კობახიძე - როდესაც კონკრეტული ძა...

როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ასეთი კამპანიების მიზანი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა. „ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოე...

პრემიერი - ჩვენი სურვილია, რომ ა...

ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ეხებოდა.  მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგები შეიძლება იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები. „ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალი...

„საქართველო გახდა რუსეთის უკანა ...

დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან,  - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევრონესტს.  როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "მტკივნეულია იმის ყურება, რომ საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა უკან ჩამორჩება და იმყოფება ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო". „ძვირფასო კოლეგებო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება რადეკ სიკორსკისთან, კარლ ბილდტთან და ანდრიუს კუბილიუსთან მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნაზე, რაც დიდწილად იყო პასუხი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე. მტკივნეულია იმის ყუ...

გომელაური - თამაზ გინტურის მკვლე...

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ, უმძიმესი შემთხვევა იყო, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, „მომხდარის გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს, თუმცა არის სირთულე, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ხერხდება საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება“. „საოკუპაციო ხაზთან პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, იყო საუბარი გამოძიებაზე, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, ამაზე ვმუშაობთ, რთულია...

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძ...

თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი სადისტების. ჩვენი ხელისუფლების დროინდელი პოლიცია განსხვავდება ჰაბიტუსით, ქცევით ადამიანობით, ქართველობით, განწყობით და  დამოკიდებულებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მუდამ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. „ხალხმა, რომელმაც გააღატაკა ქვეყანა, გაყვლიფა,  დღემდე აფინანსებს მოპარული ფულით რაღაც აქტივობებს, ეს ხალხი გველაპარაკება სიღარიბეზე. ჩვ...

ვარჰეი - უკრაინამ, მოლდოვამ და ს...

გამოწვევებისა და გაურკვევლობების მიუხედავად, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევრონესტის საპრლამენტო ასამბლეის სესიაზე მიმართვისას აღნიშნა. როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას. "ნება მიბოძეთ, მივესალმო ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ კვლავ ვაჩვენებთ მედეგობას ლუკაშენკოს რეჟიმის სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების პირისპირ. ბელარუსის მოსახლეობის მიმართ ევროკაშირის მხარდაჭერა არის პ...

მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინი...

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ევრონესტში (EURONEST) ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტიის განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების "გვერდის ავლით სცადა". "ქართულ ოცნებას" დაკარგული აქვს ნდობა ევროპელ პარტნიორებში. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ "ქართულ ოცნებას“ მოუწია ევროპელი სოციალისტების პარტიის დატოვება იმ ანტიევროპული ქმედებებ...

ოპოზიციამ საქართველოს, უკრაინისა...

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან" და რადიკალური ოპოზიციიდან  საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, შემუშავდა საგანგებო რეზოლუციის პროექტი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეი...

მდინარაძე გვარამია-მელიაზე - ორი...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური პარტია "ახალის" ლიდერების, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.  კითხვაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს მათ გაერთიანებას, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ.  „რა ოპოზიციაც გვყავს, ისე ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მათი მხრიდან აბსოლუტურად რელევანტური იქნება. ამ ორი შეწყალებული კრიმინალის ერთობა, რას იზამს - ამაზე მარტივი დასკვნა შეიძლება გამოიტანო. ვიმეორებ, ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“...

ჰერჩინსკი - როგორც კი საქართველო...

როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ, მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკიმ სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს მოქალაქეების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ. "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კ...

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“...

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 წინააღმდეგი იყო. ამასთან, კენჭი ეყარა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თავდაპირველ რედაქციას, რომელსაც პარლამენტმა 78 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მსჯელობა გაიმართა, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დადგა. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. შეგახსენებთ, პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა კი ცვლილებებს...

გვარამია - ტყუის „ოცნება“, როცა ...

პოლიტიკური პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც გვარამია აღნიშნავს, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს "ვეტინგის" პროცესი მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნას ითვალისწინებს, ტყუილია. "ტყუის "ქართული ოცნება", როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ. სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას. კლანი უნდა წავიდეს და მართლმსაჯულება გათავისუფლდ...

პრემიერი - დავით ხიდაშელს საიდუმ...

დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. „მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ...

კობახიძე - ზურაბიშვილს და რადიკა...

სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით პრეზიდენტის "ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს". „რაც შეეხება ცესკოს საკითხს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე - დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში იმიტომ, რომ წელიწად-ნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს ორი წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ით...

კობახიძე - არსებობენ არასამთავრ...

არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა" არ შეიძლება. „არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან ეკოლოგიური საკითხებით დაკავებული, სოფლის მეურნეობა და ა.შ. თუმცა არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან საეჭვო საქმიანობაში ჩართული, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ, ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩარ...

მდინარაძე - ე.წ. ვეტინგის საკითხ...

ე.წ. ვეტინგის საკითხი, შეგვიძლია, დახურულად გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. „ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვე...

ევროკავშირის წარმომადგენლობა - E...

ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე,- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება.  „ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში" საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში. ...

ბერბოკი - ე.წ. არჩევნების ჩატარე...

რუსეთში არჩევნები იყო არჩევანის გარეშე, - ასე აფასებს რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ არჩევნებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი "საარჩევნო უბნების" ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას გმობს და აღნიშნავს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. "საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არა მხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც. ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიებზე, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა ...

სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს რუ...

ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ  საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება უკან გაიწვიოს,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.  "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ  საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება უკან გაიწვიოს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა. ეს არც სამართლიანია და არც თავისუფალი იყო არჩევნები&nbs...

ირაკლი კობახიძე იენს სტოლტენბერგ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა  და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. "აღინიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ...