პესკოვი - შუქისა და სითბოს ნაკლე...

შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრა არ სურს. "შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს, რუსეთი თავს დაესხა მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ხაბეიშვილი - „ქართული ოცნება“ გა...

ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური რეჟიმი,დაშორდნენ ამერიკას და ევროპას და ჩაეხუტნენ ევტუშენკოვს,პუტინს და რუსეთს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, არანაირი 12 პუნქტი არ შესრულდება,ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს კრემლიდან აქვს მიღებული დავალება, რომ ევროპისკენ ნამიჯები არ გადადგას.  „ახლა რამეზე თვალის დახუჭვა და არაქტიურობა არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, ყველამ კარგად ვიცით, როგორ გადაიქცა "ქართული ოცნება" რუსულ ოცნებად,ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური რეჟიმი,დაშორდნენ ამერიკას და ევროპას და ჩაეხუტნენ ევტუშენკოვს,პუტინს და რუსეთს.არან...

ხოშტარია - „ოცნებამ“ ძალიან ბევრ...

შეუძლებელია, მშვიდად შეხვდე იმ განცხადებებს, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ სენატიდან. ჩვენ ვიღებთ უმძიმეს და სამართლიან კრიტიკას ყველა იმ სფეროსთან დაკავშირებით, რასაც ვუყურებთ, - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოსთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას. ხოშტარიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ძალიან ბევრი შესაძლებლობა უკვე დააკარგვინა. "ქართულმა ოცნებამ" უღალატა საქართველოს ინტერესებს და უკვე დაგვაკარგვინა ძალიან ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ ამ ყველაფერში არის ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ მთავრობასა და საქართველოს ხალხს ისინი სხვადასხვანაირად უყურებენ და ელოდებიან მოქმედებას", - განაცხადა ელენე ხოშტარი...

აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილ...

აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ "ენჯეოებმა", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილს. კობახიძე საქართველოში არსებულ ვითარებაზე სენატორის განცხადებას უწოდებს უსამართლო კრიტიკას, რომელსაც მისი თქმით, ფასი არ აქვს.  "აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", ამიტომ ეს ნაკლებად არის ჩვენთვის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით.  რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც ა...

გვეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლ...

როცა გეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გაქვს - რაში? - უნდა გვითხრან, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. დავითულიანი აცხადებს, რომ სენატორისგან განმარტებები არ მოუსმენია. "როცა გეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გაქვს - რაში? - უნდა გვითხრან. ეს არ მომისმენია ამ კონკრეტულ შემთხვევაში... თუ ამას განგვიმარტავენ, რასთან შედარებით არის უკუსვლა, თუ იმასთან შედარებით, როდესაც ნახევარი ქვეყანა ციხეში იჯდა და წამების მსხვერპლი იყო თუ იმასთან შედარებით, რაც შარშანწინ ხდებოდა. იქნებ, ეს მოვისმინოთ", - უთხრა ჟურნალისტებს დავითულია...

შაჰინი - საქართველოში უზარმაზარი...

რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ  შაჰინმა სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.  შაჰინი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თუ საქართველოს ქცევა მიბმული იქნება შეერთებული შტატების მხრიდან გამოყოფილ დახმარებას და მოვლენებიდან გამომდინარე დარეგულირდება.   "რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე ერთის მხრივ ვამტკიცებ, რომ, შესაძლოა, ეს დახმარება საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო ...

კარენ დონფრიდი - გამოვთქვით ძლიე...

ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებისა და ქცევის შესახებ, რასაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან ვხედავთ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა განაცხადა. როგორც დონფრიდმა სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, შეერთებული შტატები არ მიიჩნევს, რომ ქართველი პოლიტიკოსების შემაშფოთებელი განცხადებები ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს გამოხატავს.  "ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია. ასე რომ, ღია ვართ თქვენთან დეტალური საუბრის გასამართად. თქვენც იცით მიზეზები, თუ რატომ გვსურს ამ კურსის შენარჩუნება. ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხად...

დუდა - აფეთქების ადგილზე უკრაინი...

აფეთქების ადგილზე უკრაინის დასაშვებად და გამოძიებაში ჩასართავად ნებართვა აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივად უნდა გასცენ. - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. მისივწ თქმით, ვარშავამ და ვაშინგტონმა გამოძიება გააერთიანეს, და გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება. „გუშინ, საღამოს ჩვენ აშშ-სთან გავაერთიანეთ გამოძიება. რაც, ჩვენი გაგებით ნიშნავს გამოძიების მოკავშირეთა გზაზე გადაყვანას. ეს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შემოგვთავაზა. ასე რომ, ახლა ეს არის საერთო პროცესი, რომელსაც ატარებენ პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები და თუ ვინმეს ამ პროცესში მონაწილეობის მიღების ნება უნდა დავრთოთ პროცესებში, ამას სულ მცირე ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება“. - ნათქვმია გან...

CNN - უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა,...

უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ პოლონეთის საზღვართან რაკეტის მოგერიება სცადეს.- ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე თქმით, არაა ცხადი, არის თუ არა ეს ის რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თ...

იტალიის პრემიერ-მინისტრი - ის, რ...

ის, რომ რაკეტა რუსული არ იყო, მათ პასუხისმგებლობას არაფერს ცვლის. - ამის შესახებ   იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონმა განაცხადა. მისივე თქმით,მომხდარზე პასუხისმგებლობა მაინც მთლიანად რუსეთს ეკისრება, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩამოგდებული რაკეტა უკრაინული იყო. "დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ რაკეტა, რომელმაც პოლონეთში მომაკვდინებელი აფეთქება გამოიწვია, რუსული არ იყო. რადგან, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოსკოვია უკრაინის ინფრასტრუქტურა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრშ...

სტოლტენბერგი - პოლონეთში ინციდენ...

ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის რაკეტამ გამოიწვია, მაგრამ ეს არ არის უკრაინის ბრალი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში მომხდარი აფეთქების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით,რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა, რადგან ეს არის მიმდინარე ომისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის შედეგი. "ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა, რადგან ეს არის მიმდინარე ომისა და გუშინ რუსეთის მხრიდან უკრაინის წი...

გვარამია - ევროკომისარ ვარჰეის დ...

ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, გარდაუვალია ამ არაჯანსაღი სამთავრობო პროპაგანდისტული გზავნილების მასიური ცირკულაცია იმ მიზნით, რომ მძიმედ დაზიანდეს როგორც ქართული პროდასავლური საზოგადოება, ასევე საკუთრივ ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტიც. "ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები საქართველოში დემოკრატიული პროცესების პოზიტიური განვითარების შესახებ დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ეჭვგარეშეა, თუ როგორ იქნება ეს გზავნილები გამოყენებული სამთავრობო პროპაგანდის მიერ: „ქართული ოცნების“ უმძიმესი ავტოკრატ...

მედია - სერგეი ლავროვმა „დიდი ოც...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი უკვე დატოვა.. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე თქმით, ლავროვმა სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა, თუმცა სამიტი ჯერ არ დასრულებულა და ის 16 ნოემბერსაც გრძელდება. "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვ...

სტოლტენბერგი - უკრაინაში ომის ფო...

უკრაინაში ომის ფონზე, ჩვენს პარტნიორ საქართველოსთან მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ისინი ასევე განიხილავენ ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. "განვიხილავთ ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. ასევე შევხვდებით პარტნიორებს, საქართველო კი, არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალ...

ბორელმა რუსეთთან ურთიერთობის ახა...

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ახალი პრინციპების პროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთის იზოლაციას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ახალი პროექტი ასევე მოიცავს გაფართოების პოლიტიკის მეშვეობით, ევროკავშირის მეზობლების მხარდაჭერას. "უნდა მოხდეს რუსეთის იზოლაცია, რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების დაწესება და განხორციელება, რომ მოსკოვს ომის წარმოების საშუალებები შეეზღუდოს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონშ...

BBC - გაეროს პირველი ჰუმანიტარულ...

გაეროს პირველი ჰუმანიტარული კოლონა გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე თქმით, ჰუმანიტარულმა კოლონამ ხერსონში საკვები, წყალი, სამშენებლო მასალები ჩაიტანა. "გაეროს პირველი ჰუმანიტარული კოლონა გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა, ჰუმანიტარულმა კოლონამ ხერსონში საკვები, წყალი, სამშენებლო მასალები, საწოლები და მზის ენერგიაზე მომუშავე ფარნები ჩაიტანა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.

ნაყოფია ენმ-ს თავმჯდომარის არჩევ...

მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და არ ერევა ამ პროცესებში. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს და იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეცვალონ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და არა იმაზე, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. "ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, ეს არის ნიკა გვარამია ციხეში გვყავს და ნიკა გვარამია არის გასათავისუფლებელი, და ზოგადად, ქვეყანაში, არის რეჟიმი შესაცვლელი. ჯობია, ვიყოთ კონცენტრირებული და კონსოლიდირებული ამ აზრის ირგვლივ. და რა დროს, ეხლა, "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები და რა დროს ეს თემაა, როდესაც ბევრად მნიშ...

იუკნევიჩიენე - „ოცნება“ ყველაფერ...

„ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპარლამენტარებისგან საბოლოო ანგარიშში კოდევ უფრო მკაცრი ენა მიიღოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება" თანამშრომლობის ნაცვლად, მუდმივად იგნორირებას უკეთებს ევროპარლამენტს, რაც საქართველოს ევროპულ ინტერესს ეწინააღმდეგება. "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთიანი შეთანხმებული ვარიანტი მივიღეთ, იქნებოდა ეს მემარჯვენე თუ მემარცხენე ძალა. „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ კოდევ უფრო მკაცრი ენა მიიღოს ებროპარლამენტარებისგან საბოლოო ანგარიშში, მათ არ ესმით ევროპარლამენტ...

ზელენსკი - ჩვენ მზად ვიქნებით იმ...

ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ - ოღონდ სხვა რუსეთთან, რომელიც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტებმა უნდა დააბრუნონ ყველაფერი - მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც მთავარია, სამართლიანობა.  „რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან ულტიმატუმის გარდა, არაფერი მსმენია. მაგრამ მე არ დამიხურავს კარი - მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ - ოღონდ სხვა რუსეთთან. იმასთან, რომელიც ნამდვილად მზად არის მშვიდობისთვის, რომელიც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან... მათ უნდა დააბრუნონ ყველაფერი - მიწა, უფლებები, თავისუფლე...

არახამია - ოკუპანტები ან დატოვებ...

ოკუპანტები ან დატოვებენ უკრაინას, ან ჩვენ უზრუნველვყოფთ „ნებაყოფლობითი, დაგეგმილი გაყვანის" პირობებს". - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელები არაადროს დანებდებიან და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. "ჩვენ დავპირდით, რომ არავის არ მივტოვებდით. გმადლობთ, რომ გვენდეთ და არ დანებდებით. ჩვენ გავაფრთხილეთ ოკუპანტები, რომ მათ მხოლოდ სიკვდილი ელოდათ. იმედია, საბოლოოდ ასეც მოხდა.  ამიტომ, ან  რაც შეიძლება მალე დატოვებენ უკრაინას და საკუთარ სიცოცხლეს გადაარჩენენ. ან ჩვენი შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ მათ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, სევასტოპოლიდან და ყველა დაპყრობილი ტე...