საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს ა...

გორში ივანიშვილის განცხადება ყველაზე სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი და მოღალატეობრივი იყო,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის და "ამ განცხადებაზე ივანიშვილი პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბერს მიიღებს". “ივანიშვილის განცხადება გორში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე ამაზრზენი მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მან გააკეთა. რას ეუბნება ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს, მათ მეუღლეებს, დედებს, შვილებს, რომ მათ, ჩვენ ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე? საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწი...

კალაძე - რუსეთი ოკუპანტია, მაგრა...

ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას.  მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებაში ოკუპანტების მისამართით ბოდიშის მოხდაზე საუბარი არ ყოფილა. კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს გაერთიანებისკენ.  „ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ქადაგებთ და ახორციელებთ, უკვე მესამე დღეა. სწორედ ამას ქვია პოლიტიკური სპეკულაცია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ...

რატომ უნდა შევხვდეთ ადამიანს, რო...

მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა და არც ინტერესი გამაჩნია, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულნი და ყოველდღე მოსახლეობას ვხვდებით,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „გაუგებარია, რატომ უნდა შეხვდეს ადამიანს, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს". „ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა შეურაცხმყოფელი განცხადებებით ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მიმართ. მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობის საწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ. რატომ უნდა შევხვდეთ, ან რაზე უნდ...

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის...

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სომეხ კოლეგას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. "საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაშ...

გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა,- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილმა გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება.  "საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება.  ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ...

მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთ...

მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.   მდინარაძის განცხადებით, "მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს, მკვლელებს ასამართლებენ". "მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. სრული ლუსტრაციაა. (იხ. გარესამთავრობოებისა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების რეაქციები ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე).  "ნაცების" ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორ...

მისი განცხადება მტრის წისქვილზე ...

მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა,- ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას. როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივანიშვილმა "სცადა, საქართველოსთვის ღირსება აეყარა". "გუშინ, საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა; მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და სისხლი დავღვარეთ ჩვენი ძმების, როგორც მან თქვა, იყო ტყუილი მიმართული იქითკ...

არ ჰქონდა პოზიტიური ინიციატივა, ...

მას [ირაკლი კობახიძეს] არ ჰქონდა არანაირი პოზიტიური ინიციატივა, რომ ჩვენთვის ეთხოვა, ან ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ ისინი მართლაც დაინტერესებულები არიან ჩვენთან იმ პარტნიორობის გაგრძელებით, რაც გვქონდა,- ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც შაჰინი ამბობს, საქართველოში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან  შეხვედრის შემდეგ "ძალიან გაწბილებული" დარჩა. "აგვისტოში [თბილისში] დელეგაციაში მაიკლ ტერნერთან ერთად ვიყავი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკელი" წევრია. ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელია პალატაში. ასე რომ, ორპარტიული დელეგაციით ჩავედით [საქართველოში] და როდეს...

ათწლეულების მანძილზე საქართველოს...

ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს. როგორც ჰერჩინსკი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. "დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება. დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქ...

პრემიერი - როგორც კი უკრაინაში ო...

როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გორში, დასავლეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს მოხდება მომავალ წელს. „როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, ეს მოხდება მომავალ წელს, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი რწმენა",- განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე - საქართველოსთვის 14...

კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს გადაცემის საკითხზე. კალაძის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც „ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა". „საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის დიდი ბლეფი და სისულელე. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გახსოვთ...

ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ გვად...

"ქართული ოცნება" გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ამ წუთებში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ღონისძიება მართავს, სადაც საუბარი კვლავ შეეხო 14 მილიარდიან დახმარების საკითხს. "ქართული ოცნება", რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვადანაშაულებს, ახლა გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, ეს არის სიმართლე. სიმართლე ასევე არის ის, რომ ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი და ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის 14 მილიარდ 1...

ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრ...

ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები "ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური ბედი უნდა განსაზღვროს".  “გუშინ აშშ-ში, სენატში ჩატარდა მორიგი მოსმენა საქართველოზე, ეს არის რიგით მესამე მოსმენა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობით პალატაში, უმაღლეს პალატაში - სენატში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები საქართველოს სტრატეგ...

ვთხოვთ ოპონენტებს, დაგვისახელონ ...

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება - მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე პოლიტიკურ ოპონენტებს სთხოვს, დაასახელონ ფონდები, საიდანაც მათ მიერ დასახელებული თანხა შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს. "მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება - მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსო...

გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვ...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის სენატში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია". "ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია",- ამბობს კობახიძე.

პრემიერი - სენატორმა რიშმა თქვა,...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ პოლიტიკაში ყველა ვიგინდარა უნდა აიკრძალოს". "რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან - მგონი, ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის",- თქვა კობახიძემ.

პრემიერი - 14 მლრდ დოლარი არ არს...

14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ოპონენტებს „არაფერი აქვთ სათქმელი და დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ".    „რეალურად, მთავრობის ოპონენტების დღის წესრიგი არის სწორედ ასეთი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე და ისინი, სინამდვილეში, კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებ...

სენატორი კარდინი - ვფიქრობ, კონგ...

ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით, არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა სენატში გამრთულ მოსმენაზე განაცხადა. როგორც სენატორმა კარდინმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საკითხს უფრო სტრატეგიულად უნდა მიუდგეს. "ჩვენ უფრო სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ამას უფრო მკაფიოდ განვაცხადებთ, როდესაც მივიღებთ კანონმდებლობას, რომლის ავტორები არიან ს...

შაჰინი - 30 წელზე მეტია, აშშ მხა...

უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, საქართველოს მთავრობას სურს, რომ ეს მონაპოვარი წყალს გააყოლოს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა. როგორც შაჰინმა აღნიშნა, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო "საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი". "საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი, ამ კანონის გამო. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დადებითად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ერთადერთი, ნამდვილად რაც მაწუხებს,...

ჯიმ რიში - თუ ქართველ ხალხს უნდა...

თუ ქართველ ხალხს უნდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, - ამის შესახებ სენატორმა რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოზე საუბრისას განაცხადა. როგორც რიშმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდება. "ის ინფორმაცია, რომელზეც გვაქვს წვდომა, გვეუბნება, რომ ადამიანები, რომლებსა აქვთ ჭკუა და ანალიზის უნარი, ძალიან სწრაფად მიდიან დასკვნამდე, რომ დემოკრატია არის უკეთესი ცხოვრება. მე თქვენ მაძლევთ იმედს, როცა მეუბნებით რომ ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის დასავლეთისკენ. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ერთ თვეში და ვნახავთ ამ არჩევნების შედეგებით და ამას დაგვიდასტურებს ის დელეგაციები, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ არჩევნებს...