პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება. ვაშაძის თქმით, თამარ კეკენაძე, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა, მუშაობის საკმაოდ ფართო გამოცდილება აქვს. „თბილისის მერობის კანდიდატი „მესამე ძალის მხრიდან“ არის თამარ კეკენაძე. თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილების მქონე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, პროექტების მართვის და ხელმძღვანელობის თვალსაზრისით. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატო-ს შორის თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობის ...
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მართლაც კარგი ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს. „ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და მნიშვნელოვანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია და ამ შემთხვევაში საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ამერიკული და ევროპული მხარე ეცდება, რომ დაეხმაროს ამ პროცესს, მაგრამ ეს არის ქართველ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი. ეს ხელმოწერა არის ნიშანი იმის, რომ რეფორმები, რომელიც დაგეგმილია აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და წინასაარჩევნო პროცესსა...
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დოკუმენტს ხელი მოაეწერა. ამის შესახემ ნიკა მელიამ საგანგებო მიმართვაში განაცხადა. „მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ჩვენ აქამდე ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფო რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარი მოსაზრებებსა და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის საკრებულოსთვის პარტიული სია დაასახელა. “ქართული ოცნების” პარტიული სია თბილისის საკრებულოსთვის ასე გამოიყურება: ლევან ჟორჟოლიანი ოთარ გრიგოლიაა თინათინ ნიბლოშვილი გიორგი ჩაკვეტაძე ნიკო კახეთელიძე ნინო ვარდოსანიძეს აკაკი ალადაშვილი გიორგი ახვლედიანი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) ნინო რუხაძე ლევან აბაშიძე გურამ ოქროპირიძე ანა კაკაბაძე ვლადიმერ ბოჟაძე ალექსანდრე ხუჯაძე მარიამ ზაქარიაშვილი ლევან დავითაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე) შალვა ოგბაიძე ნათია მოდებაძე ლევან არველაძე არჩილ გორდულაძე ანა კილაძე გიგა ბრეგვაძე თათია...
ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ შსს-სგან “უფლების ჩამორთმევის შესახებ” ცნობა მიიღო და არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას შეძლებს. „როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - განაცხადა უგულავამ. 31 ოქტომბერს გიგი უგულავა აცხადებდა, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან არ აძლევდნენ აღნიშნულ საბუთს, რომლის გარეშეც ის არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას ვერ შეძლებდა.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საკუთარ „ტვიტერის“გვერდზე გამოეხმაურა. „ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივა. #მე მიყვარს საქართველო,“- წერს ევროპარლამენტარი. პრემიერმა დღეს გაკეთა განცხადება რომლის მიხედვითაც მათი უფროსო ევროპარლამენტი არაა. მისი თქმით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული და ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას. „ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხია"-განაცხადა ჟურნალისტებთა...
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. მან ევროპარლამენტარებს შეახსენა, თუ როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. "ჩვენს მოსახლეობას რომ ავუხსნათ - მტავრობამ სესხი აიღო 150 მლნ ევროს ოდენობით 2020 წელს. ამ 150 მლნ-ის სესხიდან ნახევარი ჩამორიცხულ იქნა შარშან და მეორე ნახევარი, მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილი, მიბმული იქნა სასამართლო რეფორმაზე. მე მინდა, ყველას შევახსენო და, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ მა...
პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანგარიშვალდებულება და ხარისხი.-ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა განაცხადა. მისი თქმით,150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში „ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვ...
„რომ არ ვსჭამე კარგი ვქენი, გეფიცებით შვილებსაო, მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“. აი, ეს არის ზუსტად ივანიშვილის და მისი მთავრობის ევროკავშირთან დამოკიდებულება - „მწარე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო“-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა იტყუება. „დაწყებული ავღანეთიდან, ამერიკიდან და დამთავრებული ევროპით, ყველა ჩემი კონტაქტი უცხოელებთან, იყო ქართველების დახმარების მცდელობა, რომელშიც ესენი ხელს მიშლიან. ვუშოვე ევროპაში ვაქცინები, მათ დარეკეს, არ გვინდა, თავი დაგვანებეთო. ვუშოვე თვითმფრინავები ხალხის ევაკუაციისთვის, გახარია იყო მაშინ პრემიერი, უთქვენოდაც ყველაფე...
საქართველოს მთავრობა EU-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ უკვე დაიწყო საგარეო ვალის შემცირება, ამიტომაც 75 მლნ ევროს სესხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. „წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცი...
გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" პრეზენტაცია გამართა. "„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა „მესამე ძალა“, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ადამიანს, მის პრობლემებს, მის გაჭირვებას დააბრუნებს ყოველდღიურ პროცესში. „მესამე ძალა“ არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით."- განაცხადა "სტრატეგია აღმაშეენებლის" ლიდერმა. სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად, პოლიტიკურ პლატფორმას უერთდება ნ...
