ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე რომ მკითხოთ კატასტროფულია იმიტომ, რომ კიდევ დაუკლია და 62 კგ-ია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, დაფიქსრიდა გულის წასვლის ეპიზოდიც, რაც გამოწვეული წონის კლებითა და სისუსტით, რაც თავისმხრივ იმ მძიმე მეტალების გამოა, რომელიც მის ორგანიზმში ჯერ კიდევ იმყოფება. "ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე რომ მკითხოთ კატასტროფულია იმიტომ, რომ კიდევ დაუკლია და 62 კგ-ია. უკანასკნელი ჩემი ინფორმაციით, იყო 64, ახლა 62 კგ-ია. შესაბამისად, სისუსტეც უფრო ძლიერდება. დღის პირველი ნახევარი არის ხოლმე რთული, სისუსტე აქვს საშინელი და გუშინწინ იყო მგონი, გული რო...
უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 15 ბავშვი დაიბრუნა, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა. მისივე თქმით, ბავშვები უკრაინაში მშობლებთან და კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად დაბრუნდნენ. ლუბინეცმა განმარტა, რომ დაბრუნებული ბავშვები ომის დასაწყისში ოკუპირებული ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებიდან იყვნენ. „მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინელებმა ნახონ თავიანთი ნათესავები და იყვნენ საკუთარ მიწაზე. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, ეროვნული საინფორმაციო ბიუროს ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე 308 ბავშვი დაბრუნდა“, - წერს ომბუდსმენი.
"TV პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ალტ-ინფოს წევრი მამუკა ანდღულაძე, რომელსაც 18 მარტს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. "სამართალმა იზეიმა, მჯეროდა, რომ ასე იქნებოდა", - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ გათავისუფლების შემდეგ. შეგახსენებთ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტი ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, ადამიანთან, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ ევროპავშირის დროშა ჩამოხსნა, ჟურნალისტის დანახვისთანავე მან ჟურნალისტს დაუმტვრია ტელეფონი, რომლითაც იგი ვიდეოს იღებდა და ამასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მომხდარის შემდეგ, სპეციალურ...
ბატონმა საშუალო სტატისტიკურმა მიუნჰაუზენმა ცილისმწამებლური განცხადებით დამაბრალა ტყუილის გავრცელება, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პოლონელი ექიმების მესამე პრეზიდენტთან დაშვების საკითხზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებას. ბრეგაძე სოციალურ ქსელში ფოტომასალას აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე ჩალაძის განცხადება დადასტურებული ტყუილია. "მრავალი მოწოდების მიუხედავად, პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების მიერ არ წყდება პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება. გუშინ ბატონი გიორგი ჩალაძე გამობრძანდა და თქვა, რომ მე გავავრცელე “მოკლეფეხებიანი, ერთსა...
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ქართული ოპოზიცია ხელისუფლების დამხობას და "მეორე ფრონტის" გახსნას გეგმავს. ბჟანიას თქმით, „აფხაზეთს ომი არ სჭირდება, მაგრამ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის მზად უნდა იყოს“. "საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთი იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფო გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და შეერთებული შტატები. ამის ფონზე იმავე ძალებს საქართველოს მთავრობის დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები ...
კიდევ ერთხელ გაიმეორებ „ფულს რაში იღებო“ და ვერ გადამირჩები,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „ხალხის ძალის“ წევრ დაჩი ბერაიას. სამნიძის თქმით, მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ქვეყნის ღალატისთვის ფულის აღება. „ენა გააჩერე, ეს არ უკადრებია ჩემთვის არავის. რა ფული ავიღე? საერთოდ ნორმალური თუ ხარ. წესიერად ილაპარაკე, შე საცოდავო. ფულს ვინ რაში იღებს? დეკლარაციებს ჩახედე. შე საცოდავო, ხელფასს რაში ვიღებ არ იცი? ვინ ღალატობს ქვეყანას შე ავადმყოფო, ოროსანო, წიგნი წაიკითხე. რას ნიშნავს ქვეყნის ღალატისთვის ფულის აღება, მაინტერესებს... კიდევ ერთხელ გაიმეორებ „ფულს რაში იღებო“ და ვერ გადამირჩები. მართლა ფიზიკურად შე ...
ეს მინიმალური სასჯელია, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რომელიც მას თავის დროზე აქვს ჩადენილი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ტელევიზიის ფლობა ინდულგენცია ვერავისთვის იქნება. "ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, რით აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ უკვე კერძო სტრუქტურიდან ძარცვავდა ის ბიზნესს საქართველოში, მეორე მას ფული აქვს ნაშოვნი ქარ...
ანგარიში ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომლებიც მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობოების მიერ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს იმიჯის დისკრედიტაციას ცდილობს. "მე გავეცანი ძალიან მოკლედ საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, რაც გამოკვეთილია. სამწუხარო ფაქტია, რომ ანგარიში ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უს...
