ადმინისტრაცია - პრეზიდენტის ბრიუ...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, 27 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დრომდე მათ თანხმობა არ გაუციათ. "15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.  27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, სალომე ზურა...

ბოკუჩავა 5 ოპოზიციონერზე - ვერ ვ...

ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს ამ ადამიანებთან, რადგან ის საკითხი, რასაც მათ მხარი დაუჭირეს, არის ფუნდამენტური საკითხი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს, სადაც ხმა ოპოზიციის წევრებმაც მისცეს. მისივე თქმით, მიუღებელია, რომ არსებობდეს ის პოზიციები, რაც დღეს 5-მა ოპოზიციონერმა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის შედეგად დააფიქსირა. „მე პირადად  ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, რადგან ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს თანხმობა და ხმ...

დუდა - პოლონეთი ერთგული დარჩება ...

პოლონეთი ერთგული დარჩება იმ გეგმებისა, რომლებიც მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში გამართულ ევროპის საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მუშაობა, რათა დაჩქარდეს ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. "მივესალმებით ევროპის საბჭოს მიმდინარე ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც კონცენტრირებულია გამძლეობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს ჩვენი ორგანიზაციის რელევანტურობისა და მნიშვნელობის კიდევ ერთი დასტურია. პოლონეთი ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერისადმი ერთგული დარჩება...

მელია 5 ოპოზიციონერზე - მათ აღარ...

დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხს. მისივე თქმით, არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ოპოზიციური ერთობა დაარღვია, აღარ აქვს მორალური უფლება, ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს. "დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ უპასუხის...

ღარიბაშვილი - ევროკავშირში გაწევ...

ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებებით და  ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის სამიზნე ორიენტირი. „ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივი...

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი ს...

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა ხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი იყო ვაკანტური.

ნიკა მელია - ოპოზიციონერი დეპუტა...

ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონაალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას და ა.შ.  "ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭე...

ირაკლი კობახიძე - რუსეთისთვის სა...

რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასჯას. ამას ითხოვდნენ ჩვენგან და ახლაც ამას ითხოვენ. გამოვიდა მათ შორის სალომე ზურაბიშვილი და პირდაპირ ისაუბრა სანქციების დაწესებაზე. ანუ, მათ უნდათ, ჩვენ რომ გვქონდა პლიუს 10% ეკონომიკური მაჩვენებელი, გვქონოდა, მინუს - 10%, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ განმარტა, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთისთვის საქართველოს მიერ სანქციების დაწესება. „საზოგადოებას კიდევ ერთხელ, ციფრებში მინდა განვუმარტო, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთისთვის საქართველოს მიერ სანქციების დაწესება, რას გვაიძულებდნენ კონკრეტული ადამიანები, პირველ რიგში, რადიკალური ოპოზიცია. 20...

რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწეს...

ერთ-ერთ ბრიტანულ საიტზე, საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური საიტია, პირდაპირ დევს შარშანწინდელი ამერიკული საკონსულოს სტატისტიკა და ხდება რა, რომ საქართველოს მოქალაქეებს  დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37 პროცენტი. ამაზე უამრავი ადამიანი ისედაც საუბრობს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ მიიღო სტუდენტური დაფინანსება, გამზადებულია საბუთები და ვიზას არ ურტყამენ. ჩემს გარშემოა 2 ასეთი შემთხვევა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  პარტიის თავმჯდომარის თქმით, „გაუგებარია, რატომ არ უნდა ჩაურტყა ბავშვს, ახალგაზრდას ვიზა, მაშინ, როდესაც დაფინანსება აქვს მიღებული ამ ქვეყანაში“. „ასეთი უამრავი ფაქტია, ა...

პატელი ფრენების აღდგენაზე - საჭი...

ამ სიტუაციაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც პატელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთისგან დასავლური სამყარო დისტანცირდა და ახლა მასთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. "თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება, ეს მზარდად შემაშფოთებელი იქნება არამარტო შეერთებული შტატებისთვის, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებისთვისაც. ასევე, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებიდან მუშაობენ, თუ ისინი იმ თვით...

ირაკლი ღარიბაშვილი - რეიკიავიკის...

საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რეიკიავიკის სამიტზე მისი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, საქართველომ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. ღარიბაშვილმა დასძინა, რომ სამიტზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ის მრავალ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. ჩვენ წარვდგებით ჩვნი ქვეყნის სახელით. მექნება პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა ბოლო ათი წლი...

ნიკოლენკო სავიზოს გაუქმებაზე - ს...

მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს  მოსკოვში აგზავნის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელია და ამით კრემლი აღფრთოვანებულია. «მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს  მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია”, - წერს ნიკოლენკო. ცნობისთვის, 10 მაისს...

სააკაშვილი - რუსეთის ჩამოშლასთან...

რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილია აღნიშნავს, მას წინა კვირას სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ის "ვივამედში" გადაიყვანეს, თუმცა კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. "წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც "ვივამედში" გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას. წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლ...

გვარამია - ვითხოვ უზენაესმა სასა...

ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე მეტყვიან უარს საბოლოოდ, - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მისი პატიმრობის 1 წელს აჯამებს და მიმართვას ავრცელებს.  როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, ის მოითხოვს, რომ უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს, რათა ბრძოლა სამართლიანობისთვის სტრასბურგში გააგრძელოს. ნიკა გვარამიამ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას მხარს უჭერს მადლობა გადაუხადა და მათ წარმატება გამძლეობა და მოთმინება უსურვა. "სალამი მეგობრებო! დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ :) რა თქმა უნდა, ეს "სიმყუდროვე" ზედმეტად ჰერმეტულია და მოსაწყენი. რა თქმა უნდა, რთული...

გოცირიძე - უვიზო რეჟიმის შემოღე...

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე მძიმე დარტყმაა. როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთმა  საქართველო, ფაქტობრივად,  მეგობარ სახელმწიფოდ აღიარა, რითაც ლუკაშენკოს ბელორუსის დონეზე დააყენა. „უვიზო რეჟიმის შემოღებას ნუ მივუდგებით მხოლოდ ადამიანის გადაადგილების კონტექსტში. ეს არის ვერაგული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებას რუსეთის ჯარში ფულის სანაცვლოდ. ნახევარი წლის წინ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ხელს მოაწერდა კონტრაქტს და იმსახ...

ხუნდაძე - მე ვარ ქართველი და მაშ...

ოპოზიცია ხალხს სიმართლეს უმალავს და მათივე მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებითაც კი მათი რეიტინგი კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული. სამაგიეროდ, ხალხისთვის ნათქვამმა სიმართლემ ხელისუფლების რეიტინგი გაზარდა. ანუ, სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ხუნდაძის თქმით, ხელისუფლებას უტიფრად აბრალებდნენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებოდნენ ტყუილებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავდნენ, მაგრამ მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაამტკიცა სიმართლე. „საქართველოს მეორე ფრონტად ფორმირების არაერთი მცდელობა მოვისმინ...

ღუდუშაური - სააკაშვილმა სტრასბურ...

მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, აი, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. "სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დიახ, საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე, საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე და მთავარი და მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.  სტრასბურგის გადაწყვტილებით, კეთილი უნდა ინებოთ, გამოხვიდეთ და ...

ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსე...

ჩვენს ქვეყანაში ვიწროვდება ყველა სივრცე, რომელიც თავისუფალი აზრის და მოქმედების შესაძლებლობას ქმნიდა. ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი  ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. კორძაიას თქმით, არც ერთი სერიოზული განცხადება ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულის უარყოფასთან დაკავშირებით არ მომხდარა. „თქვენი პარტიული ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის ძალიან კარგი, რომ მილიონი ქართველია თურმე რუსეთში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთიდან ფრენების აღდგენის შ...

EU-ს 12 პრიორიტეტიდან სრულად შეს...

8 არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი, სტატუსმეტრი მოამზადა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. დოკუმენტში არასამთავრობო ორგანიზაციები უთითებენ, რომ ამ დროისთვის შეუსრულებელია 5, ნაწილობრივ შესრულდა 4, მეტწილად შესრულდა 2, ხოლო შესრულდა 1 პრიორიტეტი. შეუსრულებელი პრიორიტეტებია: დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ნაწილობრივ შესრულდა: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფები, დამოუკი...

ხოშტარია - „აზიმუტის“ პირველი ფრ...

19 მაისს, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად,- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რუსული ავიაკომპანიის "აზიმუტის" მიერ დაგეგმილ ფრენასთან დაკავშირებით განაცხადა. ხოშტარიას თქმით, ქართველმა ხალხმა რუსეთსა და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, "საქართველოში ამ თვითმფრინავს "ქართული ოცნების" გარდა ტაშით არავინ ხვდება". "ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც თვითორგანიზებით იგეგმება. აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. მიგვაჩნია, რომ ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინასა და მსოფლიოს უნდა აჩვენოს საკუთარი სახე....