„რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია“, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეამციროს ხალხმა ოცნების შანსები, რათა მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით ვეღარ აკონტროლოს ქალაქები და სოფლები! „მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწ...
„მთელ საქართველოში, ხალხის ფულით აშენებული ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ მანდატების ქურდები გამაგრდნენ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ხალხის მობილიზაცია, ვინაიდან ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, უმწეობისა და პანიკის ნიშანია. ექსპრეზიდენტის თქმით, თუ ხალხი „ფორმაში იქნება“, ამჟამინდელი ხელისუფლება მმართველობას დიდხანს ვერ გააგრძელებს. „ბათუმის მერიის შენობიდან დღეს დილიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოყარა აჭარის უზენაესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც წყნარად ელ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ტაქიკარდია და ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე არ არის მოგვარებული. როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრეა. „მას რეალურად აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ასევე, აღენიშნება ტაქიკარდია, ის ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე მოგვარებული არ არის, ყველაფერ ამის ფონზე, მის პირად ექიმს არ უშვებენ და არც უცხოელ ექიმებს, რომლე...
უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ინიცირებისთვის საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და აღნიშნულს, მმართველი გუნდის გარდა, სხვა საპარლამენტო პარტიები ხელს არ აწერენ. „საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვე...
ბათუმის მერიაში ხმაური და დაპირისპირებაა. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს სამართალდამცველებმა სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. როგორც დეპუტატები ახადებენ, ისინი სხდომათა დარბაზში ისხდნენ და ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ელოდებოდნენ, რა დროსაც მათთან პოლიცია მივიდა და არგუმენტის გარეშე, დარბაზიდან გაიყვანა. „ამოვიდა პოლიცია, არანაირი არგუმენტის გარეშე, მოკიდა საკრებულოს წევრებს ხელი და დაიწყო მათი გათრევა“, - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ოპოზიციონერი დეპუტატები მერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა პოლიცია მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად", - ამის შესახებ რუსულ მედიასთან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. რუსი პოლიტიკოსი მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და იუწყება, რომ ქვეყანამ საქართველოს „ევროპული საქართველოს“ მიერ 26 იანვარს ჩატარებული უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. "მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებული ვარ. 26 იანვარს ქართული ოპოზიციის მიერ ჩატარდა ანტირუსული პოლიტიკური აქცია, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფ...
„თქვეს, რომ საზოგადოებას გენდერული ნიშნით ყოფსო. არავის არავისგან არ ვყოფ, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ, განსხვავებული ხედვა. მათთან შეხვედრების დროს ესეც ვიგრძენი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს, განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, თანხმობის ინიცირებულ პროცესში, ქალებს გარკვეული როლი ექნებათ. „თანხმობის ინიცირებულ პროცესში ქალებს გარკვეული როლი ექნებათ. ვიღაცამ უკვე თქვა, რომ საზოგადოებას გენდერული ნიშნით ყოფსო. არავის არ ვყოფ არავისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ, და მათთან შეხვედრების დროს ესეც ვიგრძენი, ცოტა სხვა ხედვა. ჯერ ერთი ჩვენს ტრადიციაში, მანდილიდან დაწყებული, კრავაი ...
„სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს, განაცხადა. მისი თქმით, უტყუარია ფაქტი, რომ როგორც პრეზიდენტი, სალომე ზურაბითვილი თავის სიტყვას ასრულებს. „სიტყვას საერთოდ ვასრულებ და მგონი არავინ არის, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია, ესეც არის ნდობის მომენტი. სწორედ იმ სამ მაგალითზე [უგულავა, ოქრუაშვილი, რურუას შეწყალება] დაყრდნობით დაინახა საზოგადოებამ, რომ როცა ვთვლიდი ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით შეიძლებოდა ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსი...
„ჩემი სრული სოლიდარობა უკრაინას. მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს“, - - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ახლანდელი მსოფლიო განსხვავებულია, მეოცე საუკუნის ქმედებები კი, ანაქრონულია, რის გამოც, მსგავსი მიდგომებით დემოკრატიული მსოფლიო გლობალურ საფრთხეებს ვერ დავძლევს. “დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდ...
„არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა. მინდოდა მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა, „მე პოლიტიკაში აღარ ვარო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს, განაცხადა. მისი თქმით, მის მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივ პროცესში, იგი ხალხზეა დამოკიდებული - საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი რამდენად წინ წავა. „არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა ბოლო 1.5 წელია. მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა, „მე პოლიტიკაში აღარ ვარო“. არც მითქვამს წინასწარ საუბარი რომ ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა… ჩემი გამოცდილება არის ის, რომ არ...
„მგონი, ამაზე დიდი მაგალითი მივეცი, როდესაც შევხვდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც რამდენიმე წლის განმავლობაში მე შემამკეს სხვადასხვა ეპითეტით“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, ეროვნული თანხმობისთვის სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებას იმის ცდუნება არ უნდა ჰქონდეს, რომ არსებული მდგომარეობა ვიღაცების შერიგება-გარიგებით დასრულდება. „მგონი, ამაზე დიდი მაგალითი მივეცი, როდესაც შევხვდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც რამდენიმე წლის განმავლობაში მე შემამკეს სხვადასხვა ეპითეტით. არ მინდა, რომ ეს დაკავშირებული იყო ჩემს ქმედებებთან და არაქმედებასთან. მე მაქვს ინიციატივა, რომელსაც ყველ...
„ჩვენ თუ რაღაცა არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ ჯადოსნურ წრეზე და ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ. ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა, ეს არის ჩემი დასკვნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მის მიერ ინიცირებული პროცესი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება, არამედ იგი საზოგადოებივი პროცესია, რომელშიც ყველა უნდა ჩაერთოს. „საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა. ორი თემაა რეალურად საზოგადოებაში, რა გვეშველება, არის ერთი თემა და როგორ და რამ უნდა გვეშველოს. და მემგონი, რომ ჩვენ თუ რაღაცა არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ ჯადოსნურ წრეზე და...
„ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ანუ აღარ მედავება ზიანის მიყენებაში, ახლა უკვე მაინტერესებს ვინ არის დაზარალებული ამ საქმეში“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იუწყება. მისი განცხადებით, ფინანსურ დანაშაულში დაზარალებული არ არსებობს. „დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ ადამიანი ვის წინაშეც ვიყავით ანგარიშვალდებული, ის ადამიანი დღემდე ჩემს წინააღმდეგ პრეტენზიებს არ გამოთქვამს. მან თქვა, რომ ყველა ის ეპიზოდი, რაზეც წარდგენილი მაქვს, საქმის კურსში იყო და მოწონება ჰქონდა ამას, წინასწარი თუ შემდგომი თუ ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს ...
ფაქტია, ის, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, რაც ქვეყანაში არსებულ ავტოკრატიასა და შიშზე მიუთითებს. - ასე ეხმაურება "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია NDI-ის ახალ კვლევას. მისივე თქმით, ყოველი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს ადასტურებს. ნიკა მელიას განცხადებით, ხალხის დაკვეთა სწორად უნდა იყოს გაგებული და სტრატეგიული კომუნიკაცია მთლიანად შესაცვლელია. „მოკლედ მინდა შევაფასო NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი და ის, თუ რა მიმაჩნია მნიშვნელოვან ინდიკატორებად. პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი ფაქტობრივად არ არის განსახილველი, უარების ძალიან, ძალიან მაღ...
„NDI-ის გამოკითხვებით, „ოცნებისა“ და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია, რაც მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად, იდეალური ნიადაგია“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს. მისი თქმით, შანსი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ „აუფეთქდეს“, არ არსებობს. „რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვებს. ის აკურატულია იმ ნაწილში, სადაც ირიბი კითხვებია დასმული და ხალხის მდგომარეობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროსთან შედარებით, ძალიან სერიოზული გაუარესებაა დაფიქსირებული. რაც შეეხება პიროვნულ და პარტიულ რეიტინგებს, ...
ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ დასვა იგივე დიაგნოზი, რაც „ემპათიამ“ და სახალხო დამცველმა, გავიგე, რომ მისი მეუღლე გაუშვეს სამინისტროდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისდამი ადაიანური დამოკიდებულების გამო „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველი ლონდა თოლორაია, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი, თანამდებობიდან მოხსნა. ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას უარს ეუბნებიან მკურნალობაზე იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გაუარესდება და აზროვნებას ვერ შეძლებს. „მას შემდეგ, რაც გორში "მკურნალობის" შემდეგ ჩემი ნევროლოგიუ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დავით ღონიაშვილი ის პირია, ვინც ღამის 12 საათზე, საათის წართმევის მოტივით თავზე დაახტა. მისივე თქმით, ღონიაშვილი ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. ამასთან, ექსპრეზიდენტი ინფორმაციას ღონიაშვილის წარსულზე ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ის წარსულში შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. "ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე და მაშინ პირველად ვნახე მთელი ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში. სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა ...
ქართულმა ოპოზიციურმა პარტია „დროა“-მ უკრაინის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნა. „თუ გინდათ, მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოთ უკრაინელ ხალხს, მოაწერეთ ხელი პეტიციას!“, - ამის შესახებ პარტია „დროა“ განცხადებას აკეთებს. „ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე; ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტ...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა. მას რეკომენდაცია აბსოლუტური უმრავლესობით, სხდომაზე მყოფმა ყველა წევრმა გაუწია. ხაზგასასმელია, რომ კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს რეკომენდაცია არ მიანიჭა. აღნიშნული პირები, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან. უნდა ითქვას ისიც, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. კომიტეტის წევრებმა მათ მხარი, ...
კორონავირუსის შტამის „ომიკრონის“ ქვევარიანტი BA.2, რომელიც ამ დროისთვის, ჩრდ. ევროპაში, ყველაზე მეტად გავრცელებულია, იმაზე გადამდებია, ვიდრე „ომიკრონის“ BA.1. ინფორმაციას დანიის ჯანმრთელობის მინისტრი, მაგნუს ჰეუნიკი ავრცელებს. „არანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ „ომიკრონის“ BA.2 ქვევარიანტი უფრო უარეს ჯანმრთელობის მდგომარეობას იწვევდეეს, არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, იგი უეჭველად უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე წინა, BA.1 ქვევარიანტი“, - განაცხადა მაგნუს ჰეუნიკმა. გავრცელებული ინფორმაციით, „ომიკრონის“ BA.2 ქვევარიანტი 1.5 ჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე BA.1. ვარიანტი.