ღარიბაშვილი - არც პრეზიდენტს, არ...

არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი არ გაუკეთებიათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მას სჯერა, რომ ევროპელ პარტნიორებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ საქართველოს დამსახურებული სტატუსი მიანიჭონ. "არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების" დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრ...

კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლე...

ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს ისეთს ახალისებს, რაც ქვეყნის ინტერესებსა და მის მომავალს აზიანებს. „ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს წაახალისოს ყველაფერი, რაც ცუდია, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს და დამაზიანებელია მისი მომავლისთვის; ახალისებს ძალადობას - გავიხსენოთ ფაქტები, როდესაც მაგალითად, პოლიციელს სცემდნენ, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილს“, ამ ყველაფერს ახალისებდნენ და გმირობად თვლიდნენ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქვეყნის, ხელისუფლების წ...

იუკნევიჩიენე იმპიჩმენტზე - როგორ...

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე  "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. "დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია, რადგან სამწუხაროდ, ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა მიყვება შეხედულებას, რომ ისე უნდა გაუმკლავდეს განსხვავებულ აზრს და ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, როგორც ამას პუტინი აკეთებს. მათ მოსწონთ, პოლიტიკური ლანდშტაფტიდან დაუყოვნებლივ ამოიღონ ყველა, როგორც კი შეძლებენ. იგივე გაუკეთეს სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დარჩეს მარტო, როგორც ეს პუტი...

მელია - რითი სჯობს დღეს ეს „ნაცი...

ვხედავთ როგორ ტოვებენ პარტიას მართლა ღირსეული, პრინციპული ადამიანები, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს პარტიაში... ოპოზიციონერი საქმოსნები კი, რომლებმაც ოპოზიციაში ყოფნა ბიზნესად იქციეს, ყველასა და ყველაფერს "გაურიგდნენ და შეურიგდნენ" და "ოცნების" ჩინოვნკინებისაგან ვერც ქონებით და ვერც ცხოვრების სტილით განასხვავებ, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე მოვლენებს. მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს თანამებრძოლების დევნაში ადანაშაულებს და პარალელებს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ავლებს. "გუშინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა იმედა კევლიშვილმა, თელავის საკრებულ...

როიტენი იმპიჩმენტზე - მმართველი ...

ევროპარლამენტარი ტეის როიტენი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია. "მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ერთდროულად სასაცილოცაა და სამწუხაროც. მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია", - წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურა...

მიხაილ როტი - კანდიდატის სტატუსს...

"ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე. როგორც მიხაილ როტი აღნიშნავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ, "ქართული ოცნება" ემუქრება. " "ქართული ოცნება"ემუქრება ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. მე სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ "ქართული ოცნება", საქართველოს ორბანიზაცია + ეს იმპ...

გახარია - პარტია „საქართველოსთვი...

პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარია აღნიშნავს, იმპიჩმენტის პროცედურა არის გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. "ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამოდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს ...

პეტერ ფიშერი - ახლა მთავარი ამოც...

ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. როგორც ფიშერი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ისტორიული შესაძლებლობაა. „მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით თბილისში და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, რომ გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. პირველი ის არის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი, ლამაზი საქართველო და გულთბილი ქართველები. მეორეა, რომ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირი...

ლექსმანი - „ქართული ოცნება“ კიდე...

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. ლექსმანი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას აბსურდულ ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ინტერესი არ აქვს. "ქართული ოცნება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არც პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარების და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ინტერესი აქვს", - წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უ...

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევრ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ხვდება. შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას პრეზიდენტი ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში. ამასთან ერთა...

პრეზიდენტი - მადლობა ფრანკ-ვალტე...

მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის თქმით, გერმანიის მხარდაჭერას კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. „მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ხალხს ევროპული მომავლის სჯერა“,- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ, გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს...

კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილებ...

პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე, მას აღსრულების პერსპექტივა არა აქვს. „პარტიის პოლიტიკურ სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობ...

პირველ სექტემბერს სალომე ზურაბიშ...

პირველ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "პირველ სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება", - წერს ადმინისტრაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

ხაზარაძე - საქართველოს პრეზიდენტ...

თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით, - ასე გამოეხმაურა "ლელო საქართველოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე საქართველოს მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტისთვის ევროპელ კოლეგებთან ვიზიტის ნებართვის არ მიცემის საკითხს. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს. "საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს).  თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით, რომელიც კ...

კობახიძე - პრეზიდენტი უხეშად არღ...

ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა, უხეშად არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს  საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. “გარდა ამისა, უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციაში მ...

ლომჯარია მთავრობას - პრეზიდენტს ...

პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, - ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტების დაბლოკვას. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მიუხედავად მთავრობის უარისა პრეზიდენტმა ვიზიტებზე უარი არ უნდა თქვას. "ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე.  პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამ...

მდინარაძე ზურაბიშვილის ევროპაში ...

ქალბატონი სალომეს ე.წ. ვოიაჟი არის რისკისშემცველი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე განაცხადა. მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ვიზტებზე მთავრობისგან თანხმობა არ აქვს და ის, რომ მაინც მიდის, კონსტიტუციის დარღვევაა. "საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კო...

სააკაშვილი - ქვეყანაში ინგრევა ს...

ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, უკვე ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. "კარგად მახსოვს ყოველი წვიმის დროს ბათუმის თითქმის ყველა ქუჩა იტბორებოდა, რასაც მაშინდელი ხელისუფლება უხვ ნალექს აბრალებდა. დავიწყეთ თუ არა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბათუმელებს ძლიერი წვიმა მალევე აღარ არ აწუხებდათ, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ამ პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული, მუშაობა მუდმივად და დაუღალა...

კობახიძე კარასინის განცხადებაზე ...

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას,- ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას. კობახიძის თქმით, სწორედ არაღიარების პოლიტიკის შედეგია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ დამოუკიდებლობა. "ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში, წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არც ერთი ერთეუ...

კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთ...

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა. კარასინის თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება. "რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა დონეზე და ყველა მის ხელთ არსებული კონტაქტებით, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების მიმართულებით წინ წაიწიონ. ეს საკითხი არ არის იოლი. იმიტომ რომ არის მეორე მხარე, ვგულისმობ კოლექტიურ დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს [ქვეყნებს], თუ...