დეგნანი ღარიბაშვილს - სახელმწიფო...

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე, მასში შემავალი ინფორმაცია შემოწმებული და გადამოწმებულია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც, განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა დასკვნებს, რომლებიც ე.წ. ელიტური NGO-ების მიერ მომზადდა. დეგნანის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის კარგი საშუალება და წყარო, რომ დავინახოთ თუ რა ხარვეზებია და რა იცვლება და უმჯობესდება წლების განმავლობაში. „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე ან კონკრეტულ პირებზე და რო...

უკრაინის გენშტაბი - საოკუპაციო ჯ...

საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის დატოვებას თან უძღოდა მშვიდობიანი მოქალაქეების დაყაჩაღება, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით ნივთები წაიღეს, როგორებიცაა , ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცმელი და ტელეფონები.  "22 მარტის მდგომარეობით, საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის უახლოესი სახლების შემოვლა საარსებო წყაროს გამო. დამპყრობლებმა მშვიდობიან მოსახლეობას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრე...

უნგრეთის პრემიერის ადმინისტრაცია...

უნგრეთი არ დააპატიმრებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუ ის ქვეყანაში შემოვა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შტაბის უფროსმა განაცხადა. მისივე თქმით, უნგრეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი რუსეთის პრეზიდენტის დასაკავებლად და დასძინა, რომ რომის სტატუტი არ არის ჩაშენებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში. როგორც Evropeyska Pravda განმარტავს, საქმე იმაშია, რომ უნგრეთმა მხოლოდ ფორმალურად დაამტკიცა რომის სტატუტი, მაგრამ არ შეცვალა კანონმდებლობა მის შესასრულებლად. შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ​

იოსელიანი სააკაშვილზე - მისი ციხ...

სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი, ეს არ უნდა მოხდეს და ის უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში. "მისი ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა დაფიქსირებული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარეს...

სლოვაკეთმა უკრაინას დაპირებული M...

პირველი ოთხი MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უსაფრთხოდ გადაეცა, - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა. მისივე თქმით, სლოვაკეთი რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას გააგრძელებს. განცხადების თანახმად, დარჩენილი თვითმფრინავები უკრაინას მომდევნო კვირებში გადაეცემათ, თუმცა, ოპერატიული მიზეზების გამო, თარიღს წინასწარ არ ასახელებენ. "მთავრობა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ჩვენ გვაქვს სწორი მიმართულება, რადგან სწორედ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკრაინაში შეიჭრა ", - განაცხადა იაროსლავ ნაგიმ.  

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინის...

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საშუალებას აძლევს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ განახორციელა და ფინეთის გაწევრიანება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც რატიფიცირების პროცესს უნგრეთი და თურქეთიც დაასრულებენ. მათივე ცნობით, უნგრეთი ფინეთის განაცხადის რატიფიცირებას მომავალ კვირას გეგმავს. ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, პარლამენტი რატიფიცირების პროცესს დაიწყებს.

სამნიძე - კობახიძის განცხადება პ...

რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, არის პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ მიმართული, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, ხატია სამნიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაციის კაცი უწოდა. მისივე თქმით, კობახიძის გაკეთებული განცხადება მიზნად ისახავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში იცავს ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს, მოხდეს მათი დისკრედიტაცია და შეირაცხოს, როგორც მძიმე რეპუტაციის ადამიანი. "ახლა ამ კამპანიის გაგრძელებაა და ემსახურება შუღლის გაღვივებას და ტარიელ ნაკაიძის ძალიან საამაყო პოლიტიკოსობამდე წარსულს, რომელიც ემსახურებოდა ადამიანის უფლებებს, რელიგიური უმცირესობებისა და ...

ნაკაიძე კობახიძეზე - მძიმედ ასა...

ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მას "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა. ნაკაიძის თქმით, მძიმედ ასატანი რეპუტაცია მხოლოდ მოღალატეებისთვის აქვს. "ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს"- წერს სოციალურ ქსელში ნაკაიძ...

ხაბეიშვილი - სააკაშვილის ჯანმრთე...

პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა - მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, კლინიკა "ვივამედის" განცხადებას. ხაბეიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ჰუმანიტარული მისიით ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა. „განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს - პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა. ფაქტია, რომ აქ ვერ უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და ეს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლ...

კალაძე სააკაშვილზე - ყველაფერს ა...

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია. როგორც კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ ქვეყანას და საქართველოს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ. „ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს. ყველაფერს აკეთებს, რომ დაანახოს საზოგადოებას, საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია. რეალურად, ის არ იკვებება, ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟით საკვები. ეს არის მიზანმიმართული კამპანია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას ჩირქი მოსცხოს,“ - განაცხადა კა...

კობახიძე სააკაშვილზე - თვითდაზია...

თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია პატიმარი და უშუალოდ მისი ოჯახი, რომელსაც მასთან არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხზე ყურადღება საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაამახვილონ.  "თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, თავად პატიმარი. ასეა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, საქართველოშიც გვაქვს ასეთი ვითარება - თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი არის პატიმარი. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, ისინი არიან პასუხისმგებ...

კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე -...

ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 პუნქტის შესრულება, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომელიც დიპლომატმა საქართველოში ვიზიტის წინ გააკეთა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, ერთადერთი, ვინ ამ პროცესს დაბრკოლებებს უქმნის, ოპოზიციაა. „მე არ ვიცი რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 პუნქტის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლე...

ალასანია - ევროსასამართლოში სარჩ...

ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა მისი ციხეში დაბრუნების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ალასანია არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანოს.  "მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ აპირებდნენ ციხეში დაბრუნებას. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ესენი მთლიანად ემორჩილებიან პენიტენციურ სისტემას, ძალიან ვერტიკალური, იერარქიულია ჩვენი საზოგადოება.  სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეა, დემოკრატია არ არის, ვერ იმუშავა ჩვენთან დემოკრატიამ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, შეიძლება, რო...

მედვედევი - უკრაინისთვის იარაღი...

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ბირთვულ აპოკალიფსს“ უახლოვდება,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისთვის შედეგები ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს შეიძლება დეკემბერში ყოფილიყო. "მოიხსნა თუ არა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე? არა, არ მოხსნილა, გაიზარდა. ყოველი დღე, როდესაც უცხოური იარაღი მიეწოდება უკრაინას, საბოლოოდ ეს აახლოებს ბირთვულ აპოკალიფსს... მე მაქვს განცდა, რომ დროის გარკვეულ მომენტამდე მათ არ სჯეროდათ და ვერ ხედავდნენ რუსეთის გადაწყვეტილების, ან მისი პრეზიდენტის ან უზენაესი მეთაურის გადაწყვეტილებას, გაეკეთებინათ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და არა...

ბლინკენი - ნებისმიერმა ქვეყანამ,...

ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა, უნდა დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თუ ის ასეთ ქვეყანას ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც მოსახლეობის და მით უმეტეს ბავშვების უკანონო დეპორტაციით გამოიხატება. „მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი, ვინც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა და აქვს ვალდებულებები, უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი კი, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავ...

ჩალაძე „ვივამედის“ განცხადებაზე ...

პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა დეკლარირებულად კლავენ, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკა "ვივა მედის" განცხადებას. მისივე თქმით, სააკაშვილის საკითზე ინფორმირებული არის ყველა ამერიკული და ევროპული წამყვანი სააგენტო და დაწყებულია დიპლომატიური ქმედებები. "ვიდრე ამ ეთერში განცხადებას გავაკეთებდით, მომხდარი არის აშშ-ში და ევროპაში სრული კომუნიკაცია ყველა წამყვან სააგენტოს ხელმძღვანელთან. ყველა საქმის კურსშია და დიდი იმედი მაქვს, პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებისთვის საკმარისი დრო გვეყოფა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ცოცხალს მივუსწროთ. ამას მოჰყვება ძალიან კონკრეტული შედეგები, პრეზიდენტ სააკაშვ...

დეკანოიძე - აზრთა სხვადასხვაობის...

მე ამაზე [პარტიის დატოვებაზე] ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის ბოიკოტთან დაკავშირებულ პარტიის პოზიციას არ იზიარებს, აქედან გამომდინარე გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჯერ-ჯერობით პარტიის დატოვების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. "მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქ...

მაკრონი - იმედს ვიტოვებ, რომ საპ...

დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და გამოხატონ ბრაზი, თუმცა მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზში, მომხდარ მასობრივ პროტესტს და არეულობას, რაც საპენსიო ასაკის კანონის დამტკიცებით იყო გამოწვეული. ემანუელ მაკრონის თქმით, ლოდინის პერიოდში დეფიციტი კიდევ უფრო გაუარესდება, აქედან გამომდინარე ის იმედს იტოვებს, რომ საპენსიო რეფორმა წლის ბოლომდე განხორციელდება. „რაც უფრო დიდხანს ველოდებით, მით უფრო გაუარესდება დეფიციტი. ეს რეფორმა აუცილებელია, ის მე არ მაბედნიერებს. ვამჯობინებდი, არ მიწევდეს მისი განხორციელება. ეს რეფორმა არ არის ფუფუნება, არ არის სიამოვნება, ეს აუცილებლობაა&ldqu...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტ...

2023 წლის 23-24 მარტს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. გერმანიის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალენა ბერბოკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა, ვიზიტი კი გაერთიანებული იქნება საინტერესო და დატვირთული პროგრამებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს მთავრ...

იაპონიის პრემიერ-მინისტრი - იაპო...

იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება მის ლამაზ მიწაზე, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს ძირს უთხრის, აქედან გამომდინარე პუტინმა უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე. "იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება მის ლამაზ მიწაზე. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. საკუთარი თვალით ვნახე რუსული აგრესიის საშინელი შედეგები კიევსა და ბუჩაში. გასულ თვეებში, დიდი შვიდეულის სა...