შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ EURONEWS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის გავლენას იქონიებდა. „არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის ქონას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ემუქრებიან,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი მოუწოდებს პარტნიორებს, რომ „მოძალადეები“ დასანქცირდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე მოუწოდებს პროკურატურას, რომ „ზეწოლის საქმეები“ გამოიძიოს. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და გაძლიერდა მოსახლეობის დაშინების მცდელობა, განსაკუთრებით მასწავლებლების, საჯარო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების და იმ მოქალაქეების, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს. მათ მიმართ მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო,...
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზა,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰელსინკის კომისიის წევრების მიერ წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი „მეგობარი აქტი“ საბოლოო კენჭისყრას ელოდება. „Friend ქართულად მეგობარს ნიშნავს. მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარებით ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარადგინეს „მეგობარი აქტი“ - ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კა...
შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "უსუსურია ოპონენტების გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დღევანდელ შეკრებაზე მმართველ პარტიას საჯარო მოსამსახურეები ჰყავდა იძულებით მიყვანილი". "მე შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მათ შეიძლება გაეცეთ. საბოლოო ჯამში, თქვენ დაინახავთ, თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურებშ...
შეშფოთება გამოვხატეთ საქართველოში საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. “ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავაც შეშფოთებულები ვართ. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ვინმეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარება სურდეს, მათ შორის ჩინეთის”,- განაცხადა სალივან...
ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი თავს დაესხა,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც გახარია აღნიშნავს, ივანიშვილი მათ ვერ დააშინებს. "რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა "ოცნების" ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმს, ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!",- წერს გახარია.
2003 წლიდან საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი, ტერორი, მკვლელობა, წამება, ბიზნესის რეკეტი ქვეყნის ყოველდღიურობა იყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში მიტაცებული იყო სახელმწიფო, მიმდინარეობდა ოპონენტების დევნა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება”. „2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი. ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიზნესის რეკეტი ქვეყნის ყ...
26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. "26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, არჩევანი ძალიან მარტივია, იქნება ომი ან მშვიდობა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
დროა, ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ფოტიგას თქმით, სანდო ქართველი ექსპერტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის "რუსულ ფესვებზე მიუთითებენ". "სანდო ქართველი ექსპერტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის რუსულ ფესვებზე მიუთითებენ. დონორები ან პირდაპირ არიან კავშირში რუსეთთან, ან რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული. ისინი ასევე მჭიდრო კავშირში არიან ბიძინა ივანიშვილთან ან მისი ოჯახის წევრებთან. დროა, ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს",- წერს ფოტიგა.
მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ძალით ჩამოიყვანენ თბილისში,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთონ. „ივანიშვილი დღეს ათობით ათას საჯარო მოხელეს ჩამოიყვანს სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისში, პარტიული აქციის ჩასატარებლად, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პერსონალურად სააკაშვილი, რომელიც საჯარო მოხელეებს დაატარებდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დ...
26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი პროევროპულ პარტიებს დაუჭირონ. „საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს შევხვდი და კიდევ ერთხელ პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპა. 26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა! უკვე ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნება“ და მისი მოკავშირე სატელიტები - იაგო ხვიჩიას „გირჩი“, „ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგნი არიან. მოგიწოდებთ,...
გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველის თქმით, პოლიციელებს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან “ტანდემში მუშაობას აიძულებენ". “ჩვენ გვაქვს მატერიალურად მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიან განაწილებული თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში ჯარისკაცები, პოლიციელები, საპატრულო პოლიციისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები, თუ როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით და როგორ აიძულებენ მათ ტანდემში იმუშაონ სხვადა...
დიდი უბედურება გვემუქრება, თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი. სააკაშვილის განცხადებით, „საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია! „მეგობრებო, რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია! ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ, დიდი უბედურება გვემუქრება, თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში. ჩვენ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ, არა მხოლოდ ქვეყანა მკვეთრად გაღარიბდება, არამედ ის საერთოდ აღარ გვექნება და რუსეთის ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებით. ამიტომ, დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმან...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 683 040-მდე ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 23 ოქტომბრის 06:00 საათისთვის ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით - 683 040; ტანკი - 9 088; ჯავშანტექნიკა - 18 229; საარტილერიო სისტემა - 19 674; სარაკეტო სისტემა - 1 234; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 981; თვითმფრინავი - 369; ვერტმფრენი - 329; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 17 489; საკრუიზო რაკეტა - 2 625; გემი/ნავი/კატარღა - 28; წყალქვეშა ნავი - 1; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 27 217; სპეციალური აღჭურვილობა - 3 509. აღსანიშნ...
დარწმუნებული ვარ, სამივე ერთად შევალთ ევროკავშირში, ძალიან მალე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულასთან" ინტერვიუში უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთმა უკრაინასა და მოლდოვაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. "რუსეთი ვერაფერს აღწევს დღევანდელ დღეს. უკრაინაში ვერ აღწევს თავის მიზანს, კი გრძელდება [ომი], საშინელი, ტრაგიკული მომენტია უკრაინაში 2 წელია და მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს იმის მიუხედავად, რომ ითვლებოდა, რომ რუსეთის ჯარი ყველაზე ძლიერი ჯარი იყო. მოლდოვაში რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, იმის მიუხედავად, რომ დაიხარჯა ძალიან დიდი ფული და მე ველაპარაკე რამდენიმე კვირი...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ თინა ბოკუჩავასა და “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, “ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დაცული იქნება. "ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული… პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარება...
ხელისგულზე დევს გახარიას დანაშაულები. ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე, დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთვის „ეპითეტი გარეწარიც კი ძალიან რბილი შეფასებაა“. „კიდევ ერთხელ შემიძლია, ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები, მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო. მეორე იყო პანკისი, სადაც ზუსტად იგივე მოხდა. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია, გახსოვთ, ...
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად შედგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, აღნიშნული შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობს. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე არის შეთანხმებული ეს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რომელიც არჩევნების დასრულებისთან...
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ინტერვიუ იყო ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო“. „იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენად ყველა თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფე...