მიხეილ ყაველაშვილმა საგარეო მრჩევლად ლუკა ეხვაია დანიშნა - ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახურში ადასტურებენ. BMG-ის ცნობით, ეხვაიას ხელფასი 6 424 ლარია. ლუკა ეხვაია ანტიდასავლური მემარცხენე პლატფორმის ავტორია. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტას ის საჯაროდ ზეიმობდა და მას "გარე მტრად" მოიხსენიებდა. "ნამდვილო ქართველებო, გილოცავთ, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით დეკოლონიზაციისა და დამოუკიდებლობის გზაზე, თანამედროვე სამყაროს უდიდესმა იმპერიამ და დაღმავალმა ჰეგემონიურმა ძალამ - აშშ-მა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა, რითაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა. ყველა მხრიდ...
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და საავადმყოფოებზე. „პუტინი დათანხმდა "შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე", მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებზე, საავადმყოფოებზე. სავარაუდოდ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდება მიზნად ისახავდა ადამიანური მსხვერპლის შეჩერებას და არა რუსული აქტივების დაცვას. ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა ...
საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან - მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე წერს. „საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან. მე მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მოქალაქეების მოწოდებას ანგარიშვალდებულებისკენ და არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით“, - წერს უიკერი.
ვლადიმერ პუტინის პირადი ექიმი, ლეონიდე ბოკერია, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება. ადგილობრივბის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში დელეგაცია ფოთში იმყოფებოდა, გუშინ საღამოს კი შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფისაკენ” გაემართნენ. ჟურნალისტთა დელეგაციაში იმყოფებიან “ისტანკინოს”, “ნტვ” სა და ტვ “რასიას” გადამღები ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვისი მიწვევით იმყოფება რუსების დელეგაცია საქართველოში. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ რუსი ჟურნალისტები გადაღებებს აწარმოებენ, ხოლო თავად ლეონიდე ბოკერია გარკვეულ შეხვედრებს მართავს დახურულ დონეზე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აცრცელებს. ამ დროისთვის, საზოგადოებისთვის უცნობია შეხვედრის თემა შეგახსენებთ, რომ პარასკევს ელჩი დანიგანი ,,ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭირიშვილს შეხვდა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი გაყიდა - ამის შესახებ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადების თანახმად, უძრავი ქონების მყიდველი შპს "ევ დისტრიბუშენი" იქნება, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე იკავებს, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი თამაზ ცოფურაშვილი. უძრავი ქონების მთლიანი ფართობი 4,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მასზე განთავსებული ნაგებობის ფართობი 2406 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აღნიშნული ოფისი პარტიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გახსნა.
ჰოლანდიის პარლამენტიდან კარგი ამბავი გვაქვს, მთავარი ოპოზიციური პარტიის, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალური წესით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეკომპანია „იმედის“ საკითხთან დაკავშირებით - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ დემოკრატიული სამყაროს კანონები და სამართალი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან მხილებულები და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „რეჟიმს“ მხარს უჭერენ, გასამართლდეს. „საგარეო მიმ...
კობახიძის გუშინდელი განცხადებები აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმი პანიკაშია – ისინი თავის გადარჩენას ცდილობენ. - ამის შესახებ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა. პოლიტიკოსის თქმით, "მათი შეცვლილი რიტორიკა ტრამპზე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქოცები ცდილობენ, ახალ რეალობას მოერგონ და ცრუ პროპაგანდის გაძლიერებით შეინარჩუნონ გავლენა მაგრამ მათი იზოლაცია და წნეხი მხოლოდ იზრდება. მოძალადე რეჟიმთან დასავლეთში ურთიერთობას აღარავინ იჭერს – მათთან ურთიერთობას თავს არიდებენ ელჩები, საერთაშორისო პარტნიორები და ფინანსური ინსტიტუტები". სანქციები უკვე მოქმედებს. სავიზო შეზღუდვები რეალურია, „მეგობარი აქტიც" აუცილ...
ზედიზედ 105 დღეა, არაჩვეულებრივი ქართველი ხალხი გამოდის ქუჩებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, უარყოფს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამყიდველი რეჟიმის მაფიოზურ კორონაციას, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოსა და მისი მომავლის მიმართ მათი მტკიცე სიყვარული და დაცვა ამაო არ იქნება“, - აცხადებს უილსონი.
“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული. კერძოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) ავტორობით წარდგენილ კანონპროექტს კიდევ ერთი თანასპონსორი, კონგრესმენი ტომ სუოზი (დემოკრატიული პარტია) შეემატა, რითაც თანასპონსორების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სუოზის გარდა, თანასპონსორები ასევე არიან: რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი, და დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა. ცნობისთვის, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აშშ-ის ხელისუფლებას უკრძალავს საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას, “რომელსაც ხელმძღვანელობს ...
