ივანიშვილი - 2003 წლიდან საქართვ...

2003 წლიდან საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი, ტერორი, მკვლელობა, წამება, ბიზნესის რეკეტი ქვეყნის ყოველდღიურობა იყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში მიტაცებული იყო სახელმწიფო, მიმდინარეობდა ოპონენტების დევნა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება”. „2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი. ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიზნესის რეკეტი ქვეყნის ყ...

ღარიბაშვილი - 26 ოქტომბერს ქვეყა...

26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. "26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, არჩევანი ძალიან მარტივია, იქნება ომი ან მშვიდობა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფოტიგა ივანიშვილზე - დროა, ოლიგა...

დროა, ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ფოტიგას თქმით, სანდო ქართველი ექსპერტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის "რუსულ ფესვებზე მიუთითებენ". "სანდო ქართველი ექსპერტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის რუსულ ფესვებზე მიუთითებენ. დონორები ან პირდაპირ არიან კავშირში რუსეთთან, ან რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული. ისინი ასევე მჭიდრო კავშირში არიან ბიძინა ივანიშვილთან ან მისი ოჯახის წევრებთან. დროა, ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს",- წერს ფოტიგა.

თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, ...

მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ძალით ჩამოიყვანენ თბილისში,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთონ. „ივანიშვილი დღეს ათობით ათას საჯარო მოხელეს ჩამოიყვანს სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისში, პარტიული აქციის ჩასატარებლად, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პერსონალურად სააკაშვილი, რომელიც საჯარო მოხელეებს დაატარებდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დ...

კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებ...

 26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი პროევროპულ პარტიებს დაუჭირონ. „საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს შევხვდი და კიდევ ერთხელ პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპა. 26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა!  უკვე ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნება“ და მისი მოკავშირე სატელიტები - იაგო ხვიჩიას „გირჩი“, „ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგნი არიან. მოგიწოდებთ,...

გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწი...

გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველის თქმით, პოლიციელებს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან “ტანდემში მუშაობას აიძულებენ". “ჩვენ გვაქვს მატერიალურად მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიან განაწილებული თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში ჯარისკაცები, პოლიციელები, საპატრულო პოლიციისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები, თუ როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით და როგორ აიძულებენ მათ ტანდემში იმუშაონ სხვადა...

სააკაშვილი - დიდი უბედურება გვემ...

დიდი უბედურება გვემუქრება, თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი. სააკაშვილის განცხადებით, „საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია! „მეგობრებო, რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია!  ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ, დიდი უბედურება გვემუქრება, თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში. ჩვენ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ, არა მხოლოდ ქვეყანა მკვეთრად გაღარიბდება, არამედ ის საერთოდ აღარ გვექნება და რუსეთის ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებით. ამიტომ, დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმან...

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყები...

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 683 040-მდე ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 23 ოქტომბრის 06:00 საათისთვის ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით - 683 040; ​ტანკი - 9 088; ჯავშანტექნიკა - 18 229; საარტილერიო სისტემა - 19 674; სარაკეტო სისტემა - 1 234; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 981; თვითმფრინავი - 369; ვერტმფრენი - 329; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 17 489; საკრუიზო რაკეტა - 2 625;  გემი/ნავი/კატარღა - 28; წყალქვეშა ნავი - 1;  საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 27 217; ​სპეციალური აღჭურვილობა - 3 509. აღსანიშნ...

ზურაბიშვილი მოლდოვაზე და უკრაინა...

დარწმუნებული ვარ, სამივე ერთად შევალთ ევროკავშირში, ძალიან მალე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულასთან" ინტერვიუში უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთმა უკრაინასა და მოლდოვაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.​ "რუსეთი ვერაფერს აღწევს დღევანდელ დღეს. უკრაინაში ვერ აღწევს თავის მიზანს, კი გრძელდება [ომი], საშინელი, ტრაგიკული მომენტია უკრაინაში 2 წელია და მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს იმის მიუხედავად, რომ ითვლებოდა, რომ რუსეთის ჯარი ყველაზე ძლიერი ჯარი იყო. მოლდოვაში რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, იმის მიუხედავად, რომ დაიხარჯა ძალიან დიდი ფული და მე ველაპარაკე რამდენიმე კვირი...

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს შ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სალომე ზურაბიშვილი თინა ბოკუჩავა...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ თინა ბოკუჩავასა და “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, “ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დაცული იქნება. "ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული… პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარება...

პრემიერი - გახარიას დანაშაულები ...

ხელისგულზე დევს გახარიას დანაშაულები. ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე, დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთვის „ეპითეტი გარეწარიც კი ძალიან რბილი შეფასებაა“. „კიდევ ერთხელ შემიძლია, ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები, მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო. მეორე იყო პანკისი, სადაც ზუსტად იგივე მოხდა. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია, გახსოვთ, ...

პრემიერი - უკვე შეთანხმებულია ივ...

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად შედგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, აღნიშნული შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობს. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე არის შეთანხმებული ეს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რომელიც არჩევნების დასრულებისთან...

პრემიერი - ივანიშვილმა საზოგადოე...

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ინტერვიუ იყო ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო“. „იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენად ყველა თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფე...

გივი მიქანაძე - ცესკოში რეგისტრი...

ცესკოში რეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 53, ანუ ნახევარზე მეტი (52%), ეწევა „ქართული ოცნების" საწინააღმდეგო საქმიანობას,- ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძე განაცხადა. როგორც მიქანაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი „მიკერძოებული იქნება და ობიექტურობასთან საერთო არაფერი ექნება “. „დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაშ...

„ოცნების“ ხელისუფლების პირობებში...

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, “ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი (6%)“. “ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა, ხოლო საშუალო ხელფასი სამჯერ - 2005 ლარამდე - გაიზარდა. 2028 წელს საშუალო ხელფასი 3500 ლარი იქნება. ოთხ წელიწადში კი უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბ...

ივანიშვილი დასრულებულია - მას ვა...

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა,- ასე ეხმაურება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. მისი თქმით, “ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, მარცხდება ამ არჩევნებში და ერთადერთი რასაც ნერვიულობს არის ის, რომ დიდძალ ქონებას კარგავს“. “ბატონო ბიძინა თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ წაგებული გაქვთ ეს არჩევნები. გუშინდელი მთელი თქვენი საუბარი იმის მტკიცებულებაა, რომ თქვენ მარცხდებით და რაც უფრო ადრე...

ევროკავშირის ელჩი - გთხოვთ, მიდი...

გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკაშვირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები „ისტორიულ მინიმუმზეა“. „გულწრფელად გეტყვით, ოთხ დღეში შესაძლებლობა გექნებათ, წახვიდეთ და თქვენი მომავალი მთავრობა აირჩიოთ. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს. ორი დღის წინ, თბილისში ბედნიერების, სიხარულის დღე ვნახეთ - ახალგაზრდები ...

ანა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვ...

ივანიშვილი არის წარსული. „ძლიერი საქართველო“ არის წარსულის რეალური ალტერნატივა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და მას „სუსტი და შეშინებული კაცი“ უწოდა. „გუშინ ვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული... ჩვენ, „ძლიერი საქართველო“, არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე ...

ივანიშვილის თქმით, არჩევნების შე...

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად, აუცილებლად მოვახერხებთ, უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი, რამაც გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“. ...