ენმ-ის დეპუტატები 24 თებერვალს უ...

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში გაემგზავრებიან. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანი წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა უკრაინის რადაში ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. „უკრაინის რადამ სხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტიც მიიწვია 24 თებერვალს ომის წლისთავის აღსანიშნად და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ცნობილია „რუსულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ მოწვევაზე, ამის საპირისპიროდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს ჩავალთ უკ...

წულუკიანი - არაერთ „ენჯეოში“ არა...

ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.  წულუკიანის თქმით,  არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ  საზოგადოებრივი პროცესების მართვაში, რის გამოც, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს.  "ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. აქედან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ ეს ა...

ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ...

პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის ინგლისური, ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ძალიან დიდი სირცხვილია - ამის შსახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას. „პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა სამმა კაცმა იცის ინგლისური. ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ეს თავისთავად ძალიან დიდი სირცხვილია. ლევან ხაბეიშვილის ან მისი სხვა მეგობრების ინგლისური მოიკითხონ, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოს პ...

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა...

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, კიშინიოვში გამართულ სესიაზე, „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“ რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდო...

ზელენსკი დუდას - ჩვენ ერთად ვიცა...

გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო დუდა, მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის. არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე, ისევე როგორც, არ არსებობს თავისუფალი ევროპა თავისუფალი უკრაინის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა, პოლონეთი, პარტნიორები და ყველა ის ადამიანი, რომელიც აფასებს წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს ერთიანი ძალისხმევით შეძლებენ რუსეთთან გამარჯვებას. "გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო დუდა, მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის. არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე, ისევე როგორც, არ არსებობს თავისუფალი ევროპა თავისუფალი უკრაინის გარეშე. ჩვენ ერთად ვიცავთ თავისუფლებას და ერთად გავიმარჯვებთ! უკრაინა, პოლონეთი და ...

რუსეთის საგარეო - ვაპირებთ, რომ ...

რუსეთმა პირობა დადო, რომ შეასრულებს ბირთვული ქობინებისა და ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის შეზღუდვების სტანდარტს, მიუხედავად იმისა, რომ მათ გადაწყვიტა ხელშეკრულების შეჩერება.  განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი საკითხს პასუხისმგებლობით უდგება და აპირებს დაიცვას შეტევითი იარაღის რაოდენობრივი შეზღუდვები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ ხელშეკრულება START-ის შეჩერების გადაწყვეტილება შეიძლება შექცევადი იყოს, თუ ვაშინგტონი გამოავლენს პოლიტიკურ ნებას და გამოიჩენს კეთილსინდისიერ ძალისხმევას დეესკალაციისთვის, რაც შექმნის პირობებს ხელშეკრულების სრული ფუნქციონირების აღდგენისთვის. „ბირთვულ სარაკეტო სფეროში პროგნოზირებადობისა და სტაბილურო...

საგარეო - ბელარუსს მოვუწოდებთ შე...

აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო სამინისტრო ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის პრეზიდენტს მოუწოდებს შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. "აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ...

ფოტიგა - უმკაცრესად ვგმობთ რუსეთ...

ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანნა ფოტიგამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ 2008 წლის ომი გამართლებული და პროვოცირებულია, სრული სიცრუეა. "ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია. მართლა ფიქრობთ, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი პროვოცირებული და გამართლებული იყო?", - წერს ფოტიგა.

ბაიდენი - ჩვენი მხარდაჭერა უკრაი...

მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ შეერთებული შტატების ერთგულება რეალურია და რომ ერთი წლის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ თავის მხრივ შეერთებული შტატების უკრაინისადმი დახმარება ურყევი რჩება. „მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ შეერთებული შტატების ერთგულება რეალურია და რომ ერთი წლის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება“, - განაცხადა ბაიდენმა. 

ბლინკენი - რუსეთის განცხადება, რ...

რუსეთის განცხადება, რომ ის აჩერებს მონაწილეობას, ღრმად სამწუხარო და უპასუხისმგებლოა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები დააკვირდება, რუსეთის ქმედებებს და მიიღებს ყველანაირ ზომას, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეერთებული შტატების და მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოება. "ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ რას გააკეთებს სინამდვილეში რუსეთი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, სათანადო მზადყოფნაში ვიქნებით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებ...

სტოლტენბერგი - რუსეთს არავინ ესხ...

რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორების უკრაინისადმი მხარდაჭერა აუცილებელია, ვინაიდან თუ უკრაინა დამარცხდება ეს იქნება საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის. "რუსეთს არავინ ესხმის თავს, აგრესორი თავად რუსეთია. უკრაინა ამ აგრესიის მსხვერპლია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვის უფლებას. რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის. ის ემზადება მეტი ჯარის, მეტი იარაღის გაგზავნისთვის უკრაინაში. ამიტომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რა...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტ...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ამერიკის ელჩი, ლენ ტრეისი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკელი დიპლომატის დაბარება, კიევის რეჟიმის მხარეს საომარ მოქმედებებში შეერთებული შტატების მზარდ ჩართვას მოჰყვა.  განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ, როდესაც შეერთებული შტატები უკრაინას შეიარაღებით და სამხედრო პერსონალით ამარაგებს, რათა იერიში მიიტანონ რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ეს პირდაპირ ადასტურებს შეერთებული შტატების განცხადებების სიცრუეს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები არ არის კონფლიქტის მხარე. ვაშინგტონს&nb...

ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ე.წ. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს. "შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ბელარუსის რესპუბლიკიდან დაბრუნების შემდეგ, აფხაზეთის პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის პროგრამას გააგრძელებს", - ნათქვამია ე.წ. პრესსამსახურის ინფორმაციაში. ცნობისთვის, ასლან ბჟანია მინსკში გამგზავრებამდე შეხვედრებს, მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავდა. ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციას 14 თებერვალს ესტუ...

კალაძე გახარიაზე - ეს ადამიანი მ...

„ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.  მერის თქმით, "საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას".  „მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას.   საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს,  კარგად აფასებს ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და ეს გამოიკვეთება არჩევნებზ...

თბილისის მერიასთან მიხეილ სააკაშ...

თბილისის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას პროევროპული კურსის შენარჩუნებაც წარმოადგენს.  "მერი არის ეჭვმიტანილი ძალიან ბევრ კორუფციულ, დანაშაულებრივ სქემაში და გარდა ამისა, ის არის რუსული გავლენის აგენტად ქცეული, როგორც "ქართული ოცნების" ყველა ხელმძღვანელი პირი. "კახა რუსი" გამოდის და ამბობს, რომ ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ რუსეთში. ყველა ასეთ ადამიანთან მივალთ და მოვთხოვთ პასუხს. მალე დადგება მათი პასუხისმგებლობის საკი...

გახარია ივანიშვილზე - არც პროევრ...

ბიძინა ივანიშვილი არც პროევროპელია, არც პრორუსი, ბიძა ივანიშვილი არის პროთავისი, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიას თქმით, ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, "ყველას ჩამოართმევს ხელს". "ის ყველას ჩამოართმევს ხელს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის მისი მთავარი მიზანი. დღეს, ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივად, ის შორდება თანამედროვე დემოკრატიულ ევროპულ სამყაროს და ბუნებრივად მიდის რუსეთის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძ...

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მოძრაობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაბამისი მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე წარადგინეს და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა შედგება, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით მოძრაობის არგუმენტები კი, მოსმენილი და გაზიარებული იქნება. "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა პრეზიდენტსთვის შეხვედრის თხოვნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანს სჭირდება ის, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრე...

გახარია „ოცნებას“ - გადამალული ი...

მივმართავ "ოცნებაში" დარჩენილ ადამიანებს - გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, გიყენებთ თქვენ და უნდა იცოდეთ, რომ ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული, - ამის შესახებ ექსპრემიერმა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და მას ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ანაცვლებს, "ნაციონალური მოძრაობა" კი, მზად არის, საქართველოს ევროპული პერსპ...

მდინარაძე - თუკი ვინმე ამბობს, რ...

ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით შემიძლია ვთქვა პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ [„უცხოური გავლენის აგენტის” კანონპროექტს], - ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობის ანალოგია, არის სრული ტყუილი. „ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით შემიძლია ვთქვა პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ. დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია მთ...

გვარამია - თავისუფალი სამყაროს ლ...

თუ დაინგრა გელათი, თუ ევროპას დავშორდით, თუ კაცი მოკვდა საავადმყოფოში, თუ რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში და დისკომფორტიც ვერ შევუქმენით. იტყვის ნეტავ, რომ ქართველი ხალხი ევროპას და სხვა სიკეთეებს იმსახურებდა?, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას თავისუფალი სამყაროს ლიდერი ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეწვია, რადგან ეს მათ თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს. მან დასძინა, რომ ქართველი ხალხიც იმსახურებს იგივე პატივს და ევროკავშირის წევრობას, მაგრამ სამწუხაროა რეალობა ისაა, რომ ქართქველი ხალხი არ აკეთებს საკმარისს იქამდე, რომ ისტორიის წინაშე მართლები იყვნენ. "თავისუფალი სამყაროს ლიდერი ჯო ბაიდენი ...