
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში - მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც სამართლებრივადაა საჭირო. "სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, სპეცოპერაციამ რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალობა უნდა იყოს მაღალი ხარისხით დაცული. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას. ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ეს კონფიდენციალობა იყო სათ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი მიმართავს მოქალაქეებს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მესამე პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. „ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, ამ განაჩენებს არ აღიარებს.მაგრამ მე მაი...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ეხმაურება. მისი თქმით, ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და არა დაძაბულობა. „არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში, იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში. მართალი თუ ტყუილი ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს, ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას.ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის ...
"მოგესალმებით ბუენოს აირესიდან" - ამ სიტყვებით დაიწყო შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგი. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, დღეს 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მართველმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა და სიმბოლურია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, წერტილი დაესმვა. "დღეს 1 ოქტომბერია, ცხრა წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს წერტილი დაესვა „ ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე. ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლ...
სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი თვლის, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. “ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება. მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ...
როცა ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ბექა დავითულიანი სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია. დავითულიანი აცხადებს, რომ სააკშვილის მიერ გადაღებული ვიდეომიმართვა შესაძლოა გაყალბებული იყოს. „აი, ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა. არის 2 ვარიანტი, Deep Fake-ზე იმდენი ილაპარაკა მთავარმა არხმა რომ შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული, მეორე, ეს თუ ეს ასე არაა, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის. დიდი ალბათობით, ...
არ შეიძლება, კომენტარი სერიოზულად გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც სჯერა, შეგვიძლია, გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის ფეიკვიდეო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. „ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, ცრუ ინფორმაცია არ გავრცელდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ. მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება. "დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და მისი გავრცელებული ვიდეო არ არის ჩაწერილი ბათუმში. „სააკაშვილი საქართველოში არ არის, რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინ წინ, ნეტა ყოფილიყო საქართველოში, სრულად ქართული საზოგადოება დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დადასტურებოდა ის სიმახიჯე, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და ვიდეო არაა ჩაწერილი საქართველოში, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სად...
მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც „გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა“. „რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ჩვენი ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცეთ გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ იგებს!“ , - წერს სოციალურ ქსელში თალაკვაძე. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სა...
„ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მიმართა. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა. „მე მინდა ყველას მივმართო, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება აქვთ ზოგადად ოპოზიციასთან ან სპეციფიკურად მიხეილ სააკაშვილთან, მანდაც დიდი სპექტრია განსხვავებების, იმიტომ რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია და მრავალფეროვნები არიან ჩვენი ამომრჩევლები. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, გარდა ივანიშვილის რეჟიმის კომიკური ასპექტებისა, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ...
საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. „საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება, შეუძლებელია. მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე ანთებულები, მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და იქიდან ჩართვებს აკეთებთ, აქ იყო და იქ გაიარაო. ან მართლაც ცუდ მდგომარეობაში ხართ ზოგიერთი ჟურნალისტი, უკაცრავად, გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. დავანებოთ ამ თაღლითობას თავი", - განაცხადა მდინარაძემ....
„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ამ წარწერით ფოტოს აქვეყნებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართავს აქვეყნებს და ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. სააკაშვილის მოქალაქებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 2 ოქტომბრის შემდეგ მხარდამჭერები რუსთაველის მოედანზე უნდა შეიკრიბონ. "ორში უნდა მივიდეთ ყველა აჩევნებზე, მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ ხმა მიეცით სხვა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ტექონოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს დღეს, არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ეს არის ჩემი ოცნების აღსრულება, მაგრამ საბოლოოდ ...