თინა ბოკუჩავა - იმედი მაქვს, ბატ...

იმედი მაქვს, რომ ბატონი ბერსეს მხრიდან იქნება საჯარო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით არის ჩამოსული ეს დელეგაცია საქართველოში,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დელეგაციის ვიზიტი არჩევნების ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ეხება. „ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას, ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას... ეს არის ევროსაბჭო, რომლის წევრიც საქართველო არის 25 წელიწადია და ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეაფასონ ეს მდგომარეობა, პირადად ნახონ უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ივანიშვილის რეპრესიებმა გამოიღო. ი...

პოლიტპატიმრების გარეშე ევროსაბჭო...

კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებს. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, „პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია“. „გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.  1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს. 2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უუფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.  ...

ჰელსინკის კომისია - „ქართული ოცნ...

"ქართული ოცნება" ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს,- ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" ხალხს მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურება". "ქართული ოცნება" ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს და მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურება. ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას. ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობა...

პატელი - როგორც ენტონი ბლინკენმა...

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში,- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. როგორც პატელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით ზომებს ამზადებს, მათ შორის, სანქციებს, "რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის". "ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმაოდ დიდი სამოქმედო არეალი აქვს. ჩემი თვალსაზრისით, ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. საბოლოოდ, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ადრე განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომ...

იუკნევიჩიენე - ზურაბიშვილი „თბილ...

სალომე ზურაბიშვილი “თბილისის შვიდეულს" შეხვდა - კავშირი, რომელიც გასული კვირის თბილისში ვიზიტის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც იუკნევიჩიენე აღნიშნავს, ისინი ქართველი ხალხის მხარდაჭერაში ერთგულნი არიან. “დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო ევროპარლამენტში. დღის წესრიგის იშვიათი დამატება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოხერხდა! მისი სიტყვის შემდეგ, ის "თბილისის შვიდეულს" შეხვდა - კავშირი, რომელიც გასული კვირის თბილისში ვიზიტის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ. ერთად ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერაში”,- წერს იუკნევიჩიენე X-ზე.

ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" "ქართული ოცნების“"პრესსამსახურში დაუდასტურეს. მანამდე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და ალენ ბერსემ ამ დროისთვის უცნობია.

პროტესტის 21-ე დღე დედაქალაქში -...

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ადამიანები არიან შეკრებილები. საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს. რაც შეეხება საპოლიციო მობილიზებას, ისინი მცირე რაოდენობით არიან ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე. შეგახსენებთ, დედაქალაქი და სხვა ქალაქები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საზოგადოებისთვის  „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

სააკაშვილი - ევროპარლამენტში პრე...

მე დადებითად ვაფასებ ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც სააკაშვილი წერს, "საქართველოს პროდასავლური კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო". "მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში. თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს. ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული ჰქონდა პროდასავლური კურს...

გერმანიის მთავრობის კოორდინატორი...

გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები,- ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგენერმა განაცხადა, მის განცხადებას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ რობინ ვაგენერმა დღეს, საქართველოში ვიზიტის დასასრულს განაცხადა. "საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და უფრო და უფრო ავტოკრატულად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეპრესიები ძალადობრივად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩვენ იმ ქართველების გვერდით ვდგავართ, ...

ესტონეთის საგარეო - ესპანეთის, რ...

ესტონეთი აფასებს ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე წერს და საქართველოს მთავრობის განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ესპანეთმა, რუმინეთმა და იტალიამ უარყვეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშული, ესტონეთი საქართველოს დემოკრატიას მხარს უჭერს. "ესტონეთი აფასებს ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რადგან [ისინი] დგანან და აჩვენებენ მსოფლიოს, მაგრამ რაც მთავარია, ქართველ ხალხს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი [საქართველოს] მთავრობა ავრცელებს, არ აქვს მყარი საფუძველი. ესტონეთი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში",- ნათქვამია გ...

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა. სალომე ზურაბიშვილი შეხვედრის ფოტოებს სოციალურ ქსელ Instagram-ზე ავრცელებს. პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და ევროპარლამენტარებთან, რომლებიც საქართველოს შესახებ საპარლამენტო მუშაობას ხელმძღვანელობენ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა და ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალენ ბერსეს ვიზიტის მნიშვნელობას და ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. „ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანა...

საქართველოში რუსული სახელმწიფოს ...

საქართველოში რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ეტაპობრივად, მაგრამ ნათლად მიმდინარეობს - ყველა ინსტიტუცია ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ გადავიდა,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოში არჩევნების დროს 2 პრინციპი: საყოველთაობა და ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი დაირღვა. „საქართველოში რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მიმდინარეობს ეტაპობრივად, მაგრამ ნათლად. ყველა ინსტიტუცია გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ: პარლამენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ანტიკორუფციული ბიურო, საპენსიო ფონდი, ონლის რეფორმირებაც მიდის, სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის კონ...

პრემიერი - იმედი გვაქვს, მომავალ...

უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან“. „უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლო...

ჩვენი მთავრობის უფლებამოსილების ...

ჩვენი მთავრობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, საქართველოს მთავრობას დამატებით სანქციებს დავუწესებთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, მათ 100-ზე მეტ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები იყვნენ ქართული დემოკრატიის შელახვაში სავიზო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. „ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები 100-ზე მეტ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ან თანამონაწილეები იყვნენ ქართული დემოკრატიის შელახვაში და შევაჩერეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი. ასე რომ, საპასუხოდ ერთგვარ კითხვაზე, თუ რას დასჭირდა ამდენი დრო, არ არის ისე, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით მთელი ამ ხ...

ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე...

ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტს ეხმაურება. როგორც ლექსმანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს,  ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია. „არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, - წერს ლექსმანი. შეგახსენებთ, გუშინ, 17 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  სტრასბურგში ჩავიდა. დღეს  სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და  ევროპარლამენტარებს მიმართავს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივან...

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე თბილისში ოფიციალურ ვიზიტს დღეს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს. ევროპის საბჭოს ცნობით, გენერალურ მდივანთან ერთად თბილისში ჩამოვა გენერალური დირექტორი ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებში, ასევე, გენერალური დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების მიმართულებით. „სტრასბურგი, 2024 წლის 17 დეკემბერი - 18 დეკემბერს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩავა. ვიზიტისას გენერალურ მდივანს თან ახლდებიან ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები. ვიზიტი იმართე...

მალგოჟეტა გოშევსკა - ეს მთავრობა...

ეს მთავრობა უბიძგებს საქართველოს პირდაპირ რუსეთისკენ და აუარესებს ურთიერთობებს ევროკავშირთან,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მალგოჟეტა გოშევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მალგოჟეტა გოშევსკამ აღნიშნა, ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან. "ეს მთავრობა უბიძგებს საქართველოს პირდაპირ რუსეთისკენ და აუარესებს ურთიერთობებს ევროკავშირთან. ქართველი დემონსტრანტები გამოდიან სლოგანით - გაიღვიძე საქართველო და ჩვენ გამოვდივართ სლოგანით - გაიღვიძე ევროპა და დადექი დემონსტრანტების გვერდით. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე და რას ველოდებით? იმას, რომ სისხლი დაიღვრება? ან პრეზიდენტი ზურაბიშვილი ციხ...

ლუაზო - „ქართული ოცნება“ მუდმივა...

არჩევნები მოპარული იქნა, ის გაყალბდა და მათი მომავალიც მოპარული იქნა - მათი ოცნებაც მოპარული იქნა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  როგორც ლუაზომ განაცხადა, "ქართული ოცნება" მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპულია და არ არის რუსეთი, თუმცა ლუაზოს თქმით, ის ამას ვერ ხედავს. "ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ დავყრუვდით და არ გვესმის, რას ამბობენ დემონსტრანტები საქართველოში უკვე მერამდენე დღეა? არჩევნები მოპარული იქნა, ის გაყალბდა და მათი მომავალიც მოპარული იქნა - მათი ოცნებაც მოპარული იქნა. "ქართული ოცნება" მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპულია დ...

იუსტიციის სამინისტრო - ხელისუფლე...

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზე...