დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ - თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში,- ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიზანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებაა. „გასულ თვეს აღვადგინეთ მთელი ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ...
მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და ზოგადად, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც საკმაოდ დაძაბულია... სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. „ბატონ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტი...
ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ბევრ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. „ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე "შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარებას, რომელიც გულისხმობს რკი...
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი და ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. "შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ. ილჰამ ალიევ...
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მათი თქმით, ისინი გმობენ გავრცელებულ განცხადებას და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "ესტონეთი გმობს გავრცელებულ განცხადებას რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის განზრახვაზე ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის 2008 წლის 6-სპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვი...
საქართველოს მთავრობა უფრო კრემლის სტილის პოლიტიკას მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "ფორმულასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა. იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით. "არ ვიცი, რა ტიპის დებატები მიმდინარეობს კომისიაში. ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ განცხადებებს ოფიციალური პირებისგან. მე ვიცი, რა აზრი გამაჩნია. ქვეყანა რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი და საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სანქციებს რუსეთის წინ...
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვას ეხმაურება. ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების არარსებობა ეჩვენებინათ. "ვფიქრობ, შევძელით მაქსიმუმის გაკეთება, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა აბსურდულობა, ერთის მხრივ, პროცესის, ანუ იმისა, თუ სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც მოაქვთ პარლამენტის წარმომადგენლებს თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რამდენად აბსურდულია...
პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. "როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შ...
ევროკავშირის წარმომადგენლობა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქმედება უკანონოა, რაც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. "ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა. ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებე...
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ახალ კანონს გამოეხმაურა. დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მტკიცედ დაიცვან შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებები. "შეერთებული შტატები რჩება გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების მტკიცე დამცველად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ეს ფუნდამენტური უფლებები. იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მოქალაქის ხმა - განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა - იყოს გაგონილი, არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი ელემენტი და ის დაეხმარება საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაც...
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ქალაქ გრანადაში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა. როგორც ბორელმა აღნიშნა, მისი ვიზიტი საქართველოში კარგი იყო, რამაც ქვეყანაში მოვლენათა განვითარებას ბიძგი მისცა. "საქართველოში ჩემი ვიზიტი კარგი იყო, ამან ბიძგი მისცა მოვლენათა განვითარებას. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ათ კანდიდატს უნდა შევხვდეთ და ვესაუბროთ. არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან კანდიდატები, ისინიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის რეცეპტი ევროპული საზოგადოების", - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 7 სექტემბერს ბორელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ა...
ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის გახსნის საკითხს. ზურაბიშვილმა აღნიშნული ფაქტი პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს უქმნის. "რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა დ...
ჩვენი განზრახვაა, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში 20-წლიანი დაპირებების შემდეგ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, იგივე გეგმა ვრცელდება მოლდოვასა და უკრაინისთან დაკავშირებით და "პერსპექტივაში საქართველოსთანაც". "პირველ რიგში, საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე. ვიცით, რომ ჩვენი განზრახვაა, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში 20-წლიანი დაპირებების შემდეგ. იგივე გეგმა გვაქვს მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში საქართველოსთანაც", - განაცხადა შოლცმა.
კიდევ ბევრი გასაკეთებელია... გამოიყენეთ შესაძლებლობა, გააგრძელეთ წინსვლა და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა. ლაიენის თქმით, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის "ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი". "ჩვენ შევაფასეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი კიდევ გასაკეთებელია. მთავარი გზავნილია, რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელოთ წინსვლა, იყოთ მკაფიო რეფორმების განხორციელების და იმ პოლიტიკის განხორციელების პროცესში, რომელზეც შევთანხმდით", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გმობს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის სამხედრო ოკუპაციის გაძლიერებას ემსახურება. "საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის მიერ ამ გადაწყვეტილების დაგმობა შეუძლებელია იყოს საკმარისი, თუ ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ, როგორც სახელმწიფომ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისგან დღეს დილამდე თავს ვიკავებდით, რადგან ველოდით ...
მესიჯი ჰქონდათ, რომ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლა იკრძალება, რაც ტყუილია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონით პოლიციას საშუალება ეძლევა, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. "მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული "შეკრე...
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის გახსნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ დაუშვას. "საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ. ეს არის ხელისუფლების პოზიცია. რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა ხელისუფლების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთადერთი რეაგირება, ე.ი. ასე ჩაითვალა ს...
„კაგებეს“ ტაქტიკა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად დაბრენდონ, აღარ გაუვათ - თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უმრავლესობას მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონი სწორია და ის საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს პასუხობს. „თუ ვეტო იქნება, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაძლევს მას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და პასუხობს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალური ჯგუფების ნაწილი ან წამხალისებლები...
პარლამენტში იმპიჩმენტი დადგება თუ არ დადგება, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა, ეს იქნება განაჩენი მის ქცევასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 3 დღის განმავლობაში შეძლო ის, რომ საქართველოში ყველა ქალაქში, ყველა ოჯახში შევიდა ის სიტყვა, რომელიც კონსტიტუციას შეეხება. ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის გასაგები გახდა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვ...