ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მილერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს. “თქვენ თუ გადახედავთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, განვსაჯოთ საქართველოს მთავრობა თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე. თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ნახეთ, რომ მან შემოიღო პირ...
2012 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერის ანგარიშის მიხედვით, თანხები ასე ნაწილდება: 415 მლნ ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში; 201 მლნ ევრო - სოციალურ დაცვაში; 185 მლნ ევრო - კერძო სექტორში; სასმელი წყალი და წყალარინება - 96 მლნ ევრო; სარწყავი სისტემა - 49 მლნ ევრო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი მიმდინარე თვის დასაწყისში აცხადებდა, რომ საფრანგეთმა საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თქვა, რომ...
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას NDI ავრცელებს. მათი ცნობით, NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება. "გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 22 ივლისის კვირაში ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან. გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიასა და საინფორმაციო გარემოს, აგრეთვე გენდერისა და ინკლუზიის საკითხებს. გუნდი ასევე შეხვდება მთავრობისა და საარჩევნო ად...
ივანიშვილი ცდილობს, ყალბი შიშით და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ "აბსურდულმა ბრალდებებმა და მუდმივმა თავდასხმამ" განაპირობა. “აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რ...
ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის ძალიან შემაშფოთებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში. ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, ერთი სლოვაკეთში და მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ის გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, "გასაკვირი არ არის, რომ გამოძიების თანახმად ...
უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა The Insider-ს განუცხადა, რომ საქართველოში ლეგიონის 300-მდე წევრი იძებნება. მამულაშვილის თქმით, მათი უმეტესობა ახლა უკრაინაშია. “მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ასეთი განვითარება, (უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა) მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენზე (“ქართული ლეგიონის“ მებრძოლებზე) ძებნა გამოაცხადა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს, წასულიყვნენ. მათ უთხ...
იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ანუ ყველა მათი პარტია ერთად 30 პროცენტსაც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით,- ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიცია შეეცდება, აგრესიული საარჩევნო გარემო შექმნას, თუმც „ქართული ოცნება" „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს". „დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, &...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ლელოს", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობის, "თავისუფლების მოედნის" გაერთიანებას შეუერთდა. "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პარტია „ლელომ“, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ და პარტია „თავისუფლების მოედანმა“ – გაერთიანების შესახებ 17 ივლისს განაცხადეს.
რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სასანქციო სიის გაფართოება ლონდონის აგრესიულ ქმედებებზე რეაგირების ფარგლებში მოხდა. "შავ სიაში მოხვდნენ უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ბრიტანული კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან უკრაინელი სამხედროების მომზადებაში, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ხელმძღვანელები და ანტირუსული პოზიციის მქონე ექსპერტები", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების საფუძველზე შექმნილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის ყოფილი წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ინტერექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ ღია კონკურსის, წარმოდგენილი ვრცელი დოკუმენტაციისა და საჯაროდ წარმართული გასაუბრებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი კანდიდატურა - გიორგი ბურჯანაძის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა, რომელთაგან პრეზიდენტმა საბჭოს წევრად, 15 ივლისის განკარგულებით, კახა წიქარიშვილი დ...
პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა და სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესთან მიმართებაში. გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის ერთიანობა, დიახ ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ,- ამის შესახებ “ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, უმძიმესი ვითარებაა და ამას “ქართული ოცნება” ზემოდან კონსტიტუციის უგულებელყოფას უმატებს. “დღეს არ არსებობს აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა,...
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა და მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება. „პირველი - თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ; მეორე – ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა; მესამე – ეს არის კიდევ ...
ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გაუწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დახმარების მიზანია, რომ გააძლიეროს სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს. "ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის მიერ განლაგებულებში", - ნათქვამია განცხადებ...
ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" "ძალიან მძიმედ წააგებს". „ისინი ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას და აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საბოლოო ჯამში მოახერხოს რაღაცნაირად მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციურ...
ივანიშვილის პროპაგანდა - თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. “გუშინ დავბრუნდი უმნიშვნელოვანესი ვიზიტიდან, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილუოკში "რესპუბლიკური პარტიის" კონგრესს დავესწარი. ეს იყო "რესპუბლიკური პარტიის" ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ყრილობა,...
ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონრკეტულად საქართველოს მიმართაც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი. „ჩვენ რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს ამხელა ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენ...
სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. პრემიერის თქმით, "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტივა ვერ ექნება. "მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუცი...
ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა "ამერიკის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს მთავრობაზე საუბრისას რინკევიჩმა აღნიშნა, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე". "ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას ევროკავშირის თავმჯდომარეობა მიულოცა, მან მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდამჭერისთვის. "შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ხელისუფლება ამ მი...
"ოცნებამ" პირველი მოსმენით ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი მიიღო,- ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტის მიერ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, სახეზეა მმართველი პარტიის "მასშტაბური პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც პარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი". "ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ეხება ზონდერებს და არ ეხება ევროპული მომავლის დასაცავი აქციის მონაწილე დაზარალებულებს, ვერ იქნება სამართლიანი. სახეზეა "ოცნების" მასშტაბური პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც პარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი...