გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - ...

გერმანიის ეკონომიკურ საქმეთა მინისტრის რობერტ ჰაბეკის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მკაცრი შედეგები მოჰყვება.  უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის მილსადენის ამუშავება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამის შესახებ მინისტრი გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ს ესაუბრა. "გეოპოლიტიკური კუთხით, მილსადენი შეცდომა იყო. გერმანიის და ავსტრიის გარდა მას ყველა ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა. თუმცა მილსადენი აშენდა, გაეშვება თუ არა ის ეს საკითხი ჯერ ღიაა და ის ევროპული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით გადაწყდება." - თქვა ჰაბეკმა.

მოსკოვმა დიდი ბრიტანეთის 7 წარმო...

რუსეთის ფედერაციამ დიდი ბრიტანეთის 7 მოქალაქეს ქვეყნის საზღვრების გადაკვეთა აუკრძალა. აღნიშნულის მიზეზად, დიდი ბრიტანეთის მიერ, აგვისტოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სახელდება, რომელიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირდება. „ლონდონის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, გადაწყდა პერსონალური სანქციების დაწესება დიდი ანტი-რუსულ საქმიანობაში ჩართული ბრიტანეთის წარმომადგენლების პროპორციული რაოდენობისთვის. მათ რუსეთის ფედერაციაზე ტერორის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. The Moscow Times-ის ცნობით, მოსკოვი ლონდონს „დესტრუქციული კურსის“ გაგრძელებაში ბრალს სდებს. ...

მარიამ ჯიშკარიანი - აუცილებელია,...

ცენტრ „ემპათია“-ს ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აუცილებელია ცენტრ „ემპათია“-ს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაკმაყოფილდეს და მოძიებული იქნას ისეთი კლინიკა, რომელშიც ექს-პრეზიდენტის მკურნალობა ნეირორეაბილიტაციის მიმართულებით შესაძლებელი გახდება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა და ის ჰოსპიტალია პასუხისმგებელი, რომელშიც აღნიშნული პირი ახლა მკურნალობს. „პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების სისტემა და ის ჰოსპიტალი არის, სადაც მკურნალობს. სამწუხაროდ...

ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისფულე...

ოპოზიციური პარტია „დროა“-ს ლიდერი, ელენე ხოშტარია შრომის ინსპექციის მიერ ღამის კლუბებისთვის ღონისძიებების ჩატარების უფლების არ მიცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისფულება საზოგადოებას ფაქტობრივად ეუბნება, რომ მას „ყველა და ყველაფერი ჰკიდია“. მისივე თქმით, სწორედ ეს არის ამ მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა, რის გამოც, დღეს ღამით, მოსახლეობა ერთად უნდა გავიდეს ქუჩებში და კლუბი იქ მოაწყოს. „აი, ასეთ რამეებში გამოიხატება ამ მთავრობის მთავარი პრობლემა: „ყველა და ყველაფერი გვკიდიხართ“ - ფაქტობრივად ამას ამბობენ.  რავი, გავიდეთ ქუჩებში და იქ მოვაწყოთ კლუბი, დღეს ღამე. როგორ უნდა ვყლაპოთ ეს?!“, - წერს ელენე ხოშტარია თავის “ფეი...

"მობილური იუსტიციის სახლის" პროე...

"ჩვენ ვგეგმავთ „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტის კიდევ უფრო გაფართოებას, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ადამინებმა ადგილზე მიიღონ მომსახურება, არამედ იმისთვისაც,  რომ დაიზოგოს ჩვენი თანამშრომლების ადამიანური რესურსიც",- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის, საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლები 27, ხოლო საზოგადოებრივი ცენტრები 88 ლოკაციაზე უკვე ფუნქციონირებს. „საქართველოში მხოლოდ 9 მუნიციპალური ცენტრია, სადაც ჯერ კიდევ ძველი ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი. ესენია: ხელვაჩაური, წა...

გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილ...

ქალაქ გორის მერიის განცხადებით, ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კიშან დან დევალი გორში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, ვალერიან მჭედლიძესა და გორის მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე, შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. „ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კიშან დან დევალი და ხელისუფლების წარმადგენლები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანობის პერიოდში თანამშრომლობა კიდევ...

რატი ბრეგაძე - კადრებში ნათლად ჩ...

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებში ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ექს-პრეზიდენტი ციხის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიზანმიმართულად აყენებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თითო კიდური თითო თანამშრომელს იმისთვის ეკავა, რომ იგი არ დაზიანებულიყო. „პირველი კადრი, როცა რეანომობილით მიიყვანეს, ის სპეციალური ავტომანქანითაც კიარ გადაიყვანეს, რადგან, თუკი რაიმე თეორიული შანსი მაინც არსებობდა იმისა, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესებულიყო, სპეციალურად იყო რუსთავიდან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იგი წამოყვანილი. ამით, ისინი არამხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებას, არამედ, მთელ სამ...

ლადო კახიძე - საქართველოში 40 წლ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახიძე აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას რომ შეეძლოს, სათამაშო ცენზს არა 25 წლამდე, არამედ 30-მდეც აწევდა. მისივე თქმით, საქართველოში 40 წლის კაციც, მშობლის ფრთის ქვეშ, ბავშვად ითვლება. „ასაკიო, ბრძანა აქ, 21 წლიდან 25-ზე რატომ ასწიეთო. პირველი, ის ტვინის უჯრედები, რომელიც პასუხს აგებენ ემოციაზე, ლაბილურნი არიან და ყალიბდებიან დროთა ვითარებაში, მედეგნი ხდებიან გარკვეული დროის განმავლობაში და თავის თავზე დოლაბის დატრიალების მერე. 25 წელი კი არადა, ჩემი ნება რომ იყოს, 30 წლამდე ავწევდი შეზღუდვის ასაკს. იმიტომ, რომ საქართველოში 40 წლის კაციც ბავშვად ითვლება მშობლის ფრთის ქვ...