ზუგდიდში პარტია „დროას“ ოფისი დააზიანეს. პარტიის ინფორმაციით, ოფისის კარზე უხამსი წარწერებია გაკეთებული, ხოლო ვიტრინაზე გაკრული სტიკერები დაზიანებულია. „ოფისის შემოსასვლელის კარებზე დაგვხვდა შეურაცხმყოფელი წარწერები, ასევე ფანჯრებზეც, დაზიანებულია პლაკატი, ალბათ, ცდილობდნენ ახევას და ვერ შეძლეს, არის დაკაწრული. მივეჩვიეთ უკვე ამ ყველაფერს, დიდი ხანია ამ მდგომარეობაში ვართ და ვიცით, რომ პოლიციაც უმოქმედოდ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისევ და ისევ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების გაკეთებული. ეს ხალხი არის წახალისებული სწორედ იმ სიძულვილის ენით, რა ენითაც ხელისუფლება გველაპარაკება“, - განაცხადა „დროას“ წევრმა, მარიამ სიჭინავამ.
პარტია ლელომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. მთაწმინდა - საბა ბუაძე ვაკე - მედეა მეტრეველი კრწანისი - თაზო დათუნაშვილი საბურთალო - ვახტანგ სურგულაძე ისანი - ლანა გალდავა ნაძალადევი - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი დიდუბე - დიმიტრი აბაშიძე სამგორი - გულიკო ზუმბაძე ჩუღურეთი - კახა ჟღენტი გლდანი - თამარ ადამია პარტია ლელოს მერობის კანდიდატი თბილისში ანა ბიბილაშვილი იქნება, საკრებულო სიის პირველი ნომერი კი - ბადრი ჯაფარიძე.
კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. საუბარი დედაქალაქში დაგეგმილ პროექტებსა და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო. „თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის სტრატეგიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს თბილისის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან გაწეული დახმარების როლს დედაქალაქის განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საერ...
საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ის კატეგორიულად წინააღმდეგია ყველანაირი გადადების. საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება! გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება - ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში. მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის.
მიუღებელია არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, როგორიც ღარიბაშვილია ისევე, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ყველა წარმომადგენელი კატასტროფაა-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მისი თქმით, ქართველმა ხალხმა მათ არჩევნებზე უნდა გასცეს პასუხი. „მიუღებელია არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, როგორიც ღარიბაშვილია ისევე, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ყველა წარმომადგენელი კატასტროფაა ქვეყნისთვის. ამიტომ საჭიროა, რომ პასუხი ამ ყველაფერზე ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ არჩევნებზე და ვაიძულოთ ისინი დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს სამარცხვინო და სახიფათო რეჟიმი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანად იქნას გასტუმრებული....
თვითმართველობის არჩევნებზე მალხაზ მაჩალიკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დუისში იბრძოლებს. პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ მისთვის პოლიტიკოსობა საინტერესო არ არის და ეს მისი 4 წლიანი ბრძოლის ნაწილია. როგორც ის ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის სახელით იყრის კენჭს არჩევნებზე და მისთვის მთავარი ქართული ოცნების დამარცხებაა. „ჩემი მიზანი ყველასთვის ცნობილი, მაჟორიტარი ვიქნები თუ სად ვიქნები, ჩემი მიზანია წავიდეს მახინჯი სისტემა და მოვიდეს ხალხისთვის ნორმალური მთავრობა. მე წინა პერიოდში ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ყველანაირი შემოთავაზების, სიმართლე გითხრათ ეს არაფერში მჭირდება. ამ თემაზე რამდენიმე პირთან მქონდა მოლაპარა...
8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა დღეს პარლამენტში განაცხადა. საუბრისას მან ხაზი გაუსვა ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესებაზე, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით. „არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი, 12 ივნისს ჩვენი პატიმრების დაბრუნების ორგანიზებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი ვითარება გვაქვს, ვფიქრობ, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს დისკუსია ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. „კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში უმძიმესი ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, ყოველდღიურად მეტი ადამიანი ეწირება ამ ვირუსს, ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახების მწუხარებას. ვფიქრობ, ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა დღეს უნდა იყოს კოვიდთან ბრძოლა და ადამიანთა სიცოცხლეების გადარჩენა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და გავიმეორებ...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც მიშელი აღნიშნავს, დროა საქართველომ აჩვენოს ერთგულება შეთანხმებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი. „პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს ერთგულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – წერს შარლ მიშელი.