მოლდოვის ოფიციალური პირები დასავლეთს აფრთხილებენ, რომ მათი ქვეყანა ვლადიმირ პუტინის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებმა მოლდოვას უნდა დაეხმარონ პოტენციური რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ იულიან გროზამ დასძინა, რომ მოლდოვა პატარა ქვეყანაა განუვითარებელი ეკონომიკით, რაც ზეწოლას უფრო რეალურს ხდის. „თუ რუსეთი დაიწყებს საგაზაფხულო შეტევას, რომელიც ფოკუსირებულია სამხრეთ უკრაინაზე, მას შეუძლია კვლავ სცადოს ოდესისკენ გასვლა და შემდეგ დნესტრისპირეთთან დაკავშირება და არსებითად შექმნას სახმელეთო ხიდი, რომელ...
ასეთი უსაფუძვლო იმედი და დაუჯერებლობა იმის, რომ ივანიშვილი შეგნებულად აკეთებს ყველაფერს, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ, უკვე ცოტა არ იყოს გულუბრყვილობიდან არაგონივრულობაში გადადის, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, მისივე თქმით, ივანიშვილს ანტიდასავლური პოპულიზმისთვის დასავლეთის უარი სასიცოცხლოდ სჭირდება და ის ამის მისაღწევად ყველაფერს იზამს, დასავლეთის შანტაჟი კი, სწორედ დასავლეთისგან დაშორების სტრატეგიული მიზანია, ამიტომაც ტაქტიკების ნაცვლად ამ სტრატეგიის მატარებელი და განმსაზღვრელი უნდა მოვიშოროთ. "კანონს მიიღებენ. ასეთი უსაფუძვლო იმედი და დაუჯერებლობა იმის, რომ ივანიშვილი შეგნებულად აკეთებს ყველაფერს, რომ...
“დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები რუსეთს ომის შეწყვეტისკენ და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება “რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთს შეუძლია დაასრულოს ის. გასულ წელს რუსულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი მოკლეს. რუსეთმა გაანადგურა საავადმყოფოები, სკოლები, ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დატოვა ისტორიული ქალაქები ნანგრევებში. რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ რაიონებში არის მასობრივი საფლავების, სექსუალური ძალადობის, წამებისა და სხვა სისასტიკის მტკ...
ეს არ არის ერთი ევროპარლამენტარის ხმა. ეს არის მთლიანი ევროპული პარლამენტის განცხადება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ევროკავშირის მიერ მიღებულ საპროტესტო ნოტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ნაციონალური პარლამენტის და პატივსაცემი საჯარო პირების მიერ, შესაბამისად ეს არის ევროკავშირის 27 ქვეყნის და თავისუფალი სამყაროს ხმა. "ეს არ არის ერთი ევროპარლამენტარის ხმა. ეს არის მთლიანი ევროპული პარლამენტის განცხადება, ბევრი ნაციონალური პარლამენტისა და პატივსაცემი საჯარო პირების. დღეს ეს არის ხმა ევროკავშირის 27 ქვეყნის. თავისუფალი სამყაროს ხმა: გადაარჩინეთ სააკაშვილი", - წერს ფოტიგა.
თუ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს, მას რეალური ფასის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ომი პეკინისთვის რეალურ გართულებას წარმოადგენს, მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ განვითარდება მისი მომავალი, დაეხმარება რუსეთს თუ დადგება დასავლეთის მხარეს. „ჩვენი გადმოსახედიდან, რეალურად, ეს ომი პეკინისთვის რეალურ გართულებებს წარმოადგენს. და პეკინს მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ეს, გაუწევს თუ არა სამხედრო დახმარებას რუსეთს. მაგრამ, თუ ის ამ გზით წავა, ჩინეთს რეალური ფასის გადახდა მოუწევს. და ვფიქრობ...
5 კილოს შემდგომ, შემდგომი გაუარესებაა მოსალოდნელი, შეიძლება მოხდეს დამატებით მიჯაჭვულობა ლოგინზე და ვეღარ მოხდეს ფეხზე ადგომა, ხოლო 52 კილოს ჩამოშორების შემთხვევაში, ექიმები პროგნოზირებენ ლეტალურ გამოსავალს, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის დასკვნას. მისივე თქმით, ექიმების ზოგადი შეფასებით, მდგომარეობა დამძიმებული იყო წინა ვიზიტთან შედარებით, რომელიც დეკემბერში განხორციელდა. მან დასძინა, რომ წონის კლება არის ერთ-ერთი მიმართულება, 5,5 კილოზე მეტი ჰქონდა დაკლებული წინა ვიზიტთან შედარებით, ასევე წნევის ცვალებადობა იქნა განხილული როგორც ერთ...
კიევი უკრაინის შავი ზღვის ტერიტორიის დაახლოებით მესამედს აკონტროლებს, - ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების სარდალმა, ოლექსი ნეიჟაპამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის შავი ზღვის 25 ათასი კვადრატული კილომეტრი არის ნაცრისფერი ზონა, სადაც რუსული გემები განადგურების შიშით არ შედიან. "რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოსევის პირველ დღეებში, ოდესის მახლობლად, ზღვაში, ჩვენ რუსი დამპყრობლები შეუიარაღებელი თვალით ვნახეთ, ახლა ისინი აღარ უახლოვდებიან ჩვენს მიერ კონტროლირებად ნაპირებს", - განაცხადა ნეიჟაპამ.
