ბადრი ჯაფარიძე - პრემიერმა ღარი...

ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო, ასე გამოეხმაურა პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.  მისივე თქმით,ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება,რომ თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75,არის ტყუილი,ამასთან ერთად მან განაცხადა,რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისთვის 50 მილიონი ევროს გარანტიას,იმ შემთხვევაში თუ კი სახელმწიფო და ინვესტორებიც უზრუნველყოფდნენ 50 მილიონს,ამაზე ინვესტორებმა თანხმობა მისცეს,ხოლო ხელისუფლებამ უ...

პრემიერი - ომის და სიკვდილის პარ...

უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.  ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ორი წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც სერიოზული პროგრესია.  "ეს სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, არავის არ ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ. ომის და სიკვდილის პარტიამ. მე  ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ზედიზედ ორი წელია უკვე", - განაცხადა ღ...

კალაძე - რუსეთთან პირდაპირ ფრენე...

თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს. დედაქალაქის მთავრობის მეთაურის განცხადებით, იმ ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა, რომლებსაც რუსეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება არ მოსწონთ, პრობლემას არ წარმოადგენს. "რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლ...

კალაძე სააკაშვილზე - ისტორიაში შ...

სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პატიმრების ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს და გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია. „რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობას ამაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს. რათქმა უნდა გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია. საერთოდ პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან ვართ გარკვეულ თანამდებობებზე და სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, ...

მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ - დ...

 რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დავითულიანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ვერ ასახელებენ ვერც ერთ მძიმე დაავადებას, რის გამოც აუცილებელია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება. "ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნია. ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია. რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა, მესმის. არ უნდ...

ენმ-ის შიდა არჩევნების ჩატარების...

პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. როგორც ნაყოფიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პარტიის თავმჯდომარეს ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.   "ორი პროექტი იყო შემოტანილი. ერთი გულისხმობდა "ფეისბუქით" კენჭისყრას, ხოლო მეორე ბლოკჩეინის პლატფორმაზე. ორივე მხარემ მხარი დაუჭირა ბლოკჩეინს. ეს გადაწყვეტილება 69 ხმა 1-ის წინააღმდეგ მიიღეს. საუბარი იყო ბევრ დეტალზე, მათ შორის თუ როდის უნდა შეწყდეს კანდიდატთა რეგისტრაცია. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე. ჩა...

რუსეთის საგარეო უწყება საქართველ...

რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა. როგორც გონჩარმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას თქვა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება. "რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება - თბილისში არსებული პირობები ცნობილია - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ...

ხაბეიშვილი - უმნიშვნელოვანესია ს...

სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი ერთობის შენარჩუნებაა. "საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რამე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათს, ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომ რამე პ...

ზელენსკი - რუსეთის არმიამ ბახმუტ...

რუსეთის არმიამ ბახმუტი გადამწვარ ნანგრევებად აქცია. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით,უკრაინის აღმოსავლეთის მთავარ რაიონებში სიტუაცია ძალიან მძიმეა,მიწაზე არ არის დარჩენილი ადგილი,რომელიც არ არის დაზიანებული ჭურვებითა და ხანძრით. "დონბასის საკვანძო რაიონებში - ბახმუტში, სოლედარში, მერიინკაში, კრემინაში ფრონტზე მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ტერიტორიების მიწაზე დიდი ხნის განმავლობაში არ არის დარჩენილი საცხოვრებელი ადგილი - ჭურვებითა და ხანძრით დაუზიანებელი. ოკუპანტები ფაქტობრივად. გაანადგურა ბახმუტი - კიდევ ერთი ქალაქი დონბასი, რომელიც რუსეთის არმიამ გადამწვარი ნანგრევებად აქცია“, - განაცხადა ზელენსკიმ 

რიში სუნაკი - ლონდონი კიევს საზე...

პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დღეს შუადღისას ესაუბრა. ლიდერებმა განიხილეს რუსული თავდასხმების ახალი ტალღა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას დაჰპირდა , რომ ლონდონი კიევს საზენიტო დანადგარებითა და მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის რაკეტებით უახლოეს კვირებში მიაწვდის.

შმიგალი - უკრაინაში ამ ზამთარს ე...

დაზიანებულია ქვეყანაში არსებული ყველა თბოსადგური და ჰიდროელექტროსადგური. სხვადასხვა ხარისხით დაზიანებულია მაღალი ძაბვის ქსელის 40%. ამიტომ რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები კვლავ მნიშვნელოვანია. განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგელმა. დენის შმიგალის თქმით, ქვეყნის ენერგოსისტემაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება. „დაზიანებულია ქვეყანაში არსებული ყველა თბოსადგური და ჰიდროელექტროსადგური. სხვადასხვა ხარისხით დაზიანებულია მაღალი ძაბვის ქსელის 40%. ამიტომ რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები კვლავ მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი ღონისძიებაა ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დაბალანსებულ...

იონათამიშვილი - სააკაშვილი პრივი...

ჩვენი ხელისუფლება თითოეული პატიმრის უფლებას არათუ მაღალი სტანდარტით იცავს, არამედ, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის, - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით,ეროვნულ დონეზე და სტარსბურგის სასამართლოსთვის კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს და მსგავს საკითხზე პოლიტიკოსები განცხადებას არ უნდა აკეთებდნენ, და არ უნდა ხდებოდეს თემის პოლიტიზირება,ვინაიდან ეს არის სამართლებრივი საქმე და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს. "ჩვენი ხელისუფლება თითოეული პატიმრის უფლებას არათუ მაღალი სტანდარტით იცავს, არამედ, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის. ამ მხრივ...

