კახა კალაძე - ყოველგვარი ძალადობ...

რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.  კალაძის თქმით, პოლიტიკოსები „ამ ყველაფერს" უნდა გაემიჯნონ. „რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, ბულინგი, მაგრამ ნახეთ აქ რა მდგომარეობაა: როდესაც მაგალითად, „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, რომ დააბულინგონ (რაც კატეგორიულად მიუღებელია), როდესაც მ...

მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნე...

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შამდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. სააკაშვილის განცხადებით, არჩევნები დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ უნდა ჩაატაროს. "ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება: შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შამდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა. არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე არჩევნე...

ნაუსედა - საქართველოს ინტეგრაცია...

საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შესაძლოა დეგრადაციაც კი დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უკან გაწვევა სამოქალაქო საზოგადოებას გულს დაწყვეტს. "კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიცირო, რაც საქართველოს უკან დაწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დაწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს. ეს [კანონი] საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყვ...

ვლადიმერ პუტინმა ქართველ ხალხს გ...

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უცხო სახელმწიფოების ლიდერებსა და ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით" მილოცვები გაეგზავნათ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) ქვეყნების, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეჟიმების ლიდერებსაც. მილოცვის სიაში არ არის უკრაინა. ვლადიმერ პუტინმა "გამოთქვა რწმენა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობის კავშირები დარჩება საიმედო საფუძველი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობები...

„არა რუსულ რეჟიმს“ - პარლამენტთა...

„არა რუსულ რეჟიმს“ - ამ ლოზუნგით დღეს, 8 მაისს პარლამენტთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. „დაფიონის" ცნობით, აქცია 20:00 საათზე დაიწყება. „მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეთ აქციებს 8 მაისს. ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 8 საათზე, შემდგომ კი ისევ გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა კანონის სრული დაცვით! დღევანდელი მსველობისთვის გიმზადებთ სიურპრიზს, დღეს უფრო მკაფიოდ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას და ყველგან! ყოველდღე უფრო ბევრნი და ერთიანი უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ერთიან ერს ვერავინ მოერევა! საქართველო ჩვენია და მის დასაცვად ჩვენი ერთი...

ეროვნული პლატფორმა - ვგმობთ სამო...

საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოითხოვს რეაგირებას! - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. პლატფორმა ხელისუფლებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვლენების დროულ და ყოველმხრივ გამოძიებისკენ მოუწოდებს. “საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს. შემაშფოთებელია სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე, მათ შორის, მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე, ინფორმაციის თავისუფლ...

არასამთავრობოები - OGP მოუწოდებს...

"ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. როგორც ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, OGP-ის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. "ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა არა მხოლოდ "რუსული კანონის“ მხარდაჭე...

ლევან ბეჟაშვილი - პაპუაშვილის გა...

შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის „ქართული ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ" მონაცემთა ბაზის შექმნაზე „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას. ბეჟაშვილის განცხადებით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც „მთავარი მოძალადე სახელმწიფოა". „შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის „ქართული ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ. მაშინ, როდესაც დღეს მთავარი მოძალადე არის სახელმწიფო, როდესაც ...

ე.წ. რეესტრის შექმნა ემსახურება ...

ე.წ. რეესტრის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება,- ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელი რომან გოცირიძე "ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ" მონაცემთა ბაზის შექმნაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას. როგორც გოცირიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ეს წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომაა". "ე.წ. არაკეთლსაიმედო ადამიანების ბაზა იყო საბჭოთა კავშირში და მოჰყვებოდა რეპრესიები და ამ ადამიანების გაციმბირება. ასეთი ბაზა არსებობდა ფაშისტური გერმანიის დროს, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ...

პაატა მანჯგალაძე - მოძალადეების ...

მოძალადეების სიის გაკეთება უნდა დაიწყოს "ქართული ოცნებიდან",- ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე "ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ" მონაცემთა ბაზის შექმნაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას. როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ეს სტიგმატიზების მცდელობაა". "ეს არის სტიგმატიზების მცდელობა, რომ ვიღაცას მოერიდოს მერე და თქვას, რომ აი, აქციაზე თუ გავალ, პაპუაშვილი სიაში შემიყვანს... მოძალადეების სიის გაკეთება უნდა დაიწყოს "ქართული ოცნებიდან". "ქართული ოცნება" არის მთავარი მოძალადე, რომელიც ძალადობს ქართველი ხალხის ნებაზე... ჯერ &q...

შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელ...

ევროპის სახელით, ჩვენ ქართველი და ასევე, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გვიკრძალავს ფიქრს, აზროვნებას, განსჯას, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, "მიდის აბსოლუტური ტვინის გამორეცხვის მეთოდით მუშაობა, დაბრენდვა კანონისა და დისკუსიის აკრძალვა". "მიდის აბსოლუტური ტვინის გამორეცხვის მეთოდით მუშაობა, დაბრენდვა კანონისა და დისკუსიის აკრძალვა. სინამდვილეში, ევროპის სახელით, ჩვენ ქართველი და ასევე, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გვიკრძალავს ...

პაპუაშვილი - ვიწყებთ მონაცემთა ბ...

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, მონაცემთა ბაზა სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება. "2012 წლიდან, მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის უფლება საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, რა...

როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კა...

თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. აღნიშნული განცხადებით, როიტენი ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის დაწერილ მიმართვას გამოეხმაურა.  "ვწუხვარ, რომ საქართველოში სიტუაცია აქამდე მივიდა. "ქართული ოცნების" ანტიევროპული დარბევა არჩევანს არ გვიტოვებს. თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა. ეს არის ბატონი ივანიშვილის არჩევანი", - წერს როიტენი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზ...

ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირთა...

სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სომხეთი სუვერენული ქვეყანაა და ამის საფუძველზე აპირებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. „ჩვენ არ გვეკითხებიან, როცა ურთიერთობას აუმჯობესებენ, მაშინაც კი, როცა ეს ჩვენი ინტერესების ხარჯზე ხდება. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მსჯელობისთვის, დიალოგისთვის, მაგრამ ნებართვას არ ვითხოვთ იმასთან დაკავშირებით, ვისთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები“, - განაცხადა ფაშინიანმა.

როთი - 13-15 მაისს ევროპის ნამდვ...

13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს . როთის თქმით, მასთან ერთად თბილისს EU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან. "13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები EU-ის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას," - წერს როთი X-ზე.

კრამონი - არ შეიძლება ევროკავშირ...

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარების მიერ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისთვის მიმართვას გამოეხმაურა. როგორც კრამონი აღნიშნავს, “არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს”. "ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში ნათლად თქვა და ამ წერილშიც ამბობს: "ქართული ოცნების" რუსული კანონი, ძალადობა მომიტინგეებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე”, - წერს კრამონი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს იოჰან ფორსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. "საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინ...

სტანო - ნებისმიერ გადაწყვეტილება...

ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა. სტანოს კითხვა დაუსვეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია კანდიდატის სტატუსის შეჩერება ტექნიკურად და ვის შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება. „პირველ ყოვლისა, როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სხვა პარტნიორების წერილებზე. რაც შეეხება პროცედურებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, მიიღება ევროკავშირის წევრების მიერ ერთსულოვნად. სხვა სი...

ევროპარლამენტარები ბორელს საქართ...

ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს. შესაბამის წერილს ევროდეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე არადემოკრატიულმა ქმედებებმა, კერძოდ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკ...

ანრი ოხანაშვილი - „გამჭვირვალობი...

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მე-3 მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილება. ოხანაშვილის განცხადებით, 10 მაისს კი, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მე-2 მოსმენით განხილვა იგეგმება. „პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებ...