მმართველი პარტია ავრცელებს პროპაგანდას და სიცრუეს - იქნება ეს ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ თუ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. როგორც როთი წერს, “ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა“. “მმართველი პარტია ავრცელებს პროპაგანდას და სიცრუეს - იქნება ეს ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ თუ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები. ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა და ევროკავშირისკენ გზაზე პროგრესის ნაცვლად, ის...
მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს, თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს. სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოეს საათებსა და დღეებში პროტესტი დაიწყონ. "მე მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ. ვინ უშლის ნებისმიერ თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს, თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდონ პარტიებს. მე მჯერა, რომ ასეთი აქტიური მოქალაქეები არსებობენ და მინდა მოვუწოდო მათ, რომ დაიწყონ პროტესტები უახლოეს საათებში და დღეებში. განსხვავებით 2003 წლიდან, ახ...
"ევროპის სახალხი პარტი" (EPP) ქართველი ხალხის გვერდით დგას,- ამის შესახებ "ევროპის სახალხი პარტია" განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ. "EPP ქართველი ხალხის გვერდით დგას თავისუფალი და ყოველგვარი დაშინების გარეშე არჩევანის გაკეთებისთვის ბრძოლაში. მათი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორისაა. ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ ბოლო არჩევნების დროს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული",- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა აქვს ოკუპირებული - 40%-მდე ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, „ნაცაგენტურას“ - ორივე ოკუპანტია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, „ნაცაგენტურას“ ოკუპირებული საზოგადოების გონებს აქვს. „ჩვენი ოპონენტები, აქაური „ნაცაგენტურა“ რას აკეთებს, იცით? რუსეთის ძლევამოსილებაზე ლაპარაკობს დილიდან საღამომდე. საქართველოში, თურმე სპეცსამსახურები ერევიან, ეს არჩევნებიც მათ ჩაატარეს - რა მაგრები არიან რუსები. ანუ ირიბად ამაზე ლაპარაკობენ - რა მაგრები არიან, 300 ათასი ხმის გაყალბებაში მოგვეხმარნე...
გამოდის უკრაინის პრეზიდენტი და „საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმაო“ და მასთან მიიწევს წინ [რუსეთი]. ოკუპანტი ქვეყანა მიიწევს და მიიწევს წინ მის ქვეყანაში და „საქართველოში იმარჯვებსო“ - აქეთ იძახის,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. როგორც მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, „ამ მიმართულებით ცივილიზებულ სამყაროს უბედურება სჭირს“. „რუსეთში გაქცევა აღარ დაგვჭირდა - ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ და ამიტომ. არ მოუტყუებია ხაზარაძეს, ახლა ვართ ჩელიაბინსკში. ვერ ხვდებით, რ...
მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა შიშს და ზეწოლას, რასაც მხარს უბამდა რუსული პროპაგანდა,- ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი ლორა თორნტონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, არჩევნების დღესთან დაკავშირებული ანგარიშები შემაშფოთებელია. „საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი, [საარჩევნო] პროცესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მქონდა. შემდეგ ვნახეთ ანგარიშები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რადიკალური იყო. ხმების ჩაყრა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ზეწოლა, ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ძალადობის შემთხვევები, ხმის მრავალჯერადად მიცემა და ა.შ. ეს ძალიან შემაშფოთებელ...
ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ არავითარი სისტემური პრობლემა ამ არჩევნებს არ ჰქონია, თუმცა მათი განცხადებები არის განსხვავებული. იგივე ხდებოდა 2020 წელს და ეს არავის უკვირს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED მთლიანობაში 1 000 უბანს აკვირდებოდა და ანგარიშში უწერიათ, რომ მხოლოდ 100 უბანზე დაიწერა საჩივარი - „რაოდენობა არის მიზერული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანობაში არჩევნები გამართულად ჩატარდა“. „700 000-დან რაღაცა დაადგინეს 25, რაღაცა დაადგინეს 16, რაღაცა დაადგინეს 4. ყველა ეს შემთხვევა აღიკვეთა, ყველაფერზე რეაგირება იყო. რაოდენობა არის მიზერული, რაც მეტყ...
არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - არ შეიძლება, ასე უხეშად ატყუებდე ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, რადგან არჩევნების მეორე დღეს გიწევს, თვალებში ჩახედო საკუთარ მხარდამჭერებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. კობახიძის თქმით, "ამომრჩევლის მოტყუების გამო ოპოზიციას უწევს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის მართლება და ამის ერთადერთი საშუალება მათთვის არარსებულ გაყალბებაზე საუბარია". "სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „ქართული ოცნების" მხარდაჭერა იყო 20-25%, უფრო მაღალ შედეგებს წინასწარმეტყველებდა ჩვენთვის ოპოზიცია, ისინი ამბობდნენ 30-35%-ს. სინამდვილეში მათ ძალიან...
არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინის საელჩო საქართველოში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, "რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები". "უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნე...
რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისში იმყოფებოდა - ინფორმაციას რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) ავრცელებს. RSF წერს, რომ შეშფოთებულია მისი როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. მალკევიჩი ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებული პირია.
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ 2020-2024 წლებში ჩატარებული საერთო არჩევნების ჭრილში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება. „გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების სტატისტიკის შესახებ. ამავდროულად წარმოგიდგენთ მცირე შედარებით ანალიზს 2020, 2021 და 2024 წელს წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს წინა წლებთან შედარებით კლების ტენდენციაზე - 2020 წელს წარმო...
ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე შევიკრიბებით,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საგანგებო, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშა, ოპოზიციას სურს, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ არ აღიარაბენ არჩვენებს. ამასთან ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის ლიდერები ადგილზე წარადგენენ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითაც აპირებენ დაპირისპირებას. "ორშაბათს, 7 საათზე, რუსთაველზე, ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩვენებს, არამედ აი ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელიც პრეზიდენტის დიდი, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკ...
განცხადებებს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებს, რეალობასთან საერთო არ აქვს,- ამის შესახებ ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ზე წერს. როგორც ესტონეთის ელჩი აღნიშნავს, დემოკრატიული უკუსვლის გამო, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გაყინულია. "ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გაყინულია დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო გაფართოების ანგარიშის ნათელი გზავნილები", - წერს ელჩი.
ვაპირებთ, ქართველი ხალხის გაბრაზება განვახორციელოთ,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, დღეს, 20:00 საათზე ოპოზიცია საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს წარუდგენს. "დღეს იქნება საუბარი იმ გეგმაზე, მოკლევადიან პერიოდში რომლითაც ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება",- განაცხადა ანა დოლიძემ.
ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენები - ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკ ტერნერი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გერი კონოლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებენ. როგორც კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ და NATO-ს ყველა ქვეყანა ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით დგას. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, ...
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოსთან დაკავშირებით შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტენსონის განცხადებას ეხმაურება. როგორც ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, კრისტენსონმა „დავალება ვაშინგტონისგან მიიღო“. „შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი მადანაშაულებს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში. მას აშკარად ვაშინგტონმა დაავალა, ასე გაეკეთებინა. რა სამწუხაროა“,- წერს ორბანი. შეგახსენებთ, უნგრეთში შვედეთის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის კრიტ...
გუშინ ნახეთ, რომ არ აპირებს, მისცეს ჩვენება და ახალი განმარტება მოგვცა მან ქართული, თუ ზოგადად, სისხლის სამართლის სისტემის. ამბობს, რომ მე დავაბრალე და მათი ამოცანაა, რომ გამოიძიონ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მისვლაზე უართან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი „ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა“. „მე ვთქვი, რომ ვიღაცა არის სპილო, ახლა მათ მოიძიონ მტკიცებულებები, რომ ოთახში არის სპილო, რატომ უნდა მოვიტანო რამე მტკიცებულება - ეს თქვა გუშინ ქალბატონმა სალომემ, რომელიც წლები იყო პარლამ...
ევროკომისიის საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროინტეგრაცია “არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება“. „გუშინ გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან, საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, გარკვეული პროგრესი - 13 თავზე. ეს არის იმი...
ევროპაში ინტეგრაციის პროცესი გაიყინა! ეს მოსალოდნელი იყო. ამ მთავრობას ევროპაში არავინ მიიღებს, უთხრეს კიდეც ამის შესახებ არჩევნების წინ! - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს. გიგაურის განცხადებით, ვიდრე სანდო გამოძიება არ ჩატარდება, არც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება. „არც ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება, სანამ სანდო გამოძიება არ ჩატარდება (საუბარია საერთაშორისო გამოძიებაზე, ცხადია). რუსი ოლიგარქების ადგილი რუსეთშია და არა ევროპაში… ახლა ჩვენ რას ვშვებით? წარსულში ვიქექებით? ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, ვისაც რა შეეძლო! პირველ რიგში, ქართველ...
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ. მათივე განმარტებით, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა, განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა ა...