საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს როლის გაძლიერებას სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, ჩინეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო დაეხმარება. მისი თქმით, "წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის აუცილებელია, დადებითი ურთიერთობების დამყარება ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან, როგორიც ჩინეთია". ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე, რომელიც ბიზნესმენებს სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება. „როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე და ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. "ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი -ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან",- ნათქვამია ადმინისტრაციის ინ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. "მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული ...
რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პაპუაშვილი ფიქრობს, რომ „რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, არა მარტო არასწორი, არამედ დასაგმობია, ვინაიდან ეს მცდელობები საზოგადოების გახლეჩას იწვევს, დასავლელ პარტნიორებში კი საეჭვო „აღქმებს“ წარმოშობს". როგორც პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქის" გვერდზე გამოქვე...
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს, - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად ცდილობს. "ჩინეთი მთავარი ინვესტორია საქართველოში, ჩინური კომპანიები, ამჟამად, ახალ ავტომაგისტრალს აშენებენ, რომელიც თბილისს საქართველოს მეორე ქალაქ, შავი ზღვის პორტ ბათუმთან დააკავშირებს. საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ცდილობდა EU-ში გაწევრიანების გრძელვადიანი მიზნის განხორციელებას ჩინ...
მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გვარამია აღნიშნავს, "ერთიანობის მისაღწევად ყველანაირ დათმობაზე წასასვლელად" მზად არის. "მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედ...
საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - ევროკავშირის, აშშ-ის დამოკიდებულება. რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რესურსების დიდი განსხვავების მიუხედავად, თანამშრომლობის პროცესში, სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანობა შენარჩუნებულია. "საუბარი შეეხო დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და ...
ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრ ლიუ ძინჩაოსთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. „შევ...
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. "ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. ...
მე მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია. თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის არ მისცეთ უფლება, რომ ამ დროშის ქვეშ, ის ფასეულობები, რაც არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო დროშა მუდმივი საქართველოს სიმბოლოა. "სიამაყე, სიხარული, იმედი - ეს არის ის განცდები, რომელიც მე მეუფლება და ალბათ, თქვენც, როცა ვუყურებთ ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას. ეს დროშა წარმოადგენს ყველასთვის ძალიან ბევრს. პირველ რიგში, ეს სიმბოლო არის...
უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს - იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა - ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. "უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტ...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. "შეხვედრები გა...
სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს, მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, - ამის შესახებ დროებითი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სერგეი შამბა აცხადებს. როგორც შამბა აღნიშნავს, რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აღებულ ვალდებულებებს ასრულებს და იგივეს გააკეთებს აფხაზური მხარეც. "სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამჭირდება მის...
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყება ბიძინა ივანიშვილის გამო დანიის ელჩს იბარებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი "ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ". „ერთ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც, როგორც ქართველი დიპლომატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოვადგენდი. სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ. სწორედ ეს არის მანკიერი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ქვეყნ...
გახარიას და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, როგორც იტყვიან „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“. ამ პიროვნებამ საერთოდ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და კარგად დაენახებინა მთელი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, "დღევანდელი გადასახედიდან უკვე გასაგებია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად როგორ ცდილობდნენ და დღესაც როგორ ცდილობს გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები, ავნონ თავის ქვეყანას". „გახარია არის ის ადამიანი, რომელმაც ხელისუფლება და ის ხ...
ამ ადამიანს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისაუბროს, მით უმეტეს, საჯარო დებატები მოითხოვოს,- ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი დებატებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. ქადაგიშვილის თქმით, "გახარია მაშინ დაიმალა და შეეშინდა, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო". "გახარიას მიერ განვლილი გზა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ ადამიანის უმადურობასა და ღალატს, თურმე, საზღვარი არ აქვს. იმის გამო, რომ გახარიას რეპუტაცია და "რენომე&quo...
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ქვეყანას და მის სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განხორციელებულიყო. "პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, დაუპირისპირდა სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისთვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირე...
არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ქვეყანაში დღესაც არაფორმალური მმართველობაა, რაც ხალხის გამარჯვებამ უნდა დაასრულოს. "მე გეტყვი, ირაკლი, რა არის აქსიომატური ჭეშმარიტება, რომ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს თქვენი "ქოცური" შიდა გარჩევები და სირცხვილია, რომ ლამის ხუთი ათასწლოვა...
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს 6 თებერვალს მიმართავს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა. "როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება",- განაცხადა პაპუაშვილმა.
ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ ხდებიან კომიკური პერსონაჟები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, "რენეგატის გზა რთულია". "ზოგადად, რენეგატის გზა რთული გზაა. ეს ის გზაა, როდესაც შუბლის ძარღვი წყდება და ამ დროს ბევრი რამის კადრება შეიძლება. მე მგონი, ვინმე თუ დააკვირდება გიორგი გახარიას და აღწერს მის სახეცვლილებას, კარგი აღწერა გამოვა, რას ნიშნავს შუბლის ძაღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა. საბოლოო ჯამში, ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ ხდებიან კომიკური პერსონაჟები",- თქვ...