თუ მტკიცედ ვიდგებით, გამარჯვება გარდაუვალია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას აქვს - მოტივაცია, თავდაჯერებულობა, პარტნიორების მხარდაჭერა და სწორი დიპლომატიური სვლები, მაგრამ გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, ყველა თავის საქმეზე ფოკუსირდეს და გამარჯვება გარდაუვალი იქნება. "თუ მტკიცედ ვიდგებით, გამარჯვება გარდაუვალია. ძალიან მინდა, რომ ეს წელს მოხდეს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გვაქვს - მოტივაცია, თავდაჯერებულობა, მეგობრები, დიპლომატია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი ფოკუსირდეს და საკუთარი საქმე აკეთოს. და მაშინ იქნება გამარჯვება. იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა", - წერს ზელენსკი.
ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსში არსებული სიტუაციისაა და რუსეთის უკანონო ქმედებებში დახმარების სიმძიმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ სანქციების ძალაში დარჩეს, 2024 წლის 28 თებერვლამდე. "ბელარუსში არსებული სიტუაციის სიმძიმისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის უკანონო აგრესიაში ბელარუსის ჩართვის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გაერთიანების მიერ მიღებული ყველა ზომა ძალაში იყო. გადაწყვეტილება უნდა გაგრძელდეს 2024 წლის 28 თებერვლამდე", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. შეგახსენებთ, შეზღუდვები იურიდიული პირებისთვის აქტივების გაყინვას მოიც...
მიხეილ სააკაშვილი იმდენად პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თავისი ტირილით, თაღლითობით, რაღაცების მოგონებით თავი ისე „გაიბანძა“, რომ არაფრის თავი აღარ აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ის, რომ ექსპრეზიდენტი თაღლითობს, ყველამ იცის. „ამ ქვეყანაში, რეალურად, ადამიანი აღარ დარჩა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილზე სიმართლე არ იცის. სააკაშვილი უბრალოდ თაღლითობს. არ ჭამს საჭმელს, არ იღებს მედიკამენტებს და გადასხმებს, რომლებიც გაუუმჯობესებს სიტუაციას იმგვარად, რომ მერე თაღლითობა ვეღარ შეძლოს... ეს ადამიანი თან თაღლითობს და თან ვ...
მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თანამდებობა და მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში, მისი ოკუპაცია მზადდება. "მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას. ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ და ასევე, დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარც...
„ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული ორივე ვარიანტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული და შემდეგ დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, გაგრძელდება იმ ვარიანტის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის მხრიდან დადებითი დასკვნა იქნება წარმოდგენილი. "გვქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა კოლეგების მხრიდან. ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში შედგება საკომიტეტო მოსმენები, ამის შემდეგ შედგება პლენარული სხდომა. პირველი მოსმენით იქნება მიღებული როგორც ერთი, ა...
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა სრულად უზრუნველყოს. ლევიტსი განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯები საერთაშორისო ვალდებულებებისა და მისწრაფებების შესაბამისად უნდა გადადგას. "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის აუცილებელი სამედიცინო დახმარება, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მისწრაფებების შესაბამისად", - წერს ლატვიის პრეზიდენტი.
„ოცნება" ე.წ აგენტების შესახებ კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება EU-ს 12 პუნქტიდან ორს და ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და სამართლიანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაატარონ. „ოცნება" ე.წ აგენტების შესახებ კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება. კანდიდატის სტა...
"ხალხის ძალის" კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს ჟანგბადს უსპობს - პირველი ვარიანტიც და მეორეც, საერთო ჯამში, რუსული კანონია და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, პარლამენტის წევრი, რომელიც კანონპროექტის ორი ვარიანტის ერთმანეთთან შედარებასა და განხილვას დაიწყებს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე "მთავარი დამაბრკოლებელი" იქნება. "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გრძელდება კანდიდატის სტატუსის და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი. რამ...
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში? - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს. როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, ამერიკელებს სააკაშვილის "გარეთ გაშვება ან ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ" ან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მიზანი "2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა". „სააკაშვილის განთავისუფლების პოლიტიკური კამპანია მის უცხოელ პატრონებს ფართოდ აქვთ გაშლილი. ევროპარლამენტს მიაღებინეს სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოე...
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს, ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, რითაც საქართველო პუტინიზმის ყველა ფორმას ამარცხებს. "ეს არის ძალიან მძიმე დღე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს, ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ომით, იარაღით, ყველაზე ძლიერ...
აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წლევანდელი 25 თებერვალი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან "რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრას". საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ევროატლანტიკური საზოგადოება ერთად გაერთიანდა და გადაწყვიტა, წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას და მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს". "1921 წლის ამ დღეს, საკუთარი თანამემამულეების „დაცვის" მოგონილი მიზეზით, საქართველოში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო. ამ ქმედებით დაირღვა 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭ...
კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან,- ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოურ გავლენის აგენტებზე". აღნიშნულ განცხადებას, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. "შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ...
უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას, - წალენჯიხის მერმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას. "უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ეს იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას. მე როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს ქართველ ხალხს უკრაინის...