„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. იუსოვის თქმით, რუსეთის ფედერაცია ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან. „არის შემთხვევები, როდესაც პუტინის რეჟიმი, რუსეთის ფედერაცია, ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან. თუმცა, იარაღის მიწოდების არანაირი მტკიცებულება არ დაფიქსირებულა. უკრაინა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდე...
უნგრეთმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე, ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ბუდაპეშტის ვეტოს გამო, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარი სახელით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო“. "ევროკავშირი ICC-ის გადაწყვეტილებას უყურებს, როგორც პასუხისგების პროცესის დაწყებას და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც უკრაინაში მათი ბრძან...
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას Politico ავრცელებს. როგორც, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას. „ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“,- განაცხადა კოლონამ. გამოცემის ცნობითვე, თბილისში, ორი კვირის წინ ათასობით ადამიანმა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტ...
პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ რუსეთი დაისაჯოს ფართოვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, უკრაინისა და მისი პარტნიორების ერთობლივი მუშაობა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პერსპექტივას "სულ უფრო რეალურს ხდის". „პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. არ არის საკმარისი მხოლოდ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. ასევე,საჭიროა, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი ყველაზე თავდაპირველი დანაშაულისთვის, რომელმაც შვა ამ ომის ყველა სხვა დანაშაული....
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. მიუხედავად ამისა, 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, გამოიკვეთა მე-3 მუხლის დარღვევა, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ ანდა ღირსების შემლახველ მოპყრობას. სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლებას ასევე მოახსენა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავ...
ქვეყანას სახელი გაუფუჭონ და არ მივიღოთ სტატუსი, ერთადერთი რასაც აკეთებენ არის ეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს არის “ქართული ოცნება”, ოპოზიციას კი ეს არ სურს, ვინაიდან თუ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება გარანტი მმართველი პარტიის გაძლიერების. „ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება არის „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ყველა სხვა დანარჩენი ამ საკითხს უყურებს ასე - თუ „ქ...
ამერიკამ უკრაინისთვის 350-მილიონ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. “პრეზიდენტის დახმარება მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას ამერიკული ჰაიმარსისა და ჰაუბიცისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს საკუთარი თავის დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალა "ბრედლის" ტიპის ქვეითთან საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკ-საწინააღმდეგო იარაღებს, ნავებს და სხვა შეიარაღებებს", - განაცხადა ბლინკენმა.
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს ორი სცენარი, პირველ შემთხვევაში თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს, სხვა შემთხვევაში კი “ქართული ოცნება” 2024 წლის არჩევნებში განწირულია. "ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის. ვადამდელი აწყობს "ოცნებას", ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა. სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს; სცენარი 2. თუ ...
პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინირებით ცდილობენ, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ასე გამოეხმაუარა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ ახალგაზრდების, რომლებმაც პარლამენტის წინ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური აგენტების" კანონი გააპროტესტეს. მისივე თქმით, ოპოზიცია ამ გარემოებებით ცდილობს ქვეყანაში სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს. "1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომელთა შეშვებაც ხდება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში. ვნახეთ ბოლო ფაქტი, ირაკლი კობახიძის ლექციისას მცდელობა იყო ჩაშლის, ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის. პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-...
პუტინი სი ძინპინთან შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციის მოგვარის საკითხზე ჩინეთის გეგმას მიესალმა. პუტინის თქმით, რუსეთმა უკრაინაში მწვავე კრიზისის მოგვარების შესახებ ჩინეთის წინადადებები ყურადღებით შეისწავლა, აქედან გამომდინარე ამ საკითხის ირგვლივ საუბრის შესაძლებლობები იქნება. „ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ თქვენი წინადადებები უკრაინაში მწვავე კრიზისის მოგვარების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ამაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
თბილისისთვის კარი ღიაა, ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს 3+3 ფორმატში გაწევრიანებაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთი აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება. "ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა უკვე შედგა. თბილისისთვის კარი ღიაა, ახლა ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება", - განაცხადა ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკები...
მე როგორც უკრაინელი ხალხის მეგობარი, ასევე რუსი ხალხის მეგობარიც ვარ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ არ მოხდება კანონზე დამორჩილება და არ გაიწერება უკეთესად სამოქმედო გეგმა, შესაძლოა ეს აღმოჩნდეს ხელიდან გაშვებული შანსი. "თუ ჩვენ ახლა არ დავემორჩილებით კანონს, თუ ჩვენ ახლა არ შევხედავთ საკუთარ თავს და არ გადავწყვეტთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ უკეთესად, ხელიდან გავუშვებთ არა მხოლოდ შესაძლებლობას, არამედ სხვა შესაძლებლობები შეიძლება აღარც მოგვეცეს. მე ვარ უკრაინელი ხალხის მეგობარი, მაგრამ ასევე ვარ რუსი ხალხის მეგობარიც. ჩვენ ვართ კაც...