შეწყალება ან იმპიჩმენტი - ენმ-ი ...

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და პრეზიდენტს პირდაპირ შეუთვალეს - შეწყალება ან იმპიჩმენტი - ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველ პოლიტიკურ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. "თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, მაშინ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და უნდა დავიცვათ ის პრინციპები, რაც კანონმდებლობაში არის მოცემული. ძალიან მალე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებაც და საზოგადოება დაინახავს, რომ პარლამენტმა სწორი შეფასება გააკეთა როგორც პოლიტიკური, ...

პრეზიდენტი ივანიშვილის თამაშებში...

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ამას მოწმობს ის, რომ პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულ ყოფილ მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. “სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქრობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში და სწორედ ამიტომ არის, სავარაუდოდ, რომ უნარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეს მოქალაქეობას. ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლ...

ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის...

სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "გამორიცხული არაფერია". „მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ...

პაპუაშვილი - დროა, EU-მა სრულად ...

დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან,  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა, ახლა, დროა, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. „გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა, ...

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრე...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.  როგორც ზურაბიშვილი წერს, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დედაქალაქ ტალინში მოხდა.  ''ევროპული კანდიდატის სტატუსის მიმავალ გადამწყვეტ გზაზე, შევხვდი საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და პარტნიორს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის'', - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ავიაციის სააგენტო მოსკოვსა და სო...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანია აზიმუტის მიერ ბათუმიდან და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას განცხადებით ეხმაურება. როგორც ავიაციის სააგენტო წერს, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნებართვები გაიცა, რადგან ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელება ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ამ დროიდან, ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე. ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ახალი განაცხადების მიხედვით, Azi...

რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპო...

რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Exo Kavkaza ავრცელებს. საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, რომელიც რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბერს თავდაპირველად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ ეხებოდა, თუმცა, დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაემატა. რუსეთის გადაწყვეტილებაზე ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა დროებითია და შიდა ბაზარზე საწვავის ფასის დასტაბილურებას ისახავს...

თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ,...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში ცვლილების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა საპროტესტო პეტიცია მოამზადეს. ბოტკოველის თქმით, ამის შემდეგ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და "ყველა თანამშრომელი დაკითხა".  “ნათია თურნავას გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია თვითონ საბჭოს წევრებში და ერთმანეთის მიყოლებით ვიცე-პრეზიდენტებმა დატოვეს თანამდებობები. ამასთან ერთად, შიგნით ბანკში დაიწყოს საპროტესტო პეტიციის შეგროვება, რომელსაც ხელს აწერდნენ ბანკის თანამშრომლები. ამ ინფორმაციამ საიდანღაც გაჟონა, ჩაერთო მთელი ძალოვანი სტრუქტურა ...

მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებ...

რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ არის მიმართული,- ამის შესახებ რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე-იონელ ჩუკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სენატის პრეზიდენტის თქმით, რუმინეთი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ძლიერი და ღია მხარდამჭერია. „ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ ა...

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის, ლატ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მართავს. "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს, რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლი...

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდე...

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, მოსმენა წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით მოხდება. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავ...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალო...

საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელოც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი სრულად აცნობიერებს აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. "პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლე...

არაფერი განსხვავება „ოცნების“ ცე...

არაფერი განსხვავება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისსა და დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას შორის არ არის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრა, საქართველოში 90-იანი წლები რეინკარნირდა, რაც წარსულს უნდა ჩაბარდეს. "დიღმის სამმართველოში, მინუს დროებითი დაკავების იზოლატორი, სადაც ვიყავი და ვერაფერს ცუდს იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მანამდე ორ სხვადასხვა სართულზე ვიყავი და გადაჭარბების გარეშე - არაფერი განსხვავება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისსა და დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას შ...

მელია გლდანზე - ეს იყო წინასწარ ...

ჩემთვის დღეს, ყველა ის პოლიციელი, ვინც ხელს აფარებს კრიმინალს, არის ისეთივე კრიმინალი და მათ წინააღმდეგ ბრძოლა არის პატივი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრა, გლდანში მომხდარი თავდასხმა "პოლიტიკური ნიშნით წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა იყო". "თუკი, ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. ეს არის შეუსრულებელი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი - ხელისუფლება, რომელიც დგას ...

თუ ივანიშვილი დააპირებს აქტიურ ს...

თუ ბიძინა ივანიშვილი დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. როგორც ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი "სამოქალაქო სექტორში დაბრუნდება, კარგი იქნება". "ბატონი ბიძინას გეგმების შესახებ იცის ბატონმა ბიძინამ და იმ ადამიანებმა, ვინც არიან საჯარო რეესტრის ამონაწერებში. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, თქვენც ჩამოყალიბდეთ. ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველ...

კალაძე გლდანზე - ეს არის ჩვეულებ...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან არც მას და არც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს კავშირი არ აქვთ.  როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა, "ეს იყო მორიგი სიბინძურე ოპოზიციონერ ნიკა მელიას მხრიდან".  „ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ ე.წ. შპანას ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ამ ყველაფერს კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა: ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა დ...

კალაძე - ივანიშვილს ქართულ პოლიტ...

თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.  როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან "არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით, საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული".  „როდესაც გინდათ, ამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკურ პროცესებს მართავს, ხოლო, როდესაც გაწყობთ, ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან.  რა თქმ...

მოვითხოვთ ნიკა მელიას და მასთან ...

მოვითხოვთ ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკური პარტიები,  დეპუტატები, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები ავრცელებენ. "ექსპრესნიუსი" ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "22 სექტემბერს, საკრებულოს სახელისუფლებო პარტიის წევრის მიერ ძალადობისკენ ღია მოწოდებას მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური თავდასხმა, რომელშიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნული, დანაშაულებრივი, რუსული სტილის მმართველობა ყოველდღიურად ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის მომავალს დ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 24-27 სექტემბერს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები. "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს. შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე&n...

აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟ...

აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა პრეზიდენტისგან,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. ბოკერიას თქმით, "სრული აბსურდი და სიცრუეა", თითქოს, მოქალაქეობის ჩამორთმევით, საქართველოს ფარცხალაძის დევნა ეზღუდება. "საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე უბრალოდ. თუ რამე ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის, ზოგადად, აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობ...