რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების...

მოსკოვმა, უახლოეს მომავალში, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ევროსაბჭოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს „ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე“, დავალიანების დარიცხულ პროცენტებთან ერთად, ევროსაბჭოს საბანკო ანგარიშზე. CMCE მიუთითებს, რომ რუსეთი დათანხმდა შესაბამის ურთ...

თაკო ჩარკვიანი - პიპინ-პიპინით ბ...

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქციები არ მოსწონს და კარავის, ლეიბისა და მოსახურის გარდა, ატრიბუტიკა მებრძოლს ქუჩაში არ გააჩნია. „ადამიანებმა უნდა დაინახონ რაღაც. პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა. არ მომწონს „ნაციონალურ მოძრაობის“ აქციები. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი მინდა გითხრათ, რომ ჩემ აზრზეა. ნიკა მელიამ თქვა, რომ მე მაქვს გეგმა. მე ეს ვიწვნიე 10-ში, როდესაც მთელი არსებით მოვინდომე. იმ ათში მინდოდა იქ დარჩენ. ამას ღლიცინი არ სჭირდებოდა, რადგან დისიდენტები ასე აკეთებდნენ. დიახ, კარავის, ლეიბისა და მოსახურის გარდა, ატრიბუტიკა მებრძოლს ...

„ემპათია” - ციხეთა სისტემაში მიხ...

ცენტრი „ემპათია“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ემპათია" ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსებას მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ამასთან, ექიმთა ჯგუფის მიერ, სააკაშვილის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც ნეიროლეფსიური სინდრომი, რომელიც  წამებითა და არაადამიანურ მოპყრობით გამოვლინდა. „ცენტრ „ემპათიას“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, მხოლოდ 18 ნოემბერს მიეცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობის საშუალება გლდანის მე - 18 პენტიტენციურ დაწესებულებაში, ისეც ფაქტობრივი შეზღუდ...

ადვოკატი სააკაშვილისთვის დანიშნუ...

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა ადვოკატებს არ გვქონდა. - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ემპათიის“ ხელმძღვანელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები ეძლეოდა. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ, თუ ექნებათ საფუძველი ამის გამო გამოძიების დაწყება მოითხოვონ, ამას აუცილებლად გააკეთებენ და სტრასბურგის სასამართლოშიც გამოიყენებენ.  "ჩვენ სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა, ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვაქვს ამაზე განცხადება დაწერილი, პასუხი ამაზე სამწუხაროდ არ მიგვიღია, ამიტომ სრული წვდომა არ გვქონდა. პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილისა, ბატონი ნიკა ყიფშიძე, პირველი...

მიხეილ სააკაშვილი: მინდა ვუთხრა ...

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს ეხმაურება.  როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ამ ეტაპზე, ექიმები მისი გადაყვანის წინააღმდეგები არიან.  "ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.  ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუ...

გიული ალასანია სააკაშვილზე - ძალ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო დატოვოს, ქართველი ხალხის აქტიურობაა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ძალიან გადაღლილია. "არის ძალიან გადაღლილი ადამიანი, არის სუსტად საკმაოდ და როგორ უნდა იყოს ეხლა, წარმოიდგინეთ. ამდენი დღე გავიდა და რა? რა შეიცვალა?! ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს თავიდან ბოლომდე, გამოდის, ლაპარაკობს, შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს? მხოლოდ აქტიურობის გზით შესაძლებელია რაღაც შედეგის მიღება. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ, უნ...

EU-ს საგარეო ქმედებათა სამსახური...

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა "ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე უვადო ვადით დაამტკიცა. მსგავსი დანიშვნები, რომლებიც წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე გაკეთდა, არ შეესაბამება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება ამბიციური სასამართლო რეფორმის რეფორმის ვალდებულებას, რომელიც საქართველოს ლიდერებმა მიმდინარე წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შ...

კელი დეგნანი - ერთპარტიული მმართ...

ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს,- აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, იყო ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში და 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში. "ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრონციპს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომ დაბალი ბარიერი იქნებოდა პოზიტი...

მიხეილ სააკაშვილი - სანდრას რატო...

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მის ყოფილ მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდა გენერალური ანსაბლეის სესიაზე, რა დროსაც სანდრას აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და ნიუ-იორკ ჰოსპიტალში გაუკეთდა ოპერაცია, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდა. „მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სანდარას უამრავი ხარჯი აქვს, ბავშვების საჩუქრები, საწოლის ყიდვა და უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია. სიამოივნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, რად...

მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ითხო...

დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს, ის არ მოყოლილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და თურქ სელჩუკების სასამართლოს წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებასთან მას ბევრი აქვს სალაპარაკო, თუმცა ეს არ ეხება უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლებს. „ბევრი მოთხოვნა იყო, წინა ჩემს გამოსვლაში რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და მეტი სინანული. ვინც სინანულისკენ მომიწოდებდა, როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს დაახლოებით ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცეს...

მიხეილ სააკაშვილი - მე, როგორც უ...

დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე და პროცესი დაიწყო 40 წუთის დაგვიანებით, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამრთლოს მოუწოდებს, რომ სხდომაზე თავის დროზე მიიყვანონ და ყველა გამოცხადდეს ადგილზე. ესქპრეზიდენტის განცხადებით, ფუჭად ხარჯვის დრო არ აქვს, რადგან უმაღლესი თანამდებობის პირია უკრაინაში და აქტიური პოლიტიკოსი საქართველოში. "თქვენ ხედავთ რომ ივანიშვილს ეშინია იმის, რომ მე ველაპარაკო ჩვენს საზოგადოება  და აინსტრუქტირებს თავის არსებებს, რომ არ მალაპარკონ. მე მინდა ვთქვა, რომ ამ სასამრთლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე და პროცესი დაიწყო 40 წუთის დაგვიანებით და თქვენ გეტყობათ ბევრი დრო გაქვთ, მაგრამ მე არ მაქვს დიდი დრო, მე ვარ უმა...

გია ვოლსკი - სააკაშვილის მიერ ჩვ...

საფრანგეთის ყოფილი პრემიერი 300 ათასი ევროს არამიზნობრივი დახარჯვისთვის გაასამართლეს და სააკაშვილის მიერ რამდენიმე მილიონია ისე დახარჯული, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს.  - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი, ამბობს რომ ის მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარს ვერ უწოდებს, რადგან გადასახაებიდან ბევრი ხარჯია, რომელიც არანაირ კრიტერიუმს არ შეესაბამება. „საფრანგეთის ყოფილი პრემიერი 300 ათასი ევროს არამიზნობრივი დახარჯვისთვის გაასამართლეს და სააკაშვილის მიერ რამდენიმე მილიონია ისე დახარჯული, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს ვერ ვუწოდებდი. ჩვენი გადასახადების გადახ...

სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმე...

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ექსპრეზიდენტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში ესკორტის თანხლებით გადმოიყვანეს.  ე.წ პიჯაკების საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს. პროცესის პარალელურად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი. ცნობისთვის, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. პროკურატურის განცხადებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიო...

გიული ალასანია - კაჩინსკისთვის ...

ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით,- ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ე.წ პიჯაკების საქმეს, რომელის სასამართლო პროცესიც დღეს იმართება.  გიული ალასანიას თქმით,  ყველა თანამდებობის პირს ეკუთვნის რომ ჰქონდეს რაღაც ხარჯი.  „ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა თანამდებობის პირს ეკუთვნის რომ ჰქონდეს რაღაც ხარჯი, რომელსაც ახარჯავს ამ საქმიანობას. ფაქტობრივად, რაზეა საუბარი, კაჩინსკისთვის მიტანი ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველისთვის მირთმეულ ყვავილებზე, ასეთ რაღაცეებზე არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გიული ალასანიამ. ცნობისთვის, დღეს, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ე.წ პიჯაკების საქმეზე...

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ს...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები, დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან და მორიგ აქციას გამართავენ. საპროტეტსო აქცია ექს-პრეზიდენტის სასამართლო სხდომის პარალელურად, 11:00 საათზე დაიწყება. ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.  ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ...

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ ს...

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ესკორტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაახლოებით ცოტახნის წინ დატოვა და უკვე სასამართლოს ეზოში შევიდა. სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

მიხეილ სააკაშვილი: მივმართავ სას...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს მიმართავს თხოვნით, რომ ხვალ, ე.წ პიჯაკების საქმის პროცესზე, ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტი დაუშვან.  როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მას სურს მედიის წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახონ "ისტორიულად სამარცხვინო პროცესი". "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება."- წერს სააკაშვი...

მიხეილ სააკაშვილის დედა - ვფიქრო...

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი განწყობილია, რომ ხვალინდელ სასამართლოს დაესწროს და ამისთვის ემზადება კიდეც. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტი ძირითადად ზის: საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, თუმცა ემზადება, რათა ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.  ამის შესახებ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო და საზოგადოებაში შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს. "დიდი განსხვავება ვერ შევატყვე. სუსტად არის, ძირითადად ზის. ეს ფერმენტები რაც გამოაცხადეს, როგო...

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან პირ...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნებს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ომი ვერ შეჩერდება. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში განაცხადა. „სიმართლე უნდა ვთქვათ. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ და ახლა ეს ყველამ გააცნობიერა. ყველა გარე პარტნიორი და ზოგიერთი შიგნით ამას არ აღიარებს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ვიცით, რომ ძლიერი არმია გვყავს და არ გვეშინია ახლა ერთმანეთისთვის სიმართლის თქმის. თუ ჩვენ გვინდა დონბასის დაბრუნება, მაშინ მოდით ეს გავაკეთოთ და თუ გვინდა, უბრალოდ ვიაროთ და ვისაუბროთ ამაზე, მაშინ არაფერი გავაკეთოთ“, -  განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ა...

ორ დღიანი წინასწარი პატიმრობის შ...

ორ დღიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატის განცხადებით, ბრალი უსაფუძვლოა, რადგან მათ აქვთ უწყვეტი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ უგულავას კანონდარღვევა არ ჩაუდენია. ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაიჭირეს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილმა განაცხადა, გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმ...