ლომჯარია - სამართალდამცავებმა ხე...

ხელი შეუწყეთ „შინ ევროპისკენ“ კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას. - განაცხადა სახალხო დამცველმა და სამართალდამცავებს მიმართა. მისივე თქმით, წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. "დღეს და გუშინ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობებისა და მასში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების შესახებ. კერძოდ, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დ...

გრიბაუსკაიტე - ომი დასავლეთის მე...

დასავლეთი უკრაინას შეიარაღებას დაგვიანებით და მცირე რაოდენობით აძლევს. - განაცხადა ლიეტუის ყოფილმა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ომის მიმდინაროება დასავლეთის მერყეობასა და გაუბედაობას აჩვენებს. "საერთო ჯამში, ომის მიმდინაროება დასავლეთის მერყეობასა და გაუბედაობას აჩვენებს. იარაღი უკრაინაში გვიან ჩადის და არა იმ რაოდენობით, რომ რუსეთი დამარცხდეს. ამიტომ ომის მიდინარობა დიდწილად გაუბედაობით არის განპირობებული. თუ გამართლდება ის ვარაუდი, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთის მიერ ოკუპირებულად დარჩეს, ეს დასავლეთის არჩევანის ბრალი იქნება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის ...

ნარმანია - არ გვაქვს ფუფუნება ია...

არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ,”- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში” საუბრისას განაცხადა.  მისი თქმით, თუ გარკვეული მიზნით მოხდება რუსული ენერგიის შეზღუდვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი არ დაემუქრება, იმიტომ რომ არსებობს ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღების. ,,ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება. აოგადად, ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში ვიღებთ რუსეთიდან ენერგიას, რადგან თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდ...

დეგნანი - რუსეთმა წაბილწა თქვენი...

რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის მოკვლა. რუსეთია, ვინც წაბილწა თქვენი ეკლესიები და ისინი საჯინიბოებად გამოიყენა,- აცხადებს ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.  მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია და ეს კარგად წარმოჩინდა იმ დელეგაციის სიდიდით, რომელიც მადრიდში წარსდგა. რუსეთის მიერ გაჩაღებული არაპროვოცირებული ომის ფონზე, ეს იყო ალიანსის ერთიანობის დემონსტრირება. 'მინდა გავიმეორო რუსული დეზინფორმაციული წყაროების მიერ გავრცელებული ნარატივი, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს, არ შეესაბამება სიმართლეს. ნება მომეცით გარკვევით ვთქვა აშშ-ს და ევროპას არ სურს ამ ომის  გაფართოება. აშშ აკეთებს...

„ოცნების“ მხარდამჭერი სტუდენტებ...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი სტუდენტები თავს დაესხნენ  მოძრაობა "შინ ევროპისკენ"  წევრებს, რომლებიც უნივერსიტეტში  საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ. პარტაქტივის წევრები ცდილობენ 3 ივლისს დაგეგმილი აქციის დისკრედიტაციას და აცხადებენ, რომ შეკრების მიზანი დესტრუქციაა.  ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ცნობისთვის, მოძრაობა "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საინფომაციო კამპანიას აწარმოებენ, რომელიც დასრულდება 3 ივლისს ძირითად აქციაზე სტუდენტების შეერთებით.

რუსი ბლოგერი ინსა ოგუზი, რომელიც...

დღეს გამთენიისას, რუსი ბლოგერი ინსა ოგუზი ლიეტუვაში ჩავიდა. - განაცხადა ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“-მ. მისივე თქმით,  ინსა ოგუზის საქმეში „უფლებები საქართველო“ 14 ივნისიდან ჩაერთო და რამდენიმე მიმართულებით დაიწყო მისი ინტერესების დაცვა.  "ორგანიზაციამ 17 ივნისს ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ინსა ოგუზისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დროებითი განჩინების გამოტანა. პარალელურად, 20 ივნისს, „უფლებები საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენების გზით მომხდარიყო ინსა ოგუზისთვის თავშესა...

კულება - უკრაინის მიმართ თანაბრა...

დღეს NATO-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მისივე თქმით, უკრაინის მიმართ თანაბრად, ძლიერი და აქტიური პოზიცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას ხელს შეუწყობს. "დღეს მადრიდში, ნატომ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მივესალმებით რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიციებს, ისევე როგორც [ალიანსში] ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. უკრაინის მიმართ თანაბრად, ძლიერი და აქტიური პოზიცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას ხელს შეუწყობს". - ნათქვამია განცხადებაში.  შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი ს...

ბრიტანეთის ახალი სანქციები რუსეთ...

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის მაღალჩინოსნებსა და უშუალოდ პუტინის "შიდა წრის" წარმომადგენელებს. - განაცხადა CNN-მა ბრიტანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით. მათივე თქმით, სანქციები დაუწესდათ რუს მილიარდერს ვლადიმერ პოტანინს, ასევე პუტინის ბიძაშვილს ანნა ცივილევას, როგორც რუსული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის პრეზიდენტს და ეს სანქციები გაგრძელდება მანამ სანამ რუსეთი არ შეწყვეტს მის აგრესიულ ქმედებას უკრაინაში.  "სანამ პუტინი აგრძელებს საზიზღარ თავდასხმას უკრაინაზე, ჩვენ გამოვიყენებთ სანქციებს რუსული ომის მანქანის დასასუსტებლად". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოც...

„პერსონალური სანქციები ივანიშვილ...

  მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი. როგორც ევროკომისიის მოსაზრებაშია აღნიშნული, საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას, რაც ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, - საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) საქართველოს პოლიტიკური ვითარებას ეხმიანება და რეზოლუციას აქვეყნებს.  როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოში. გარდა ამისა, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მედიის მენეჯერის ნიკა გვარამიას დაპატიმრება აშკარა დემონსტრირებაა საქართველოს ხელისუ...

ჰარცელი - მოქმედების დროა, რათა ...

ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ჰარცელის თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. „რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა ...

დეგნანი - ყველამ ვიცით, რომ საქა...

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების განხორციელებაც ანალოგიურად სწრაფად შეუძლია. „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს. ჩვენ ეს ვნახეთ დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს ნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების განხორციელებაც ანალოგიურად სწრაფად არის შესაძლებელი. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და საზოგადოებაში ამის მზაობა არის. ამე...

ავტოსაგზაო შემთხვევა ნატახტართან...

ავტოსაგზაო შემთხვევა ნატახტართან - ტურისტებით სავსე ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.  ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი სანქციები - შეერთებული შტა...

შეერთებული შტატები და რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური მოკავშირე კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. - განაცხადა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სანქციები დაწესდა ასობით კომპანიას, მათ შორის: "კამაზი", "ტუპოლევი" და "დონბასის მოხალისეთა კავშირს". " რუსი პროპაგანდისტები, ასევე პროპაგანდისტი თინა კანდელაკის და რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი სერდიუკოვი შავ სიაში არიან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინი...

გრეგორევა კობახიძეს - ჩვენ დავძლ...

მეტი თანამშრომლობა 15 % პარტიებთან. - განაცხადა მარკეტა გრეგორევამ ირაკლი კობახიძის საპასუხოდ, რომელმაც ირონიულად აღნიშნა, რომ გრეგორევას საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს და მისი პარტია ჩეხეთში 15%-ს იღებს. მისივე თქმით, მათ დაძლიეს უთანხმოება ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად და იმავეს უსურვებს საქართველოს. "დიახ, ჩვენი ახალგაზრდა ჩეხური დემოკრატია საკმაოდ ამაყობს თავისი პლურალიზმით. ჩვენ გვაქვს ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომლებმაც დაძლიეს უთანხმოება ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად. იმავეს ვუსურვებ საქართველოს. მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან, რომელიც ასახავს საზოგადოების მრავალფეროვნებას". - განაცხადა გრეგორევამ. შეგახს...

საქართველოდან ხორბლისა და ქერის ...

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.  რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხ...

შოლცი - რუსეთ-უკრაინის ომმა მთლი...

შეუძლებელია რუსეთთან ომამდელ ურთიერთობას დავუბრუნდეთ. - გერმანიის კანცლერიმა ოლაფ შოლცმა. მისივე თქმით, ომი გრძელვადიან პერსპექტივაშიც მოაქვს ცვლილებები. " ომს გრძელვადიან პერსპექტივაშიც მოაქვს ცვლილებები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გარდაქმნიან საერთაშორისო ურთიერთობებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.

პუტინი და ზელენსკი ინდონეზიის G2...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს  ინდონეზიის G20-ის სამიტზე შეხვდეს. - განაცხადა რუსულმა TASS-მა პუტინის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით. მისივე თქმით, სამიტი კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. „დიახ, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მოსალოდნელია ჩვენი მონაწილეობა. არ ვიცი, ჯერ ამბობენ, რომ ჩატარდება პირისპირ ფორმატში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება, იმედი მაქვს, რომ პანდემია საშუალებას მოგცემთ ჩავატაროთ ეს მნიშვნელოვანი ფორუმი პირისპირ ფორმატში". - განაცხადა პუტინის თანაშემწემ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სა...

ღამით უკრაინელებმა კუნძულ ზმეინზ...

იერიში მიიტანეს. - სამხრეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „Pantsir-C1“ განადგურდა. "ჩვენ ვიკვლევთ შედეგებს, მაგრამ უკვე გვაქვს პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „Pantsir-C1“ განადგურდა, კუნძულზე წინა დარტყმების დროს განადგურდა სარადარო სადგური, რაც მნიშვნელოვანი ზარალი ოკუპანტებისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია ...

სენატორი ჯეიმს რიში უკრაინაში ჩა...

უკრაინაში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავჯდომარე ჯეიმს რიში ჩამოვიდა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ყველამ საბოლოოდ უნდა აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო. "ისინი უსაფრთხოების გამოწვევებია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის. ეს ცივილიზებულმა სამყარომ უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუს...

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირ...

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში 16 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.