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ომის დასრუ...

თუ რუსებს სურთ ომის შეჩერება, პუტინს ამის გაკეთება დღესვე შეუძლია. ასე გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი უკრაინაში,ბრიჯიტ ბრინკი რუსეთის მასობრივ თავდასხმებს უკრაინაში. მისივე თქმით,პუტინს შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები,გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და ომი ამით დასრულდება. "თუ რუსებს სურთ ომის შეჩერება, პუტინს ამის გაკეთება დღესვე შეუძლია. მას შეუძლია შეაჩეროს, გაიყვანოს თავისი ჯარები და ომი დასრულდება. თქვენი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მხარდაჭერა და უკრაინელების დაცვის უფლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა აშშ-ს ელჩმა უკრაინაში.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილები...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. „როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცილობდა, ყველ...

ჩარკვიანი - ჩვენი ეროვნული სირცხ...

ფსკერზე ისე არ უნდა დავეშვათ, რომ სააკაშვილი შემოგვაკვდეს - ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. ჩარკვიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი პატიმარია. "მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის ერთგვარი ვაჭრობა - კი ბატონო, მთავარია, სამშობლოთი არ ივაჭრონ; მთავარია, ჩვენი ქვეყნით არ ივაჭრონ. უშუალო კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან ჩვენი ქვეყანა იმიტომ, რომ სააკაშვილის ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონდა, რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტი რომ იყო, ამას ხომ ვერავინ წაუვა, ეს ჭეშმარიტებაა. და თუ პუტინთან დაპირისპირებული პრეზიდენტია და საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიე...

ხაბეიშვილი - პუტინის ნომერ პირვე...

პოლიტიკურმა ლიდერებმა თეთრი ხალათი ჩაიცვეს და თქვეს, რომ ჩვენ ვიცით, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი, არადა დასკვნები წაკითხულიც კი არ ექნებათ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი მტერი ციხეში არ უნდა კვდებოდეს. "უამრავი შეფასება და მტკიცებულებაა, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. კარგად უნდა გაიგოს საზოგადოებამ, როცა ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური დოვლათი გვინდა, გვინდა ქვეყნიდან ხალხი არ გარბოდეს. და თუ ევროკავშირში გვინდა, იქ პრეზიდენტებს წამებით არ კლავენ და ჯანდაცვის უფლების გარეშ...

კობახიძე - აღარ გავაკეთებ არცერთ...

"აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით" - ამის შესახებ"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს.  მისივე თქმით,ამის გამომწვევი მიზეზი არის ის რომ,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისმდგომარეობის პოლიტიზირება ხდება,რაც არასწორია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზოგადად, ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაცარასწორია. აქედან გამომდინარე, მე პირდაპირ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ბოლოკომენტარი რასაც ვაკეთებ სააკაშვილთან დაკავშირებით. დანარჩენი უნდა გადაწყდესსამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ შეიძლება მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური კამპანიისთვის, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებსქირაობენ ამისათვის....

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრ...

ნარკოტიკების შემოტანისთვის რუსეთში მსჯავრდებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი რუს ვიქტორ ბუტზე გაცვალეს, რომელსაც აშშ-ში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის (12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადა). ამის შესახებ CNN, BBC და სხვა მედია იუწყება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაუდასტურა TASS-ს, რომ ბუტი ქვეყანაში დაბრუნდა. გაცვლის პროცედურა აბუ დაბის აეროპორტში გაიმართა. ბუტიც და გრეინერიც შეიწყალეს გაცვლამდე, მათ არ მოუწევთ სასჯელის დარჩენილი ნაწილი სამშობლოში მოიხადონ, განუცხადა TASS-ს ივან მელნიკოვმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის რუსეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე ესაუბრა გრინე...

მდინარაძე - 2008 წლის ომში საქარ...

ვიღაცას თუ კონტექსტურად არასწორ ემოციას აუღძრავენ, რომ იცით რა, ჩვენ დაგეხმარეთ იარაღით... თუ შესყიდვას გულისხმობენ, გულწრფელი მადლობა, რომ მოგვყიდეს. თუმცა, შემდეგ ერთ-ერთი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელის განცხადება მახსოვს, რომ 80-მდე ქვეყანაზე ვყიდდით იარაღს და მერე რა მოხდა, რომ საქართველოსაც მივყიდეთო. თავის მართლების კონტექსტში იყო ეს განცხადება, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით,2008 წლის ომში საქართველოს შეიარაღებული დახმარება არცერთი ქვეყნისგან არ მიუღია. 2008 წლის ომის პერიოდში შეიარაღება საქართველოს, მე როგორც ვიცი, საერთოდ არავისგან მიუღია. როგორც ვიცი, ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყ...

ჰერჩინსკი - საქმის კურსში ვართ ს...

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მესამე პრეზიდენტის მომავალი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. "ჩვენ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც ჩვენი შეშფოთების საგანია. ჩვენ კავშირზე ვართ მის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ისევე, როგორც ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული. რაც შეეხება მის მომავალს, ეს რა თქმა უნდა, საქართველოს სასამართლოების გადასაწყვეტია", - განაცადა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ...