პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, სპეკულაციას უწოდებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, "ასეთი სპეკულაციები ბევრი ყოფილა". "სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- თქვა პაპაუაშვილმა.
ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო ევროკომისიასთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია. "იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება ისევე, როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც, ამ ფორმატში, ყველას აქვს შესაძლებ...
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ. "საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინ...
უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას იმ დეპუტატების გამო, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა სურთ, - ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა. არახამიას თქმით, უკრაინის უმაღლეს რადაში არ არის ერთობა, რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ და ახლა ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ომამდე იყო. "პარლამენტთან დაკავშირებით დიდი კრიზისი ახლოვდება, რადგან ფრაქციაში გადადგომის შესახებ 17 განცხადება მაქვს. ანუ პარლამენტში უკვე 401 კაცი გვყავს, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს აუცილებლად გავათავისუფლებთ - 400 კაცი იქნება. 400-დან 226 [მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად] დე...
სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა. ფაშინიანის თქმით, დღეს სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა შედგა. „მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პრო...
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სომხეთი საქართველოსთვის ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. „განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძ...
საქართველოს წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და ვაპირებთ თანამშრომლობას ამ მისიასთან, ქვეყნის ძალიან ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა განაცხადა. ობრაიენის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო რეფორმებში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. "საქართველოს წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და ვაპირებთ თანამშრომლობას ამ მისიასთან, ქვეყნის ძალიან ცოცხალ სა...
ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება, ეუთო-ოდირს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს არა მხოლოდ არჩევნებს და საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზეც ...
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. "ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერი...
დღეს, 26 იანვარს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ღარიბაშვილისა და ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ასევე, დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
"საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება",- ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს და მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშს მიმოიხილავს. როგორც გამოცემა წერს, "პუტინის ომი უკრაინაში ჰყოფს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს - ზოგიერთი ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას". POLITICO-ს ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააძლიერა ურთიერთობები აღმოსავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლ...
ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, ვიდრე „ქართული ოცნება“ - ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა „ომის პარტიის“, არამედ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის „უკრაინიზაცია“ მოხდება. „მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე, გავიხსენო 2020 წელ...
ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ისმის ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს პანიკურობაზე, რომელიც სუფევს ოპოზიციის რიგებში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის დაბრუნებამ ოპოზიცია „სრულ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო". „პრინციპში, ამისთვის აქვთ მათ ძალიან კარგი მიზეზი და საფუძველი. მინდა გავიხსენო, რით დასრულდა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში. ასევე 2018 წელს მისი დაბრუნება პოლიტიკაში. გახსოვთ, 2011 წელს საკმაოდ მყარად იყო მათი შეხედვით „ნაცმოძრაობა“ და არაფერი ემუქრებოდა მათ პოზიციებს. გაგრძელდებოდა ტელევიზიების მიტაცება...
2016 წელს იყო მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის „არანაცმოძრაობად“ შეესაღებინათ „ევროპული საქართველო“ - არ გამოუვიდათ; შემდეგ იყო 2020 წელს მცდელობა, „ლელო“ შეესაღებინათ „არანაცმოძრაობად“ და არ გამოუვიდათ; 2021 წელს იყო მცდელობა, გახარია შეესაღებინათ ასეთ სუბიექტად და ესეც ჩავარდა. სამი ჩავარდნილი მცდელობა უკვე არის სახეზე, მეოთხე მცდელობაც ასევე ჩავარდება და დიდი რესურსი ამ გეგმას არ აქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას აქვს „ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია" იმისთვის, რომ 2024 წლის საპარალემენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. &b...
მაქსიმალურად ვერიდებით ამ თემაზე საუბარს. ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი შემოტევისგან, მაგრამ როდესაც თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს, მგონი, ჩვენი ჩარევაც აუცილებელია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, იმას, რაც სამების საკათედრო ტაძარში მოხდა, პოლიტიკური საფუძველი აქვს. „იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. ყველაფერი დაიწყო შობის დღესთან დაკავშირებული განცხადებებით. მაინც და მაინც იმ დღეს გაახსენდა გიორგი კანდელაკს, რომ სტალინის გამოსახულებით იყო ხატი განთავსებული სამების ტაძარში. რა თქმა უნდა, სპეციალურად დაამთხვიეს განცხადე...
ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, "მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა", მის მიერ დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს. "დიდი მადლობა საზოგადოებრივი მიმართვის ყველა ინიციატორსა და დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს. კიდევ ერთხელ, ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა. მინდა შევახსენო ყველას, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, აქ ვარ თქვენ შორის და თქვენთან ერთად. ძალიან მიყვარხართ! P.S. და კიდევ, ინგა გრიგოლიამ დასვა კითხვა, კი მაგრამ, თუ პრეზ...
კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში, უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკრაინამ უნდა დაიწყოს". “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირი იღებს რეზოლუციას და წერია, რომ კონკრეტული ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი. ეს შემთხვევა არის პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო წარმომ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „იბრძვიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა კი, მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდს გააჩნია“. დედაქალაქის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აგებს. „ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე და კარგად ვიცით, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქართულ პოლი...
უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „კურიერი P.S.”-ს განუცხადა. კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის ამოცანაა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გაზარდოს. „უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი. ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე არის დარჩენილი საკმაოდ დიდი ...
საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ ბუნებრივად, გეოგრაფიულად ვაკავშირებთ ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. ამისთვის საჭიროა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ანაკლიის პორტის განვითარება, სხვადასხვა პროექტები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან და „როდესაც საქართველოსთან ამ შეთანხმების გაფორმებას უწოდებ ცუდ საქმეს, სპეკულაციაა". „ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მ...