ქვეყნის გარეთ, ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია, აქ და რუსეთში ვერაა მოსაწონი. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ. მისივე თქმით, ეს ადამიანი სრულიად ტყუილად ჰყავთ დაპატიმრებული. "მე და საერთოდ ოჯახის წევრებს მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი სრულიად ტყუილად ჰყავთ დაპატიმრებული. გამოგონილი და არარსებული მიზეზით. ადამიანი, არის ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსი ქვეყნის გარეთ, ყველა ქვეყანაში, სადაც გინდათ იკითხეთ, მათ შორის ამერიკაში, გინდაც ნიგერიაში, და აქ და და რუსეთში ვერაა მოსაწონი. ჩემი პოზიციაა, რომ გათავისუფლებული უნდა იყოს ადამიანი".- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებ...
არ ვიცი არავინ საქართველოში, ვისაც ქვეყნის ომში ჩართვა სურს. - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებისა და ხალხის ერთიანი მიზნის გარშემო გაერთიანება აუცილებელია. "მე ვერ ვისაუბრებ პრემიერმინისტრის ნაცვლად, თუმცა გეტყვით იმას, რომ მე არ ვიცი არავინ საქართველოში, ვისაც სურს რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული, საქართველომ ეს მძიმე პერიოდი თავად გაიარა და მათ ძალიან კარგად ესმით ის, ჰუმანიტარული სიმძიმე, რაც ახლა უკრაინაშია და ამის ნათელი მაგალითია ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საქართველომ უკრაინას გაუგზავნა. ახლა არ არის ჩხუბის და დაპირისპირების დრო, ეს ის მომენტია, როცა ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, ქ...
ევროკავშირის აზრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას. მისივე თქმით, კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის უკრაინამ ბევრი რამ გააკეთა. "კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის თქვენ ბევრი გააკეთეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო. მაგალითისთვის, კორუფციასთან ბრძოლა". - განაცხადა ლეიენმა. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდათ. - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. "ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. მერე რა, თუ არ მოგვცემენო? მართლა ასე ფიქრობთ? საზოგადოებას მივმართავ. ანუ ხუნდაძისეული ღირსების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის მიერ გარანტირებული ღირსება, საქართველო განვითარებული ქვეყანა? მეორე საკითხი, რაც უნდა ვთქვა - ფაქტობრივად, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი"...
მგონია, რომ EU მიიღებს პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას. - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც ევროკავშირი დააფუძნეს მისმა ფუძემდებელმა კაცებმა და ქალებმა. "გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ვინაიდან ევროკავშირს მართავენ გონიერი ადამიანები, ესენი არიან ისინი, ვინც აგრძელებენ ევროპის ფუძემდებელი მამების საქმეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ასევე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მალე, ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც ევროკავშირი დააფუ...
ეს არის უზრდელობა, პროვოკაცია და მიბრძანდით აქედან. დამამთავრებინეთ, მე ველაპარაკები ხალხს. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე. "ეს არის უზრდელობა, პროვოკაცია და მიბრძანდით აქედან. დამამთავრებინეთ, მე ველაპარაკები ხალხს. გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული რუსეთის ინტერესებში". - განაცხადა ღარიბაშვილს ჟურნალსიტის კითხვის საპასუხოდ. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალ...
გერმანიაში, 34 წლის კაცი ერთ-ერთ სასწავლებელში შეიჭრა და 4 პირი დაჭრა. - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ. მათივე თქმით, 34 წლის კაცი აუდიტორიაში შევიდა, რამდენიმე სტუდენტმა მისი დაკავება შეძლო, რის შემდეგაც, ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს. "ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს. დაჭრილთაგან სამი ქალი და ერთი კაცია. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დემოკრატიულმა ოპოზიციამ პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ აუხდეს ოცნება. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში, ზეწოლა მედიაზე და პროდასავლური კურსიდან შესამჩნევი გადახვევა იყო თემები, რომლებზეც ამერიკელმა დიპლომატმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. "არაფერი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი გარდა ჩვენი ქვეყნის იმ უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური კურსისა, რომელსაც საფრთხე დაემუქრა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გამო და დარჩენილ ამ ორ კვირაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას...
ევროპაში ვიცით დაშოშმინების ფასი, რომლის გადახდაც დაკარგული თაობებით ხდება. - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. მისივე თქმით, მე ვარ პოლიტიკოსი და მე მესმის რეალპოლიტიკა, მე მესმის შესაძლებლობების ხელოვნება. "მე ვარ პოლიტიკოსი და მე მესმის რეალპოლიტიკა, მე მესმის შესაძლებლობების ხელოვნება, მაგრამ მე ასევე მესმის, რომ პუტინი არ გაჩერებულა ყირიმში და ის არ გაჩერდებოდა კიევში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა. მშვიდობა თავისუფლებით, ღირსებით, სამართლიანობითა და ანგარიშვალდებულებით. ევროპაში ჩვენ ვიცით დაშოშმინების ფასი, ჩვენ ვიცით კედლებისა და რკინის ფარდების წონა. ჩვენ ვიცით, რომ ზურგის შექცევის ფასის გადახდა გათელილ...
აზერბაიჯანში პირველად გეგმავენ პრაიდის თვის აღნიშვნას. - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტები ავრცელებენ. მათივე თქმით, ეს არის ხმა ვისაც პრობლემები აწუხებთ. ეს ინიციატივა ერთად წამოვაყენეთ, რათა ვიყოთ ხმა ყველასი, ვინც პრობლემების წინაშე დგას, ვისაც ემუქრება საზოგადოება და ხელისუფლება, ვისი უფლებებიც ირღვევა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოშიც იგეგმება პრაიდის თვის აღნიშვნა.
საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს ძალიან კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, რას გააკეთებს და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა,- მომღერალი გია გაჩეჩილაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ვიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვერილება საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაა, თუმცა ქართველი ხალხი არცერთ ევროპულ ქვეყანას თავს არ მოატყუებინებს და ქვეყანას დაიცავს. "ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მთელი საქართველოს შანტაჟი, ეს რას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, გამაგებინეთ? ადამიანზე, რ...
მე ამ რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი ციხის საკნიდან დავამარცხე. - განაცხადა ნიკა გვარამიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრის დროს. მისივე თქმით, ამ რეზოლუციის მთავარი არსი არის ის, რომ საქართველო იმსახურებს წევრობას. "პირველ რიგში, გილოცავთ ყველას ამ რეზოლუციას. მის მთავარ ნაწილს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და თხოვნას სხვა ევროპული სტრუქტურების, რომ ეს გაითვალისწინონ, ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა. ქართველი ხალხის, დიახ, და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა. ეს არის ქართული მედიის უპრეცედენტო და ისტორიული გამარჯვება, ასეთი არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მთავარი აქტორი ქართული მედიაა ამ რეზოლუციას ჰქვია კიდევაც მედიის შესახ...
სალომე ჯაშის მოთვინიერება 2022 წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელდა. - განაცხადა THE GUARDIAN-მა. მათივე თქმით, ეს არის ფილმი ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც არაერთი ხე გადათხარა და გადარგა. "დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს უჩვეულო, მაგრამ თან მამხილებელ ამბავს ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გეგმაზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ასობით ხის ამოძირკვასა და საკუთარ ბაღში გადარგვას გულისხმობს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფილმი კულტურის მინისტრის ბრძანებით ჩაიხსნა ჩვენებებიდან.
ჩვენ ვაგრძელებთ პეტრე I გზას და ტერიტორიებს ვიბრუნებთ. - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი წარმატებას მივაღწევს ახლა არსებულ ყველა ამოცანებზე. "ეტრე I ჩრდილოეთის ომს 21 წელი აწარმოებდა. თითქოს, შვედეთს ებრძოდა და რაღაცებს ართმევდა. არაფერს ის არ ართმევდა! ის იბრუნებდა! დიახ, აბა როგორ. ასეა. მთელი ლადოგისპირეთი, სადაც დღეს პეტერბურგია დაარსებული. როდესაც ახალი დედაქალაქი დააარსა, ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთად. ყველა შვედეთად აღიარებდა. იქ ძველი დროიდან სლავები ცხოვრობდნენ, ამასთან ეს ტერიტორია რუსული სახელმწიფოს კონტროლქვეშ იმყოფებოდა. [პეტრე] იბრუნებდა და ამტკიცებდა. როგორც ჩანს ჩვენს ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს, შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“. "ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტ...
უკრაინელი დეპუტატი ხერსონში, ოკუპანტების მხარეს გადავიდა. - განაცხადა თავად დეპუტატმა. მისივე თქმით, რუსეთი იქ არის სამუდამოდ. "პირველ რიგში, ითქვა, რომ რუსეთი აქ არის სერიოზულად და სამუდამოდ! დაგეგმილია ხერსონის ფერმერების სრულმასშტაბიანი ინტეგრაცია რუსეთის ეკონომიკურ მოდელში. გამოყენებული იქნება ყველა ინსტრუმენტი რუსეთში მოქმედი სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდასაჭერად". - განაცხადა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღე...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კირილ შანავა დაიღუპა. - განაცხადეს ქართველმა მებრძოლებმა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა. მათივე თქმით, ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში წინა ხაზზე იბრძოდა, სადაც დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა. ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ოკუპანტებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინაში პერსპექტივა არ აქვთ. "31 000 რუს ჯარისკაცზე მეტი დაიღუპა უკრაინაში. უკრაინის წინააღმდეგ აბსოლუტურად უაზრო ომის საფასურს რუსეთი დღეში თითქმის 300 სიცოცხლით იხდის. მოვა დღე, როდესაც დაღუპულთა რიცხვი მიაღწევს რუსეთისთვის მიუღებელ ნიშნულს. ოკუპანტების კონტინგენტის უდიდესმა ნაწილმა შესანიშნავად გააცნობიერა, რომ მათ უკრაინაში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, არა თქვენი მონები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახა...
სამხრეთ კავკასიის საკითხებზე "3 + 3" ფორმატში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი) მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ უკრაინა მზად არის განაღმვის სამუშაობი დაიწყოს, მაშინ მათ შორის შეთანხმება შედგება. " შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქ...
რას ნიშნავს რუსეთის დამცირება? ჩვენ არავინ გვამცირებს, ისინი გვკლავენ. - განაცხადა ზელენსკიმ მაკრონის საპასუხოდ. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას არა ამცირებს, არამედ კლავს, ამიტომ უკრაინა მას იმავე ინსტრუმენტით უპასუხებს. "არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, რაზე ვსაუბრობთ? 8 წელზე მეტია ისინი ჩვენს ხალხს კლავენ, რაზე ვსაუბრობთ? ემანუელი ღრმად არის გათვითცნობიერებული ამ პროცესში, ის "ნორმანდიული ოთხეულის" ერთ-ერთი ლიდერია, კარგად ერკვევა მინსკის დოკუმენტის დეტალში. არც კი ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ ისინი გვკლავენ. ამიტომ, სანაცვლოდ, ჩვენ არავის დამცირებას არ ვაპირებთ". - განაცხადა ზელე...