პრემიერი - 2012 წლამდე 10 000-მდ...

2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება; 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყოს". „ყველას გახსოვთ, 2012 წლამდე რა ვითარება იყო ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით, რამდენად მძიმე ზეწოლა იყო ბიზნეს...

მდინარაძე - ჩვენი გმირები შეეწირ...

ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება დიდი შერიგება ჩვენს ოს დებთან და ძმებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, "აფხაზ დებთან და ძმებთან დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია". "არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა. ერთია ომი და მეორეა ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას. და იმ ადამიანებმა ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთპატიების, შერიგების წინააღმდეგ უნდა კარგად გაათვითცნობიერონ რას დაუპირისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს, აი ამ ბინძურ, პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში და სიბინძურე მხო...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში. "ამ პიროვნებებს შორის არიან ხელისუფლების და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, ბიზნეს ლიდერები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში. პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემი...

ხაზარაძე - მზად ვართ, ყველაფერი ...

მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში „ძლიერი საქართველოს“ როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერ. ხაზარაძის თქმით, მზად არიან, ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის ყველა პიროვნული საკითხი გვერდზე გადადონ. "როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია. დღეს დილით გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზ...

ზურაბიშვილი გახარიას და ხაზარაძე...

გაერთიანების გადაწყვეტილება "ძლიერი საქართველოს" და "გახარია - საქართველოსთვის" ხელშია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ხვალ, 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია. "ახლა საჭირო არის კიდევ ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევენიი გავამარტივოთ - პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადო...

ფაშინიანი კობახიძეს - ჩვენ გაგვა...

მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფაშინიანის თქმით, საქართველოს მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში წვლილი შეიტანოს. "პრემიერ-მინისტრო, მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მშვიდობა სასარგებლოა არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამ...

როთი - „უცხოური აგენტების“ კანონ...

"უცხოური აგენტების" კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ, უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც როთი აღნიშნავს, "კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია". "ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია. მადლობა პროევროპული ერთგულებისთვის და შთამაგონებელი მუშაობისთვის. "უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ, უნდა გაუქმდეს", - წერს როთი X-ზე.

მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა დ...

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დადებით დინამიკას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი როლი შეასრულოს. „საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ კუთხით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკ...

საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს ა...

გორში ივანიშვილის განცხადება ყველაზე სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი და მოღალატეობრივი იყო,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის და "ამ განცხადებაზე ივანიშვილი პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბერს მიიღებს". “ივანიშვილის განცხადება გორში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე ამაზრზენი მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მან გააკეთა. რას ეუბნება ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს, მათ მეუღლეებს, დედებს, შვილებს, რომ მათ, ჩვენ ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე? საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწი...

კალაძე - რუსეთი ოკუპანტია, მაგრა...

ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას.  მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებაში ოკუპანტების მისამართით ბოდიშის მოხდაზე საუბარი არ ყოფილა. კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს გაერთიანებისკენ.  „ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ქადაგებთ და ახორციელებთ, უკვე მესამე დღეა. სწორედ ამას ქვია პოლიტიკური სპეკულაცია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ...

რატომ უნდა შევხვდეთ ადამიანს, რო...

მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა და არც ინტერესი გამაჩნია, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულნი და ყოველდღე მოსახლეობას ვხვდებით,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „გაუგებარია, რატომ უნდა შეხვდეს ადამიანს, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს". „ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა შეურაცხმყოფელი განცხადებებით ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მიმართ. მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობის საწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ. რატომ უნდა შევხვდეთ, ან რაზე უნდ...

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის...

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სომეხ კოლეგას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. "საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაშ...

გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა,- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილმა გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება.  "საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება.  ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ...

მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთ...

მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.   მდინარაძის განცხადებით, "მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს, მკვლელებს ასამართლებენ". "მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. სრული ლუსტრაციაა. (იხ. გარესამთავრობოებისა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების რეაქციები ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე).  "ნაცების" ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორ...

მისი განცხადება მტრის წისქვილზე ...

მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა,- ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას. როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივანიშვილმა "სცადა, საქართველოსთვის ღირსება აეყარა". "გუშინ, საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა; მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და სისხლი დავღვარეთ ჩვენი ძმების, როგორც მან თქვა, იყო ტყუილი მიმართული იქითკ...

არ ჰქონდა პოზიტიური ინიციატივა, ...

მას [ირაკლი კობახიძეს] არ ჰქონდა არანაირი პოზიტიური ინიციატივა, რომ ჩვენთვის ეთხოვა, ან ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ ისინი მართლაც დაინტერესებულები არიან ჩვენთან იმ პარტნიორობის გაგრძელებით, რაც გვქონდა,- ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც შაჰინი ამბობს, საქართველოში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან  შეხვედრის შემდეგ "ძალიან გაწბილებული" დარჩა. "აგვისტოში [თბილისში] დელეგაციაში მაიკლ ტერნერთან ერთად ვიყავი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკელი" წევრია. ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელია პალატაში. ასე რომ, ორპარტიული დელეგაციით ჩავედით [საქართველოში] და როდეს...

ათწლეულების მანძილზე საქართველოს...

ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს. როგორც ჰერჩინსკი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. "დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება. დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქ...

პრემიერი - როგორც კი უკრაინაში ო...

როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გორში, დასავლეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს მოხდება მომავალ წელს. „როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, ეს მოხდება მომავალ წელს, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი რწმენა",- განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე - საქართველოსთვის 14...

კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს გადაცემის საკითხზე. კალაძის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც „ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა". „საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის დიდი ბლეფი და სისულელე. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გახსოვთ...

ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ გვად...

"ქართული ოცნება" გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ამ წუთებში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ღონისძიება მართავს, სადაც საუბარი კვლავ შეეხო 14 მილიარდიან დახმარების საკითხს. "ქართული ოცნება", რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვადანაშაულებს, ახლა გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, ეს არის სიმართლე. სიმართლე ასევე არის ის, რომ ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი და ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის 14 მილიარდ 1...