ლავროვი - დასავლეთმა აიღო მართმა...

დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურების. - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.  მისოვე თქმით, დასავლეთი ყველაფრის მოსპობისკენ არის მინართული, რაც რუსეთსა და სლავებს უკავშირდებათ. "ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, უნდა დავიცვათ ქრისტიანთა და მართლმადიდებელთა უფლებები. განსაკუთრებით მოვიხსენიებ მართლმადიდებლობას, რადგან ბოლო წლებში, კვლავ ამერიკელთა ინიციატივით, რომლებიც აქტიურად მანიპულირებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ჩვენთვის მეტად სამწუხაროდ, აღებულია მართლმადიდებლობის განადგურების კურსი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახა...

ზურაბიშვილი - ჩვენ უნდა მოგვეწვი...

ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, არავინ გვთხოვს იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებზე მეტია, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება. "არავინ გვთხოვს იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებზე მეტია, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, ძალიან ცოტაა ასეთი ქვეყანა დარჩენილი ევროპაში, სადაც პარლამენტში არ მიეცა საშუალება ზელენსკის, რომ გამოსულიყო სიტყვით. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობის?... თქვენ გინდათ, რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ? ვინც მიიღებს როგორც ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში.  ასევე,...

ALDE-ს წევრები გირჩი - მეტი თავი...

ქართული პარტიები, გირჩი - მეტი თავისუფლება და ლელო პარტია ALDE-ს, რომელიც ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ოფიციალური და სრულფასოვანი წევრები გახდნენ . - ამის შესახებ ინფორმაციას ALDE ავრცელებს. მათივე თქმით, დღეს ასევე ამ დიდ ოჯახს შეუერთდა უკრაინიდან ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია. "დუბლინში მიმდინარე ALDEს კონფერენციაზე ალიანსის წევრი გახდა უკრაინიდან ზელენსკის პარტია, ხოლო საქართველოდან - ლელო და გირჩი". - ნათქვამია განცხადებაში.  შეგახსენებთ, რომ ALDE არის ევროპული პარტია, რომელიც აერთინებს დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების მქონე პარტიებს.

ვოლსკი - სააკაშვილის მხრიდან არი...

სააკაშვილის მხრიდან არის თვითდაზიანების ფაქტები . - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, საზღვარგარეთ გადაყვანა, შეიძლება, განვიხილოთ, როგორც გარკვეული ხრიკი სასჯელისგან განთავისუფლების გზაზე. "სასჯელისგან გათავისუფლება არის მათი პირველი მოთხოვნა, ახლა ეს საზღვარგარეთ გადაყვანა, შეიძლება, განვიხილოთ, როგორც გარკვეული ხრიკი ამ გზაზე.  არის თვითდაზიანების ფაქტები, როცა სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილს არ იღებს. ეს უნდა ისმოდეს ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, როგორებიც არიან ,,ემპათიას" ექსპერტები". - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხ...

ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი თუ ...

მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად, რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, წინააღმდეგობა არ გვაქვს. - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. მისივ ეთქმით, მესამე პრეზიდენტს ამის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ უნდა მისცეს. "მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად იმისთვის რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, თუ მას შეეძლება ამგვარ სხდომებში მონაწილეობის მიღება და ამის სურვილი ექნება, ჩვენ რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. უბრალოდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა მის მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახს...

ასეული რუსი ჯარისკაცი უკრაინის ს...

უკრაინის საზღვართან დისლოცირებული რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი 4 მარტს გაათავისუფლეს ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო, იტყობინება The Wall Street Journal დათხოვნის დოკუმენტის ასლზე დაყრდნობით. ბრძანებას ხელს აწერს სამხედრო ნაწილის მეთაური, ნათქვამია სტატიში. გაზეთში სხვა დეტალები არ არის მოცემული. კერძოდ, დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა და რომელ ქვედანაყოფში მსახურობდნენ, არ ზუსტდება. სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ იციან, დაწესდა თუ არა მათ მიმართ სხვა სანქციები. The Wall Street Journal-ის გამოცემა ეძღვნება რუსი სამხედროების უარს უკრაინაში ბრძოლაზე. მედიაზონას ცნობით, რუსი სამხედროების რიცხვი, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ბრძოლაზე, შეიძლება ა...

პუტინისტური და ძალადობრივი ალტინ...

პუტინისტური ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი კოკა მორგოშია, პრაიდფესიტივალის ჩაშლის გამოცხადებისას, ცნობილი გეი დიზაინერის ჯანი ვერსაჩეს ტანსაცმლით წარსდგა. მორგოშიამ პრაიდფესტივალის წინააღმდეგ მობილიზება რამდენიმე ასეული დოლარის ღირებულების მაისურით დაანონსა, რომელიც ჯანი ვერსაჩემ 90-იან წლებში შექმნა. პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერი კოკა მორგოშიას თქმით, დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილიც მათ გვერდით დადგება, რადგან „მისი განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასთან“. შეგახსენებთ, რომ ვერსაჩე მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დიზაინერია რომელმაც "ქამინგ აუთი" საჯაროდ გააკეთა.

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დ...

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. "მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანი...

სააკაშვილი EPP-ს - თქვენ სჭირდებ...

თქვენ სჭირდებით უკრაინას. თქვენ სჭირდებით საქართველოს. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გაგზავნილ წერილში EPP-თან. მისივე თქმით, ის ებრძვის პუტინს და მის განსახიერება ივანიშვილს. "დღეს ეს პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ. თქვენ სჭირდებით უკრაინას. თქვენ სჭირდებით საქართველოს. ევროპა არაფერია თქვენს გარეშე. მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც დღეს განასახიერებენ პუტინი და ივანიშვილი და რომელიც ძირს უთხრის ევროპულ თანამეგობრობას, თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა ფიზიკური დასწრება პატიმრობის გა...

გიული ალასანია - ირაკლი კობახიძი...

ჩემი მიზანია, გადავარჩინო ჩემი შვილი. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე თავიდან მოიშოროს. "ჩემთვის მისი განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენთან ხო სასამართლო დამოუკიდებელია, ჩვენს ქვეყანაში. როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია, რომ გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე და ამის მიზანია, როგორც ჩანს კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ როგორმე მოიშოროს თავიდან, ეს არის განსხვავება". - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვე...

სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვ...

საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე თქმით, ცოტა ხნის წინ დასრულდა ვაჰაგან ხაჩატურიანისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრა ორბელიანების სასახლეში. "ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა იმყოფებიან ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია წარმოადგენს ყველასთვის ახალ გამოწვევას. ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები დიდი შანსია ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის". - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისა...

პაატა გულიაშვილი ლევან ბერძენიშვ...

ენა დაიმოკლოს, გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს. - განაცხადა პაატა გულიაშვილმა ლევან ბერძენიშვილის მისამართით. მისივე თქმით, ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან ერეკლე მეფის მისამართით. "ენა დაიმოკლოს, გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. დიდება მეფეს! და ჭვკიანად იყვნენ სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები და თელაველები განსაკუთრებით. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავდგეთ ყოველთვის გვერდით, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან". - განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილმა მკაფიოდ გააკრიტიკა მეფე ერეკლეს პოლიტიკა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ბაიდენი - პუტინის ქმედებები სხვა...

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს. - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, პუტინი თავს ესხმის სკოლებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, რასაც არავითარი სხვა მიზანი არ აქვს გარდა კულტურის აღმოფხვრისა. "ის არა მხოლოდ ცდილობს დაიპყროს უკრაინა, არამედ ფაქტობრივად, ცდილობს მოსპოს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, რასაც არავითარი სხვა მიზანი არ აქვს გარდა კულტურის აღმოფხვრისა. ეს არის პირდაპირი თავდასხმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე". - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყ...

გახარია - ჩემთვის მიუღებელია ივა...

ჩემთვის მიუღებელია ივანიშვილის დასანქცირება რადგან ეს ხელისუფლების დასანქცირებაა. - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ პირველთან ინტერვიუში. მისივე თქმით, სანქციები ივანიშვილზე და ხელისუფლებაზე უმძიმეს შედეგა მოუტანს სახელმწიფოს. "ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც აღქმების დონეზე ყველამ კარგად იცის, დღეს კონცენტრირებული ძალაუფლების სათავეში ვინ დგას. ამაზე კითხვის ნიშანი არავის არ აქვს. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაციის პირამიდის თავში ვინ ვინ არის. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლების დასანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ ეს უმძიმეს შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის. ეს ...

ხაბეიშვილი - დღეს მზე იყო და სალ...

დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა. მისივე თქმით, ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. " ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია და ამბობს, რომ ავტორიტარიზმიაო, ქვეყანაში პრობლემები გვაქვსო და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო. თუმცა, ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. მაგალითად, სასამართლოს არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით, მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება". - ნათქვმია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ...

ზარქუა - მოვუწოდებ ევროპას პირიქ...

მე მოვუწოდებდი პირიქით ევროპას, რომ იყონ ერთიანი თავიანთ პრინციპულობაში. - ამის შესახებ განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. მისივე თქმით, საქართველო საკუთარ პოზიციებში არის მტკიცე. "მე მოვუწოდებდი პირიქით ევროპას, რომ იყონ ერთიანი თავიანთ პრინციპულობაში და ერთიანი იმ გახმოვანებულ გზავნილებში, რაც მათ გააკეთეს 24 თებერვლის შემდეგ. მე ამას ვისურვებდი. ჩვენ ვართ მტკიცედ და მყარად საკუთარ პოზიციებში". - განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ წერილი ემანუელ მაკრონმა  პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის მილოცვის წერილი მიწერა. წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დროს, მნიშვნელოვანია საქართველომ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლი...

ხარკოვში, დაბომბვის შედეგად 2 ად...

ხარკოვში ქალაქ ბალაკლიაში რუსი სამხედროების მხრიდან დაბომბვების შედეგად 2 ადამიანი. - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის მრჩეველი, ნატალია პოპოვა ავრცელებს.  მისივე თქმით, დაშავებულებს შორის არის ბავშვი. " დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. მისი მდგომარეობა კრიტიკულია." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწ...

პროკურატურამ ხაშურის რაიონის სოფ...

ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში 57 წლის კაცის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე თქმით, შსს-მ ჩაატარა ყველა შესაბამისი საგმოძიებო სამუშაო. " შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჯ.პ-ს თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა". - ნათქვამია განცხადებაში.

ჯაღმაიძე - საქართველოს ომში შეთრ...

ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან. - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. მისივე თქმით, საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს, (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს. "ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან. საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენა...

ადვოკატი - გუშინ, მიხეილ სააკაშვ...

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ღამით დაკარგა გონი. - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კლინიკა "ვივა მედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ. "გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომ ასე მყისიერად იქნა სამედიცინო დახმარება მისთვის აღმოჩენილი. წარმოდგენაც არ გვინდა თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში". - განაცხადა საძაგლიშვილმა. შეგა...