ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფ...

ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს. ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, პროექტი მომზადებულია „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალ-დემოკრატების“, „განახლებული ევროპის“, „მწვანეების“ - „ევროპული თავისუფალი ალიანსისა“ და „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფების“ წევრთა სახელით. „ექსპრესნიუსი“ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების რეზოლუციის პროექტს უცვლელად გთავაზობთ: „ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდ...

ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში უკვე გაემგზავრა. "დაგეგმილია საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის გახსნით სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან&...

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. პრეზიდენტმა გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო.​

მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელი...

წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქციებზე საუბარი "მარაზმია". "სანქციები კი არა, სამშობლოსთვის, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ. წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ, მარაზმია მათ შორის.  ე.ი. ჩვენ რომ აზრი გაგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საქართველოსთვის, გაჭვირვალობისთვის და გამჭვირვალობა თვითმიზანი კი არ არის - იმისთვის, რომ  ქართველმა ადამიანმა იცოდეს, რა ფული შემოდის და რაშ...

კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩო...

გუშინ, ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე, ვგულისხმობ ბატონ პეტრას აუსტრევიჩუსს - კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩოსგან შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პოლიციაზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა. "აუსტრევიჩუსი გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრია, ის არის ლიიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში. ეს არის თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ვინაიდან ის არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენე...

კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქ...

ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ოცნება", ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. კრამონმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, "თავისი მარიონეტებით ცდილობს, რომ საქართველოში "რუსკი მირი" დაამყაროს. "ძვირფასო კოლეგებო, სტუმრებო საქართველოდან, ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ქართული ოცნება" ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის მარიონეტების წარმოდგენა და მარიონეტების პატრონი, რომელიც ამ თოჯინებს ათა...

ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებ...

ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს იმიტომ, რომ ეს ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ სტრასბურგში საქართველოს შესახებ  მიმდინარე დებატებზე განაცხადა. ანა ფოტიგამ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა. "ხალხს კიდევ ერთხელ მიადგა დარტყმა მას შემდეგ, რაც ეს კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას”, - განაცხადა ფოტიგამ.

კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შ...

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსი სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა. კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე დაბრკოლებაა. "აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს მიიღოს რუსული ტიპის კანონი იმისთვის, რომ მიზანმიმართულად დააბრუნოს საქართველო რუსეთისკენ და ეს არის მცდელობა, საქართველოს მთავრობის კრემლს აჩვენოს, რომ მათი საკითხი იქნება დღის წესრიგში საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს.  ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი იმ...

მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო ...

საკამათო თემა გახდა, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ინ ვიტრო განაყოფიერების კონტექსტში, ამბროლაურში, საკონსტიტუციო განხილვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აბორტის საკითხი რთულია და კარგი დაფიქრება სჭირდება. მისივე თქმით, მმართველ გუნდს ხელოვნური განაყოფიერების საკითხებზეც აქვს „დისკუსია და კამათი” ეკლესიის წარმომადგენლებთან.  „ეს არის თემა, რომელიც იმხელა მსჯელობის საგანია, და სხვათა შორის, არამხოლოდ აბორტთან დაკავშირებით… შარშან ჩვენ, წლის ბოლოს - ნოემბერ-დეკემბერში, დიდი მსჯელობა და კამათიც, არ დაგიმალავთ, გვქონდ...

კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკ...

არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებულ დებატებზე საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, "სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში და არ შეიძლება, ევროკავშირს რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს". „თქვენ გახსოვთ 3 რეზოლუცია, სადაც ისინი კეზერაშვილს აცხადებდნენ მაგალითად საწყალ დევნილად, სადაც აცხადებდნენ სააკაშვილს და გვარამიას პოლიტპატიმრებად და სადაც ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არავით...

გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორი...

გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი, რომ „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია იყო პოლიტპატიმარი „მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ". „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მი...

პრემიერი - ჩვენ ხალხის სახელით ს...

ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველი პარტიის რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს 60%-ს აჭარბებს. „ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ესენი არიან არსებითად ის ადამიანები, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებულები და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ასევე „ენჯეოები" საუბრო...

მამუკა მდინარაძე - ვისაც არ უნდა...

ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პარტიული დავალებაა, რომ სურვილის შემთხვევაში, ადამიანების დედაქალაქში ტრანსპორტირება და შეკრებაში მონაწილეობა უზრუნველყონ. "29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდოლიბერალებში, "ნაციონალურ მოძრაობაში", რადიკალურ ოპოზიციაში და ხდება მათი პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. დასდევენ, საჯარო მოხელე იქნება თუ არა... ...

ვაშაძე - მივმართავ ივანიშვილს, კ...

მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს - ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? გეშინიათ, სუსტები ხართ, დამთავრებულია თქვენი საქმე! - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე "ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებას ეხმაურება და ამბობს, რომ  მმართველ პარტიას ხალხი დედაქალაქში იძულებით ჩამოჰყავს. "29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს. რას აპროტესტებთ?! რისთვის კრებთ ხალხს, იძულებით რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები თბილისში. პირდაპირ ვამბობ, ეს თქვენი სისუსტის მაჩვენებელია. რას ითხოვთ ევროკავშირში არ შევიდეთ?! თუ აპროტესტებთ და კონტრაქც...

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ...

ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქართველი ხალხის ინტერესშია. "როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობის კანონზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენი ვიცით მაგალითები - მაგალითად, "ევროპის დემოკრატიის ფონდი", რომელიც მალავს თავის დაფ...

პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კა...

29 აპრილს "ქუდზე კაცი" უნდა გამოვიდეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ქართველმა ხალხმა ზიზღის კამპანიას უარი უნდა უთხრას". "მნიშვნელოვანია, რომ 29-ში დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო პირიც და ბიზნესმენიც, "ქუდზე კაცი" უნდა გამოვიდეს რუსთაველზე იმიტომ, რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით მათ შორის, ამ ზიზღის კამპანიას ქართული ღირსებით და ღირებულებებით უნდა ვუთხრათ უარი...

ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას შეეხო. „ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარ...

ბორელი - EU-ის საგარეო მინისტრებ...

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. ბორელის თქმით, „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო“. „ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ზეპირი ანგარიში ამ მოვლ...

მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშ...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აქციაზე დასწრება თავად ივანიშვილის სურვილია. "ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება - ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას. ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს მართლა - ხალხო, ჩაატარეთ აქცია, რომ ვაჩვენოთ, რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია. ამას გვეხვეწებიან ამ დღეების განმავლობაში. ეს კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ და ვისაც სურვილი აქვს, მოვა და დააფიქსირებს, რო...

29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტ...

პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილისთვის დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, „29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს“. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია“. ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სა...