საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სანქციებთან დაკავშირებით "სი-ენ-ენის" ჟურნალისტის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის დასმულ შეკითხვას. მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, შეკითხვა, რომელიც ჟურნალისტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა, ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა, რაც კობახიძის თქმით, მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. "ორიოდე დღის წინ, "სი-ენ-ენის" ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, მელიას არჩევნებში კასპიდან არა მხოლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლების, არამედ ენმ-ის ამომრჩევლების სრული მხარდაჭერა აქვს. "არ იყო დრო, როდესაც პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა, მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტის თავისუფლებისა და ჯანმრთელობისთვის გვქონდა საბრძოლი, არ იყო დრო იმის, რომ პარტიაში ჩატარებულიყო შიდა თავმჯდომარის არჩევნები. თუმცა დგას ის რეალობა დღის წესრიგში, რომ ჩვენ ამ ბრძოლის ველზე...
თუ დავით კეზერაშვილს უნდოდა კობა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, გვითხრას ნიკა მელიამ - რატომ ხვდება ნაყოფია კეზერაშვილს, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარისა და თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებას. ხაბეიშვილი ნიკა მელიას მიმართავს, რომ განმარტოს, 2020 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას რატომ ეწინააღმდეგებოდა. "როცა ის ლაპარაკობს არაფორმალურ მმართველობაზე და ვიღაცის გაგდებაზე პარტიიდან, რომ თურმე დავით კეზერაშვილი სთხოვდა, მაშინ გვითხრას ნიკა მელიამ რატომ ხვდება კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს და რამდენიმე...
მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ვარ - მე არცერთი ჩემი პარტიის წევრისთვის არ მითქვამს ვის უნდა მისცენ ხმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარემ, ანი წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ზუგდიდის პარტიაში ოთხივე კანდიდატის მხარდამჭერები არიან, ყოველი მათგანი კი თავისუფალია არჩევანში და გადაწყვეტილება საკუთარი სინდისის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით უნდა მიიღონ, ხოლო ვის მეტი და ვის ნაკლები ხმა ექნება, ამ ყველაფერს არჩევნები გამოაჩენს. "ზუგდიდის პარტია დიდია და, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი აქაც არსებობს, პარტიაში არიან ოთხივე კანდიდატის მხარდამჭერები და მე თითოეული მათგანის არჩევანს პატივს ვცემ. ვის მეტ...
პარასკევს სენატორები ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაითჰაუსი შეხვდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა მთავრობის წარმომადგენლებს უკრაინაში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც გერმანიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას თავის მთავარ დასავლელ მოკავშირეებთან უკრაინაში Leopard 2 ტანკების გაგზავნის თაობაზე რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ. სენატორების თქმით, მათ საერთო მიზანი აქვთ, რაც გულისხმობს რუსეთის ჯარების განდევნას უკრაინიდან, ამ მიზნის მისაღწევად კი უკრაინელ სამხედროებს ტანკები ესაჭიროებათ, მათ მოუწოდეს გერმანელებს გაგზავნონ ტანკები უკრაინაში პუტინის დასამარცხებლად, პუტინის დამარცხება შედის რ...
საქართველოში 63 რაიონია, ნიკა მელიას მხარი დაუჭირა სამმა პარტიულმა ორგანიზაციამ. კიდე მაქსიმუმ დაუჭიროს ყველაზე ბევრმა ხუთმა ორგანიზაციამ, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა. მისივე თქმით, ნიკა მელია ადამიანებს არ უნდა აყენებდეს უხერხულ მდგომარეობაში, უნდა ხვდებოდეს პარტიის წევრებს, უნდა ლაპარაკობდეს გაძლიერების, მოქმედების მოძრაობის გეგმებზე და არა თბილისიდან ბრიფინგის გამართვის დავალებებს იძლეოდეს. "შევახსენებ საზოგადოებას 63 რაიონია საქართველოში. ნიკა მელიას მხარი დაუჭირა სამმა პარტიულმა ორგანიზაციამ. კიდე მაქსიმუმ დაუჭიროს ყველაზე ბევრმა ხუთმა ორგანიზაციამ. ანუ 63-დან მას არანაირი მხა...
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვაში მიმდინარეობს მსჯელობა ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმასა და „უფრო დიდ ალიანსში“ გაწევრიანებაზე. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Politico-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვა არის მშვიდობიანი ქვეყანა და არ აწარმოებს ომს მეზობელ სახელმწიფოსთან, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, და თუ იქნება მომენტი იმისა, რომ მოლდოვამ შეცვალოს ნეტირალიტეტი, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მეშვეობით. "ახლა სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებზე - შეგვიძლია თუ არა ეს დამოუკიდებლად, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ რაღაც მომენტში მივალთ დასკვნამდე, რომ როგორც ერს, ჩვენ გ...
ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი, შესაბამისად, უკრონელები და დასავლეთ ევროპა არიან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების პირდაპირი მემკვიდრეები, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა. მისივე თქმით, ევროპასთან და უკრაინელებთან ომი არის ახალი სამამულო ომი და გამარჯვებას რუსეთი მოიპოვებს, როგორც ეს 1812 და 1945 წლებში მოხდა. "ბორელი დამფრთხალი სახით. გამახსენდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი. გაითვალისწინეთ, რომ ანალოგია მან თავად გააკეთა. შესაბამისად, უკრაინელები და დასავლეთ ევროპა არიან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების პირდაპირი მემკვიდრეები. და შესაბამისად, მათთან ომი არის ახალი სამამულო ომი. დ...
ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდგომ განაცხადა. მისივე თქმით, ის რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება, ადამიანის მიმართ, რომელმაც საქართველო მსოფლიოს გააცნო, არის სიბოროტე და უნიათობა. ისევ სუსტად არის, როგორც ყოველთვის, სიცხეებიც გრძელდება და ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, ეს ხომ ცხადია. მე ვერაფრით ვეგუები ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ჩემი შვილი, იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელია. ეს სიბოროტეა ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი რუსულ დაქირავებულ ორგანიზაციას Wagner Group-ს „ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად“ აღიარებს და მომავალ კვირას ფინანსთა სამინისტრო "ვაგნერელებისა" და მისი გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგ ახალ სანქციებსაც დააწესებს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა რუსული ვაგონების გასაიდუმლოებული ფოტოები, რომლებიც რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრებოდნენ ჯერ კიდევ ნოემბერში, აშშ თვლის, აღნიშნული ვაგონებით რაკეტების პირველადი მიწოდება დაქირავებული ორგანიზაცია Wagner Gro...
პარტიის, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ, კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, - წერს ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე. მისივე თქმით, 10 დღეში დასრულდება ეს განუკითხაობა და დაიწყება რეალურ საქმის კეთება, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის. "პარტიის, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. 63 რაიონია საქართველოში და ამ დროისთვის 2 ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ......
საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის მტრები არიან აქაც, ამ ქალაქში და ამ მთავრობაში "ქართული ოცნების" მმართველობის სახით. ლავროვთან და პუტინთან ერთად ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხს. მისივე თქმით, ფრენები რუსეთმა საქართველოსთვის გააუქმა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე 'ქართული ოცნების" ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა, ეს ნაბიჯი კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ, ხოლო მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 % ზე მეტი ოკუ...
რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ უკრაინას ასობით ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ტანკი მიეწოდება, ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას, არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის შეტევებისგან, არამედ თავად განახორციელოს შეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად. მივესალმები რამშტეინში გამოცხადებულ საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს უკრაინის თავ...
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს. ლიდერებმა საუბრისას განიხილეს თურქეთიდან უკრაინისადმი ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერა, ასევე მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლაზე მუშაობა გრძელდება და გამოთქვა მზადყოფნა შეიტანოს დიპლომატიური წვლილი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე პროცესის დაჩქარებაში. „პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის აიღოს ფასილიტატორის და შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის“, - ნათქვამია ...
შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. მისივე თქმით, ახლა ომის გადამწყვეტი მომენტია, რუსეთი ცდილობს გადაჯგუფებას და ძალების აღდგენას, ამ მომენტში კი შენელების დრო არ არის, პირიქით უნდა გაკეთდეს ყველაფერი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. "დღეს შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს. მეგობრებო, ეს გადამწყვეტი მომენტია. რუსეთი ახდენს გადაჯგუფებასა და ცდილობს, რომ თავიდან აღიჭურვოს. ახლა შენელების დრო არ არის. პირი...
რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის, - ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას მისივე თქმით, ფაქტი, რომ სერგეი ლავროვი საქართველოსთან დიპლომატიურ კავშირებს განიხილავს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და ქართველი ხალხის არჩევანის ღალატი. “რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ, რომ ევროკავშირი და NATO აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესები...
არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, "ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ". "იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ...
ალბათ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია მოისმინოს ის, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას და რომ რუსეთი ემორჩილება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებს. დეგნანის თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან და ყველა უწყებასთან, რათა მას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, რომ დაემორჩილოს საერთაშორისო სანქციებს. „როდესაც გადახედავთ საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ ის სავსეა რუსეთის მხრიდან დარღვეული პირობებით, მ...
ევროკავშირის წევრობის კითხვას პასუხი გაეცა. უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება მალე ვაქციოთ რეალობად, - ამის შესახებ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა განაცხადა. მისივე თქმით, უახლესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება, უკრაინას კი მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და ტანკები ესაჭიროება. "ჩვენ მყისიერად გავაცნობიერეთ, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედი იდო. სასწორზე ასევე იდო ჩვენი ევროკავშირის ბედი, კონტინენტის მომავალი და ყველაფერი, რისიც სჯეროდათ ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს. ექვს თვეზე ნაკლებ დროში, ივნისში,...
დროა, პუტინის წინაშე კანკალი შეწყვიტოთ და საბოლოო ნაბიჯი გადადგათ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება ტანკები, ტანკები, რომელიც ომის დასრულებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. “ჭეშმარიტი ლიდერობა არ გულისხმობს სხვების მიბაძვას, არამედ – სხვებისთვის მაგალითის მიცემას. არ არსებობს არანაირი ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები ომის დასრულებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. დროა, პუტინის წინაშე კანკალი შეწყვიტოთ და საბოლოო ნაბიჯი გადადგათ.”, - განაცხადა პოდოლიაკმა.