კობახიძე - ჯაფარიძემ და ხოშტარია...

ჯაფარიძემ და ხოშტარიამ შექმნეს ჩვეულებრივი ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებისგან "ბოლშევიკური ნაბიჯის" სათანადო შეფასებას ელოდებიან. „ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული, ორი ე.წ. პოლიტიკოსი. ისინი არიან ექსტრემისტები, რადიკალები, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ქმედებები და ჩვენ ასევე ველოდებით საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადო შეფასებას“,- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტიებმა „გირჩი - მე...

შეგვიძლია დავასახელოთ, ვინ იხვეწ...

კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ, განსაკუთრებით  ვინ იხვეწება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ ქვეყანას - "სტრატეგია აღმაშენებელი“ და "ნაცმოძრაობა“, "ლელო" და გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს პოლიტიკური ბინა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.  მდინარაძის თქმით, "იქნებ, სამნიძემ და დეკანოიძემ ინამუსონ და ბოლომდე თქვან, ვინ არის განსაკუთრებით ამ საქმიანობით დაკავებული".  "ეს არის ის, რასაც ვლაპარაკობთ უკვე წელზე მეტია და გ...

კობახიძე - მელიას უნდა, რომ მაინ...

„ნაცმოძრაობა“ დაშლილია და კიდევ უფრო მეტად იშლება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მელიას მაინც და მაინც უნდა, რომ გარიცხონ პარტიიდან". "მელიას უნდა, რომ მაინც და მაინც გარიცხონ პარტიიდან, თავმოყვარეობის საკითხია. რატომ უნდა გინდოდეს მაინც და მაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია, შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები? ეს არის მათი საქმე. რაც მთავარია, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, კიდევ უფრო მეტად იშლება და ეს არის კარგი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ...

გვარამია ოჩამჩირის ბაზაზე - ამას...

სინამდვილეში, რუსეთს ოჩამჩირეში გადმოაქვს საომარი სამიზნე... ამას ჰქვია ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხისმგებლიანი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ თუ ოჩამჩირის ტერიტორიიდან განხორციელდება უკრაინის მიმართულებით თავდასხმა, უკრაინა გამოიყენებს ძალას და თავს დაესხმება ოჩამჩირეს. "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა. სინამდვილეში, მას უბრალოდ კი არ გადმოჰყავს თავისი საზღვაო ძალები ოჩამჩირეში, არამედ რეალურად მას გადმოაქვს მოქმედი საომარი სამიზნე აქ. რადგან ეს ფლოტი არის საბრძოლო მდგომარეობაშ...

ოლივერ ვარჰეი - საქართველო ეკუთვ...

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ვარჰეი აღნიშნავს,საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის ევროკავშირის გზაზე ყველა მხარდაჭერას მიიღებს. „კარგი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს, რომლებიც იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში. საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. საქართველოს პრემი...

Reuters - ევროკომისია უკრაინას დ...

ვროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს პროგრესს შეაფასებს. „მოსალოდნელია, რომ კიევი მიიღებს პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, შესაძლო დამატებითი პირობებით, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასა და უმცირესობების უფლებებთან. ეს უკანასკნელი უნგრეთმა წამოჭრა.  ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მსგავსი რეკომენდაცია შეიძლება გაი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ო...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.  ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  "პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქა...

სააკაშვილი - მოსკოვი სასიცოცხლოდ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობას მიმართავს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში. "ჩემი მიმართვა აზერბაიჯანის და სომხეთის მოსახლეობას: მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში და ასევე განათავსოს თავისი ჯარის დამატებითი შენაერთები, საქმე ეხება სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანს და მის ტერიტორიას ...

ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადად...

ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ შემდგომი ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად. მხოლოდ ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ ახალი თაობები იცხოვრებენ მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონში. ჩვენ უკვე გავაკეთეთ არჩევანი ევროინტეგრაციისკენ და ჩვენი ქვეყნები ევროპასთან საერთო ღირებულებების, სტაბილურობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა მიიღონ მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ერთად, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერი ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თალაკვაძის თ...

არსებობს გეგმა, რომ საპარლამენტო...

არსებობს  გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია - რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, "აღნიშნული პარტია კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ფარგლებში შეიქმნება. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია ისევ და ისევ შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არი...

ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბე...

ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "აღნიშნული გადაწყვეტილება მწიფდება". „სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები არის გაუმჯობესებული, მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად, უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ, მეტყველებს, რომ სწორედ აქეთკენ მიდის პროცესი. ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პრემიერი ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - "გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023"-ში მიიღებს მონაწილეობას. "გლობალური კარიბჭე" არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. "გლობალური კარიბჭე" სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგი...

ხაბეიშვილი - ნიკა გვარამია ბიძინ...

ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, რაც შეეხება მსჯელობას მისი ნიკა გვარამიათი ჩანაცვლების შესახებ არის პარტიის მხარდამჭერების შეურაცხყოფა, რადგან მათ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.  “ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკური აქტიურობა. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით. მივე...

გვარამია - მე არავის კადრი არა ვ...

მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გვარამიას თქმით მას თავისი გეგმები აქვს და "ბევრის გაკეთებას აპირებს", თუმცა მის გეგმებში ბორდის თავმჯდომარეობა არ შედის.  "მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა ლაპარაკი. მე არ ვიცი რა არის ბორდი, და, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ "ფორმულა" მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია, მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა. რაც შეეხება დათოსთან ჩემს დამოკიდებულებებს, მეგობრებ...

მისი მუქარა დასრულებაზე ერთხელ უ...

გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ანა წითლიძე "ქართული ოცნების" დასრულებასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. წითლიძის თქმით, "გახარიამ პასუხი უნდა აგოს მათ შორის 20 ივნისისა და ია კერზაიას საქმეებზე". „გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გახარიამ ჯერ თვითონ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრ რამეზე ამ ქვეყანაში. გახარიამ, მაგალითად პასუხი უნდა აგოს ია კერზაიას საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე; გახა...

კალაძე - საქართველო სტატუსს აუცი...

მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კითხვას, რას ფიქრობს მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, კანდიდატის სტატუსი იქნება არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ქართველ ხალხის უმრავლესობის ნებას 2012 წლიდან  სწორედ  „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.  „მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო...

კალაძე - ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ...

2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებში სხვა რომელიმე ქვეყნის ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.  მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია.  „ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალა...

გახარია ხელისუფლებას - გვითხარით...

ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ხელისუფლებას. გახარიას თქმით, ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს, "მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის". "ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან. ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გ...

მელია - არ და ვერ ვიქნები იქ, სა...

ერთადერთი პირობა, რომელიც მე მაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში იმისთვის, რომ დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "არ და ვერ იქნება" იქ, სადაც "არაფორმალური მმართველობა" და "ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენაა". "ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა-არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი: არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და...

ბჟანია - ბელარუსის მიერ, აფხაზეთ...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსის მიერ, "აფხაზეთის აღიარებას" არ გამორიცხავს. ბჟანიას თქმით, თვის ბოლოს "აფხაზეთის დელეგაცია" ბელარუსში, ბელარუს კოლეგებთან "სამუშაო ვიზიტზე" გაემგზავრება. „ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი მზადაა აღიაროს აფხაზეთი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ბჟანიამ. მანამდე დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "მომავალ აღიარებას საფუძველს უყრის".