მოსკოვს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე, მაგრამ ის, რაც რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან დღემდე მოისმინა, ზოგადად, დამაიმედებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა გარანტირებული უნდა იყოს. შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც აქამდე მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ზოგა...
ჩვენი საქმეები უკან და უკან მიდის. ჰიბრიდული ომია ის, რომ ყველაფერი გააბანძონ, ყველაფერი ტალახში ათრიონ. ხალხს უთხრან, რომ არაფრის ღირსები არ არიან, უუნარო, უნიჭო, მონური ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. მან დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის ხელფასი 3000-დან 4000 ლარამდე იყო, ამ ფულით კი „ვერც ტრამპს გაუმასპინძლდებოდა და ვერც ჰილარი კლინტონს“ და ეს ყველაფერი საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები იყო. „ძალიან კარგად გვესმის რა საქმე იხილება დღეს აქ. დღეს იხილება საქმე, რომელიც იმ რუსული...
საქართველო არის იქ, სადაც მინიმუმ ბოლო 3-ათასი წელი ვართ და ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები საქართველოს გარშემო ყოველთვის მიმდინარეობდა - ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინა, რომელიც ზოგიერთებს მიენდო! უკრაინას ხომ შესთავაზეს ზურგი, მაგრამ ვნახეთ, როგორ ივარგა ამ ზურგმა 1994 წელს, როცა უკრაინას ბირთვული იარაღი დაათმობინეს! ან სად არის 2022 წლის თებერვალში მიცემული ზურგი?! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ მათ სხვებისთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველო დღეს მგლოვიარე და უკრაინის მსგავსად, განადგურებული ქვეყანა იქნებოდა. „3-ათასი წელი ამ პირობებში ვართ. ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ მაინც უნდა გვასწავლოს რაღაცე...
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, 2025 წლის 8 მარტს საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება. საიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმას. ყოველწლიურად 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. მამაკაცთა და ქალთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, მიზანმიმართულად აუ...
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, მისივე თანაპარტიელების დაკავების ფაქტს სამარცხვინო და უღირს საქციელად აფასებს. ამ ლაზერით აუცილებლად განათდება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საქართველოს მომავლის დასამარებაში მონაწილეობს და თუნდაც თავისი ამ პატარა სამარცხვინო ნაბიჯით ცდილობს, რეჟიმს ასიამოვნოს და წაიღოს ის ლაზერი, რომელიც ამ პროტესტის 100 დღეს განასახიერებს, პროტესტის მედეგობას და მდგრადობას განასახიერებს. პროტესტი და სახალხო წინააღმდეგობა არის ის, რაც დაამთავრებს სამარცხვინო, უღირსს და კომიკური სახის მქონე რეჟიმს". - განაცხადა საბა ბუაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 მარტს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გ...
გრძელდება ჟურნალისტების, როგორიც მზია ამაღლობელია, უკანონო დასჯა „ქართული ოცნების“ მიერ, უკანონოდ დაკავებულები ახლავე უნდა გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „გრძელდება ჟურნალისტების, როგორიც მზია ამაღლობელია, უკანონო დასჯა “ქართული ოცნების” მიერ. დღეს ზედიზედ მე-100 დღეა რაც საქართველოს პრო-დემოკრატიული დემონსტრანტები ქუჩაში გამოდიან - უკანონოდ დაკავებულები ახლავე უნდა გათავისუფლდნენ”, - წერს შაჰინი.
ზედიზედ 100 დღეა მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას, ამერიკა იმოქმედებს! - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ზედიზედ 100 დღეა მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და მყარად დგას იმის მიუხედავადაც, რომ რეჟიმი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო რეპრესიასა და ტირანიაში. ამერიკა იმოქმედებს! #MEGOBARI. თვალყური ადევნეთ,” - წერს უილსონი.
უწყვეტი პროტესტის მე-100 დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. მათ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ. საზოგადოება კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე უკანონოდ დაკავებულები ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ამ მოთხოვნებს მოქალაქეები უკვე 100 დღეა უწყვეტად აჟღერებენ.
საქართველოს შეიძლება არ აქვს წიაღისეულის თვალსაზრისით მდიდარი რესურსები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც უკავშირდება სატრანზიტო შესაძლებლობებს, რათა მართლაც მდიდარი რესურსები, რომელიც არსებობს დღეს ცენტრალურ აზიაში საქართველოს გზით გავატაროთ და მივაწოდოთ დასავლურ ბაზრებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ეს არის ის, რამაც შეიძლება დააინტერესოს აშშ, რათა გადატვირთოს სტრატეგიული ურთიერთობები, თუმცა ამას ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ ინიციატივას, რომელიც ამერიკი...
თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს შესაძლოა, საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, სად იმყოფება და როგორ გადაკვეთა საზღვარი თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა. „მე არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას, შესაბამისად, ალბათ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ არ იცის, როგორ გავიდა, საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი, ან საერთოდ გავიდა თუ არა“, - განაცხადა კალაძემ. 4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით, ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები“ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბაჩიაშვილმა არ და...