ელენე ხოშტარია - სააკაშვილი, შეი...

პოლიტიკური პარტია „დროა“-ს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ საქართვეოს მესამე პრეზიდენტი, მის წინა ვიზიტთან შედარებით, უფრო სუსტად გამოიყურება. მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტის განწყობა, სისუსტე თუ ნებისმიერ სხვა რამ, იმ ტრავმასთან არის დაკავშირებული, რომელიც მან სახელმწიფო ქმედებების გამო მიიღო. „ამ ორი კვირის განმავლობაში, შეიძლება უფრო სუსტადაც არის, ვიდრე მაშინ იყო. რაც ჩემთვის ნაცნობია აქვს კვების პრობლემები, რაც ჩემთვის ნაცნობია, იმიტომ რომ რთულია შეჩვევა ჭამის და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მას კიდევ უფრო უჭირს... მისი განწყობა იქნება ეს, თუ სისუსტე თუ ა.შ. არის კონკრეტულად დაკავშირებული იმ ტრავმასთან, რომელიც მან მიიღო...

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ...

"იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას "- ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგი მიმართვით მომხრეებს. სააკაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი პოლიტიკურ ცვლილებები მოხდეს, 21 დეკემბერს, აქციაზე ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს. „ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას. ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილე...

ნიკა გვარამია - რეკონსილაციის პა...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და სურვილის მიუხედავად 23-ში სასამართლო პროცესზე დასწრებას სავარაუდოდ ვერ შეძლებს. ამასთან ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ კამპანიას მიესალმება. გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიმართვას გავრცელებს, სადაც მოქალაქეებს ხალხმარავალი, მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. "საკითხები რომლებზეც ვისაუბრეთ ამაზე საჯარო განხილვას არ ვაპირებ, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდოგომარებობა. ის არის სუსტად. სამედიცინო მიმართულებით კომენტარებს არ გავაკეთებ, მე შემიძლია გითხრათ რას ვხედავ. არის სუსტად, არის წონაში დაკლებული და მნიშვნელოვნად ეტყობა ეს ყველ...

რატი ბრეგაძე - დასაქმებული პატიმ...

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა შრომის თავისუფლების უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და, შესაბამისად, დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტროს მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, მათთვის საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გაზრდა, დამსაქმებლისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, დახარჯული ენერგია პირდაპირ აისახება საზოგადოების უსაფრთხოებაზე. „მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების სისტემის გამართვისა და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა გაიზრდება....

ვიოლა ფონ კრამონი - საერთაშორისო...

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მის გზავნილებს, ტვიტერით ეხმაურება. „საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, მეტს ვნახავთ უახლოეს მომავალში“ - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

პარლამენტში დღეს იუსტიციის მინის...

საქართველოს პარლამენტში, საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს  მოუსმენენ.  რატი ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.  ანგარიშის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას რეგლამენტის მიხედვით დღეს დაასრულებს. პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად პირველ თებერვალს განაახლებს და საგაზაფხულო სესიას გახსნის.

ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალ...

დღეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში  "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს  მოინახულებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ხოშტარიას პრესსამსახური ავრცლებს. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ ხოშტარია სააკაშვილს უკვე მეორედ მოინახულებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა საკითხებზე ისაუბრებენ ექსპრეზიდენტი და ოპოციციონერი ლიდერი.

ირაკლი კობახიძე - შერიგებაზე საუ...

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ღონისძიების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადება გააკეთა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და სხვები ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში არიან მხილებულები და ამის შემდეგ, მათ კიდევ აქვთ პოლიტიკოსად დაჩენის ამბიცია, შერიგებაზე საუბარი არის შეუძლებელია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნი მზადაა, როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების ნებისმიერი ფაქტობრივი მოცემულობა შეაფასონ, რათა გადაწყდეს, თუ ვის აქვს პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება. „როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ასე შემდეგ, არიან...

მიწისძვრა წალკის მუნიციპალიტეტში

დღეს, თბილისის დროით 21:50 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. შემთხვევის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა 3.1(ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო

მიხეილ სააკაშვილი ზურაბიშვილზე -...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ძალიან ზუსტი და ობიექტური იყო. ექს-პრეზიდენტის თქმით, იგი თავისი ციხის საკნიდან დიალოგის შეთავაზებასაც მიესალმება. „ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას. პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება. ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი...

სალომე ზურაბიშვილი - ახალგაზრდებ...

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანის სასახლეში ორგანიზებული ღონისძიების დროს, პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდების მხრიდან ქვეყნის დატოვების საკითხზეც გაამახვილა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება. პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ ახალგაზრდები საქართველოში ცხოვრების პერსპექტივას ვერ ხედავენ, იგი პასუხისმგებლობას მათ მიმართ პირადად გრძნობს და სურს, რომ საქართველოს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს. „ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, რადგან არავის უნდა, სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავენ, თუ რა არის მათთვის პერსპექტივა - ე...

ელენე ხოშტარია 17 მაისზე - ძალია...

დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპენსაციას, ჩვენი ჯიბიდან. - ასე გამოეხმაურა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სტრასბუგრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფოს იმის გამო რომ 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. მისივე თქმით, დღეს სტრასბურგმა თქვა, რომ 17 მაისის დაზარალებულები დაუცველები არ არიან. "თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ. მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი ში...