ნინო წილოსანი ხოშტარიაზე - თუ ში...

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი,  პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაწყებულ შიმშილობის ფაქტს ეხმაურება.  წილოსანის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, რას ცდილობს ამით, მისთვის უცნობია.  "ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღო. რას აკეთებს ამითი, თუ ის აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს, ნამდვილად ვერ მოვუწონებ ამას. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის." ცნობისთვის, პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში...

უნდა გადავცე პატრიარქის თხოვნა, ...

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.  მისი თქმით, თან აქვს პატრიარქის გამოგზავნილი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა სააკაშვილს შემშილის შეწყვეტას სთხოვს.  "კიდევ ერთხელ მოვედი მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით, ისევ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი, რომლის შინაარსიც შეეხება ისევე მის პრინციპულს პოზიციას. თხოვნა უწმინდესობის რომ შეწვიტოს შიმშილობა.  - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.  შეგახსენებთ, პატრიარქის მდივანი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად 7 ოქტომბერსაც მივიდა და მოუწოდა, შიმშილობა შეეწყ...

მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო მა...

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების თაობაზე წერილობითი განცხადებით პარლამენტს ოფიციალურად უკვე მიმართა. ხაზარაძის მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია. საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტის წინ ოპოზიციის შეკრებაზე გაანაცხადა. "ჩემი გამოცდილება, რომელიც მე ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - ეს არის მანდატი და მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად, ქუჩაში გავაგ...

მოსამართლეები - მოსამართლეთა კონ...

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის მხრიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის, პაატა სილაგაძის და გიორგი გოგინაშვილის არჩევას მოჰყვა. განცხადების თანახმად, მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება  სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულებაა. "გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებულ შეფასებებს, რადგან ისინი აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია. ყველა სუბიექტს შევახსენებთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწი...

მიხეილ სააკაშვილი - ნუ გაქვთ მოლ...

მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს.  სააკაშვილის თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ მას ეს რეჟიმი გაანთავისუფლებს, რადგან პუტინის პირადი პატიმარია.  „მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობის და აქტივობის პროცესს. ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა „ოცნება“ და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და „ძველი ბიჭებით“ თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მოქმედებს რეჟიმის სიძ...

ადვოკატი - სააკაშვილის ანალიზები...

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში. "პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, მტკნარი სიცრუეა და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია. გუშინ ვნახეთ, რომ 2 ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა — პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს უკვე პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საჩქაროდ არის გადასაყვანი კერძო კლინიკაში, სამოქალაქო კლინიკაში", — ამბობს ბასილაია. ადვოკატის თქმით, პულსისა და წნევის კონტროლი უფრო და უფრო რთულდე...

ელენე ხოშტარია - ვაგრძელებ შიმში...

მინდა ვთქვა „ქართული ოცნების“ გასაგებად, არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდრმა, ელენე ხოშტარიამ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც მან გუშინ შიმშილობა გამოაცხადა. ხოშტარიას თქმით, ის გააგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და არ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარანტიები. „აბსოლუტურად მშვიდად ვაგრძელებ პროტესტს. ერთი რამ მინდა, ვთქვა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გასაგებად, მე ვარ პარლამენტში, ეს პროტესტის ფორმა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას...

მამუკა მდინარაძე -  მიხეილ სააკა...

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება - ეს ასეც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი სიტყვების თქმას. ამის საფუძველს მე ისიც მაძლევს, რომ დღეს ის კარგად არის. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კარგად იქნება, ესე იგი სხვა რაღაცაშია საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“  ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი იმ პარტიის ლიდერია, რომელის დროსაც  ადამიანები  კვდებოდნენ მათი შეკვეთით, ქალებსა და კაცებს აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით. „მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება - ეს ...

სააკაშვილი ემიგრანტებს: გადადეთ ...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს და ქართველ ემიგრანტებს მიმართავს.  სააკაშვილი მათ მოუწოდებს, რომ გადადონ ფული და ერთი დღე ჩამოვიდნენ თბილისში, რათა შემდეგ გამარჯვერბულები წავიდნენ.  „მიმართვა ქართველ ემიგრანტებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში აწყობს აქციებს. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილის...

მიზანმიმართულად ქალის მიმართ ძალ...

პარლამენტის გენდერულმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას და "ქართული ოცნების" წევრ შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილა და დაადგინა, რომ "ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა არ ყოფილა". აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. რაც შეეხება, მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ხელაშვილის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ნონა მამულაშვილის შეურაცხყოფას, ნინო წილოსანი აცხადებ, რომ აღნიშნული კონფლიქტი თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილსა და "ნაცმოძრაობის" წევრ თინ...

სააკაშვილის ადვოკატი: სასამართლო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების მე–12 დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომებს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებები დარღვევულია და მისივე თქმით, თუ შეეცდებიან, სხდომა დისტანციურად ჩაატარონ, დაცვის მხარე ამაზე უარს იტყვის.  "დღეს 34-ე დღეა ის შიმშილობს და ლოგიკურიცაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აქედან გამომდინარე მიიღო კონსილიუმმა გადაწყვეტილება, მისმა პირადმა ექიმმა, რომ ჩაეტარებინათ გარკვეული ანალიზები.  34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართ...

იან კელი მოსამართლეთა დანიშვნაზე...

პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი, იან კელი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას. იან კელი სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებას ციტირებს, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნაზე განცხადება გაავრცელა. ცნობისთვის, საქართველოში აშშ–ის საელჩო წერს, რომ დასანანია, სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო წევრების არჩევნა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით. აშშ–ის საელჩო მიიჩნევს, რომ ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხა...

ნიკა მელია – ფართომასშტაბიანი აქ...

ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ახლა იწყება, გამარჯვებამდე, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკა მელიამ საპროტსტო აქციები დაანონსა და თქვა, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ შენელდება მანამ, სანამ არ გაიმარჯვებს სიმართლე.  "ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენ არჩევნებში დავუპირისპირდით ვის, რას, ძალიან კარგად ვიცით და ამაზე ყურადღებას არ მივიქცევთ, მაგრამ ეს ბრძოლა კი არ დასრულებულა, ახლა იწყება, გამარჯვებამდე. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა და არა იმიტომ, რომ ასე გვსურს – არა, ჩ...

სააკშვილი - ახლა საჭირო მანდატებ...

საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის, კონკრეტულ მომენტში საჭიროა ხალხის მანდატით აღჭურვილი ჩვენი წარმომადგენლების პარლამენტში ყოფნა - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის მის პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს.  მისი თქმით, ესაუბრა თანამებრძოლეებს, რა დროსაც კონრეტული კითხვები გაჩნდა. სააკაშვილის თქმით, მასთან შემოსასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის საპარლამენტო მანდატია საჭირო. ასევე, საჭიროა საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის. ამიტომაც მისივე თქმით, ამ ეტაპზე მანდატების შენარჩუნება სჯობს.  "პარლამენტიდან მასობრივად გამოსვლასთან დაკავშირებით: მე დღეს შევხვდი და ასევე წერილობითი კომუნიკაცია მქონდა ჩემი თანამებრძოლების დიდ ნაწილთან. პრაქტიკულად ყველ...

ხატია დეკანოიძე - პარლამენტში არ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო მანდატი ოპოზიციას ესაჭიროება, რათა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და რათა შეძლონ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება. ამის შესახებ დეკანოიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური სამსახურის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ექსპრეზიდენტს უკვე მოახსენა.  "თქვენ იცით, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა, ის ისევ იმ პოზიციაზეა და მეც ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ წერილში. მაგრამ აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მე ხაზი უნდა გავუსვა, რა თქმა უნდა, მეც ეს ვუთხარი – პირველი, რომ ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რ...

ნიკა მელია - ყველაზე დიდი დანაშა...

რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს ამ კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი ხელისუფლების კლანჭები ჰქვია - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  მისი თქმით, პროტესტი დღეს ბათუმში დაიწყება და პარალელურად ყოველდღე გაიმართება რუსთავის ციხესთან, სანამ არ დაიხსნიან ექსპრეზიდენტმ სააკაშვილს. "ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს. დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ და პირიქით. ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი! დიახაც, საქართველო იწყებს პროტესტს, სამართლიან პროტესტს. ეს დღეს იწყება ბათუმში, ველოდებით ბათუმ...

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ...

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა, რომელიც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში ჩამოვიდა, სოციალურ ქსლეში განცხადებას ავრცელებს.   მისი თქმით, საქართველოს ელჩთან შეხვედრა გამართა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთონ.  "შეშფოთება გამოვთქვი 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში უკრაინის საელჩოში შემოსული საჩივრების, მათ შორის ქართველი მესაზღვრეები მიერ უკრაინელი მოქალაქეების საზღვარზე არ შეშვების, ხანგრძლივი საპასპორტო კონტროლის და უკრაინაში იძულებით დაბრუნების ფაქტებზეც. 26 ოქტომბერს მსგავს ვითარებაში მეც აღმოვჩნი. უკრაინის მოქალაქისა და რეფორმების ეროვნულ...

მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთმა დ...

ივანიშვილის ბანდას ეშინიათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტია, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.   წერილი ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.  როგორც სააკაშვილი წერს, "ქართულმა ოცნებამ" "ნაცმოძრაობის" გამარჯვება გააბათილა, მერე კი მოუწოდა მოსახლობას გარეთ გამოსვლას აზრი არ აქვსო, რადგან  მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მათი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის ეშინია.  "ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამა...

„ლელოს“ ფრაქცია საპარლამენტო ბოი...

საქართველოსთვის“ წევრები საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან და აცხადებენ, რომ არ მიიღბემ მონაწილეობას პარლამენტის პლენარულ სხდომებში, სანამ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვას. ფრაქციის წვერმა სალომე სამადაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მიიღონ მათი განაცხადი ბოიკოტის შესახებ როგორც სერიოზული გაფრთხილება და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და შემდგომი გაუარესების საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, საქართველოს ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. "დღეს არის 33–ე დღე, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იმყოფება საპატიმროში, შიმშილო...

ნიკა მელია აცხადებს, რომ აქციები...

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს ბათუმსა და რუსთავში საპროტესტო აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღებული და ქვეყნის ექს–პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული. მისივე თქმით, ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს და დამარცხებულებს აცხადებ გამარჯვებულად.  "ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს და დამარცხებულებს აცხადებ გამარჯვებულებად და პირიქით, ამიტომ ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი, ამიტომაც, საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს, ეს იწყება დღეს, ბათუმში. ველოდებით ბათუმელებს, 17:00 საათზე ...