პრემიერი - ოპოზიცია იფუჭებს რეპუ...

ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. პრემიერის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. „პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოებ...

პრემიერი - პარლამენტის პირველ შე...

ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, „ოპოზიციის ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი“. „საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ რა თქმა უნდა, ახლაც. აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ...

გასულ ღამეს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეგრამის" არხი "რესპუბლიკა" ავრცელებს. „ოპოზიციის წევრების“ - ომარ სმირის, გარი კოკაისა, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუასა და ასლან გვარამიას დაკავებას ძლიერი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.  დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მოგვიანებით ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს.

ცესკო - საარჩევნო პროცესში ჩართუ...

საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. ცესკოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. "მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ ამ საკითხთან დაკავშირე...

როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები...

ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ,- ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპული დელეგაციის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე.  კალაძის თქმით, ეს არის პირდაპირი მოწოდებები, რათა ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს.  „ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბოლო წლებია პირდ...

კახა კალაძე ოპოზიციაზე - მარტივი...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.  მისი თქმით, „ბუნებაში მსგავსი რამ არ არსებობს“. „ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. რა მტკიცებულებებზეა საუბარი? ამას ვამბობთ ამდენი ხანია. არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა და მას შემდეგ მიდის საუბარი ამაზე. ჯერ იზეიმეს 20:00 საათზე, მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული. მარტივი კითხვაა - რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა? მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, იგებდნენ რაღაც გაუგონარი კვლევებით, ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეჰყავდათ და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს ცრუ ბრალ...

შალვა პაპუაშვილი - გუშინ ვიხილეთ...

გუშინ, ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, „ეს ყველაფერი ევროპის სახელით“ ხდება. „ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად. გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი - ევროპის ს...

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიც...

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - დაძაბულობა ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რის შემდეგაც ოპოზიციის წევრებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შეკრებილების მოთხოვნა “ოპოზიციაში მყოფი უკანონოდ დაკავებული პირების“ გათავისუფლებაა, რომლებიც “რუსული ინვესტიციების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცირებას ეწინააღმდეგებიან. მედიის ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.

კალაძე EU-ის 8 ქვეყნის საპარლამე...

ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, მათ საქართველოს მოსახლეობას თავი სიცრუით დაამახსოვრეს. „ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მ...

პარტნიორებს ესმით, რომ გაყალბები...

ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერ ექნება არჩევნებს, სადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების უგულებელყოფა მოხდა,- ამის შესახებ “ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, “საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით რომ გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო და სწორედ ამიტომ არ არსებობს არჩევნების საერთაშორისო აღიარება“. “ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან კარგად და ესმით რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი და სწორედ ამიტომ არ არის სა...

საუბარი იყო, რა შეიძლება გააკეთო...

საუბარი იყო იმაზე კონკრეტულად, ევროკავშირმა რა შეიძლება დღეს გააკეთოს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები და ამ არჩევნების საერთაშორისო არაღიარება მოხდეს,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც დოლიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე კონკრეტული პირების მიმართ სანქციების გამოყენებაზეც ისაუბრეს. “საუბარი იყო იმაზე კონკრეტულად, ევროკავშირმა რა შეიძლება დღეს გააკეთოს, რომ “ქართულმა ოცნე...

პავილიონისი EU-ში გაწევრიანებაზე...

როდესაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების [ევროკავშირთან], ისინი იტყუებიან,- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პავილიონისმა აღნიშნა, ქართული მთავრობა „გამოცდას ვერ აბარებს“. „ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. „ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან“,- განაცხადა პავილიონისმა [სინქრონული თარგმანი]. შეგ...

როთი - სანამ ნათელი არ მოეფინება...

სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირი ამ არჩევნებს ვერ აღიარებს როგორც ლეგიტიმურს,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც როთმა აღნიშნა, თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარდება, ინდივიდუალურ სანქციებს მოითხოვენ და საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტაზეც იქნება. „ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ მოხდეს გამოძიება ამ სერიოზული განაცხადებისა... მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება არ ...

შალვა პაპუაშვილმა EU-ის 8 ქვეყნი...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უთითებს, რომ მან დელეგაციას უარის მიზეზი წერილობით განუმარტა. "როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი“,- წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ და დელეგაციისადმი მიწერილ ოფიციალ...

სალომე ზურაბიშვილი EU-ის 8 ქვეყნ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, თბილისში EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები არიან.

ირაკლი კობახიძე ბაქოში გაეროს კლ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ. „ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში...

სალომე ზურაბიშვილი EU-ის 8 ქვეყნ...

ხვალ, 11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 11 ნოემბერს, თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა. როთის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თა...

ფრანგი ევროპარლამენტარი - რუსეთმ...

ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“,- ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან, ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ლუაზო აღნიშნავს, რუსეთმა გამონახა დრო, რომ საქართველო თავის კონტროლს დაუქვემდებაროს. "ბუდაპეშტში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს „საქართველოზე საუბრის დრო არ ჰქონდათ“. მოსკოვმა, თავის მხრივ, გამონახა დრო რომ ის თავის კონტროლს დაუქვემდებაროს. ჩვენ ვერასდროს ვსწავლობთ",- წერს ნატალი ლუაზო.

თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამო...

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა, გაყალბებული არჩევნების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.  ბოკუჩავას თქმით, “სერიოზული გამოძიება გულისხმობს საერთაშორისო აქტორების ჩართვას საგამოძიებო პროცესში, სადაც პროკურატურა კი არ მიითვისებს ხმის მიცემის და ვერიფიკაციის აპარატებს, არამედ რეალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება”. "არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებას, ან თინა ბოკუჩავას პროკ...

ირაკლი კუპრაძე და თენგო თევზაძე ...

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი წევრი თენგო თევზაძე და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისინი პირად სოციალურ ქსელში ავრცელებენ. როგორ ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, ის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს, თუმცა მზად არის, რომ სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლესთან წარადგინოს "ქართული ოცნების" გაყალბების სქემა". "ქართული ოცნება აგრძელებს საგამოძიებო ფარსს პროკურატურის მონაწილეობით. დამირეკეს და დამიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში. რა თქმა უნდა პროკურატურას ვუცხადებ უნდობლობას. თუმცა მზად ვარ, სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან წარვადგინო და ვამხილო ქართული...