ლიეტუვამ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმი გაუუქმა. როგორც სააგენტო Delfi იუწყება, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო. ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს. ცნობისთვის, ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი 8 მაისს გააუქმა.
ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით - არის წითელი ხაზები, რომელიც არცერთ ჯგუფს არც ერთხელ არც დაურღვევია და არც დაარღვევს, მჯერა. არის ბრძოლის ტაქტიკა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ცარიელ კარს ნუ ამტვრევთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ ერთობის სულისკვეთების შენარჩუნება, რაც ბრძოლისთვის კრიტიკულია. „ბრძოლის ტაქტიკებზე კამათი, კრიტიკა, კითხვები და ასე შემდეგ, არა თუ სასარგებლო, არამედ აუცილებელიც არის. ამიტომ ჯანსაღი გარემოს დასამკვიდრებლად ეს ნორმა უნდა იყოს. ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით. ამასთანავე, ამ...
ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება - ეს არის სიყალბე, პოლიტიკური თაღლითობის გამოხატულება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოსთან, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კანონის სრული დარღვევით არის შექმნილი. „ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. კომისიაზე არ მისვლის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ეს კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ კომისიაში, 50% უნდა იყოს ოპოზ...
„MEGOBARI აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ღია წერილები და ის რესურსი, რასაც ხარჯავს „ქართული ოცნება”, ფუჭია. „თვითმარქვია რეჟიმს ჰგონია, რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს გამორჩა ან ყურადღება არ მიაქცია. შეუძლიათ პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელონ შეერთებულ შტატებთან, რ...
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები 26 მაისს თბილისში ჩამოვლენ. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გავრცელებული. დოკუმენტის მიხედვით, ქვეკომიტეტის წევრები შეხვედრებს 19-20 მაისს ჟენევაში, 26 მაისს საქართველოში, 21 ივლისს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 15 სექტემბერს ბანგლადეშში, 27 ოქტომბერს კი თურქეთში გამართავენ.
ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა - ასეთია არჩევანი,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის აშშ-ის მთავრობას მიმართავს. გვარამია „ფეისბუქზე“ კობახიძის წერილს აზიარებს და ამბობს, რომ ამ წერილით ჩანს, რომ „ფსიქოპათები გვმართავენ“. „მეგობრებო, ეს საქართველოს დე-ფაქტო პრემიერის წერილია ამერიკის პრეზიდენტისადმი. თუ არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები. ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა - ასეთია არჩევანი“,- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“. შეგა...
კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს - ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილშია საუბარი. კობახიძემ კონკრეტული სანქციები დაასახელა, მათ შორის „MEGOBARI აქტი“. ამის თაობაზე აშშ-ის ადმინი...
ეს არის ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისვლისას განუცხადა. კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ღონისძიებაზე დასასწრებად მოსაწვევი, ზურაბიშვილი პასუხობს: „მე აქ მოვედი ჩემით, როგორც ყველა მოვიდა“. ინფორმაციისთვის, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას ავრცელებს. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “MEGOBARI აქტის” ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ასაჯაროებს. “MEGOBARI აქტი მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით”, - წერს უილსონი. ის ასევე აქვეყნებს “საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაში ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა სიას”, რომლებიც “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული...
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 345-მა დეპუტატმა. აქედან 165 რესპუბლიკელი 180 დემოკრატი იყო. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ზუსტად იგივე კანონპროექტი სენატმაც უნდა მიიღოს ამჟამად აშშ-ს სენატში კანონპროექტს უკვე გავლილი აქვს საგარეო კომიტეტი, რის შემდეგაც ის კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში MEGOBARI აქტის საერთო ვერსიის დამტკიცების შემდეგ მას აშშ-ს პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაუგზავნიან ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძ...
საინფორმაციო სააგენტო Euroscope-მა ევროპული კომისიის პრესსამსახურს ჰკითხა, თუ რა იგულისხმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, როდესაც ივანიშვილის მთავრობასთან საუბარის ხელახლა დაწყება არ გამორიცხა. სამ ნაწილად გაყოფილ პასუხს Euroscope-ის დამფუძნებელი თამარ ნუცუბიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით პასუხში წერია, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ხელს უშლის და ქვეყანა ინტეგრაციის პროცესის შეჩერებისკენ მიჰყავს. "ამ ფონზე, ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მიმართულია არსებ...
დღეს, 5 მაისს, უყრიან კენჭს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებულ MEGOBARI აქტს - ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ, რომელიც ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მუშაობს, სოციალურ ქსელ X-ში წერს. MEGOBARI აქტი რუსული კანონის დამტკიცების გამო „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი, რომლებითაც სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას მხარდაჭერას უცხადებენ. მმართველი გუნდის წევრებს კი დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ ქმედებებზე პასუხისმგებელობის დასაკისრებლად შეზღუდვებს უწესებენ. კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც კონგრესის...
რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. „შექმნეს ე.წ. კომისია, დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო. არ გამოუვიდათ! ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ა.შ. აფრა...
„უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აქცევს მათ და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2025 წლის ინდექსზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ მტრული რჩება...
ჩვენს დელეგაციაში ერთი ადგილი თვალსაჩინოდ ცარიელი რჩება, ადგილი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც 2008 წელს პუტინს დაუპირისპირდა, საქართველოს სუვერენიტეტი არ დათმო და ამ გამბედაობისთვის ის მეოთხე წელს ატარებს პოლიტიკურ პატიმრობაში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე (EPP) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბოკუჩავამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებმა გამძლეობა და გამბედაობა გამოავლინეს „კრემლის მიერ ორგანიზებული ტერორის წინააღმდეგ და საერთო ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“. მისივე თქმით, ევროპა ერთიანად უნ...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიო...
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არ არის საკითხი, რომელზეც რაიმე კუთხით ვმსჯელობთ, რომლითაც რაიმე ფორმით ვინტერესდებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი კონცენტრირებული არიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. „ჩვენ არ ვაპირებთ, ვიფიქროთ არარსებულ საკითხებზე, რომელზეც ფიქრი და მსჯელობა არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ვაგრძელებთ ამისათვის მუშაობას. საერთოდ არ განვიხილავთ ამ საკითხს. თუ არ განვიხილეთ საკითხი, ვერც არას ვიტყვი და ვერც – კის, ეს არ არის საკითხი, რომლითაც ვინტერესდებით ა...
იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება! - ამის შესახებ წერს ,,კოალიცია ცვლილებისთვის'' ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. ,,აბა რუსეთთან შეკრულ და ირანთან და ჩინეთთან გადაფსკვნილ, ევროპის მაგინებელ და დამაზიანებელ ავტოკრატიულ რეჟიმს, არჩევნების მომპარავ, ხალხის დამრბევ და ციხეში ჩამყრელ დემოკრატიის დამაქცევრებს უვიზოს არავინ არ დაუტოვებს. თავი არ მოვიტყუოთ და სხვას არავის დავაბრალოთ! უვიზოს მოხსნა = ბიძინას! ცეცხლი ოლიგარქიას!''- წერს ნიკა გვარამია.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას. „დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია. რუსულ-ქოცური პროპაგანდა, ფსევდო-მედია და ყალბი ექსპერტები ერთად ქმნიან შფოთვის, ეჭვისა და უნდობლობის სისტემას. ივანიშვილის მიზანი არ არის დაგაჯეროს. მისი მიზანია – სიმართლე ჩაძიროს ტყუილში, ყოველდღე დაგაბნიოს და დაგაეჭვოს. როცა ხალხი ამბობს: რა აზრი აქვს? „ყველა ერთნაირია, ვერავის ვენდობი&hellip...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტების გაცემის კონტროლთან დაკავშირებით მთავრობის უფლებამოსილებები და ანტიკორუფციული ბიუროს ბერკეტები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს. ამ მიმართულებით “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ჩასწორდება, რა წინადადებითაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გამოვიდა. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე, ფრაქცია “ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორები გრანტს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამ...