კობახიძე - პრინციპულად მნიშვნელო...

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი, არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, იმისთვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვირდებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან. „რაც შეეხება პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების ზოგადად ირიბ დაფინანსებას, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე ზოგადად სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს. საყოვე...

პრემიერი - 2030 წლისთვის, კანდიდ...

2030 წლისთვის, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ "ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს". "ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რაც ვთქვი ბრიუსელში - 2030 წლისთვის, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირშ...

ირაკლი კობახიძე რობინ დანიგანს შ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. "აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული.  მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მელია - საზოგადოებას 1 კვირაში გ...

საზოგადოებას 1 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ღამის მთავარში" საუბრისას განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, "ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა". "მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ ყველანი, საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა, თუმცა ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება. მარტის პირველი დღეებიდან, კამპანია, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის...

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მო...

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრმა, ირინა შედანიამ განაცხადა. როგორც ირინა შედანია აღნიშნავს, მათ არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ გადაწყვიტეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“ და შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას. ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას კიდევ ათეულობით აქტივისტი და პარტიის წევრი აპირებს.

პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვ...

ხვალ, 22 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. აღნიშნული შეზღუდვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ შეეხება. "აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ზურაბიშვილი - გაფართოება სიძლიერ...

პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე ევროპის წამყვან მკვლევარებს და ადგილობრივი კვლევითი ცენტრების ექსპერტებს  უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში Horizon Europe-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც საქართველოსთვის. "მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა თქვენს ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ძალიან დროულია, რადგან დღეს ეს მნიშვნელოვანი საკითხია - როგორ, რისთვის და რას მისცემს ეს გაფართოება ევროპას...

დარჩიაშვილი - პრემიერის ვიზიტი ბ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.   „ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც გამყარებულია კონსტიტუციით. ასევე, ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდა ნატოს ოფისში, სადაც ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გენერალურ მდივანთან. თავად ნახეთ პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერდა...

კობახიძე - საქართველოს ტერიტორიე...

საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთიანობის, წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს მიმართა და განაცხადა, რომ მადლიერებას გამოხატავს ნატოს მიმართ მისი მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „ნება მიბოძეთ, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი...

სტოლტენბერგი - ნატო მოუწოდებს რუ...

ნატო მოუწოდებს რუსეთს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ნატოსთვის მიუღებელია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები დაკავებული ჰქონდეს. "გილოცავთ დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. ნატო მოუწოდებს რუსეთს, რომ დაიცვას საქართველოს ტერიტორიის მთლიანობა და ჩვენთვის მიუღებელია, რომ დაკავებული ჰქონდეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიები", - ...

1 000-ლარიან პენსიაზე „ლელოს“ იდ...

ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარტია „ლელოს" 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. ხუციშვილის თქმით, დაახლოებით, 6 მილიარდია დამატებით საჭირო ამ პროგრამის განსახორციელებლად და მათემატიკურად შეუძლებელია. „ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება მოხდეს პოლარიზაციის შემცირება ქვეყენაში. ფაქტიურად, არ დარჩა არცერთ ოპოზიცური პარტია, რომელმაც ერთხმად არ აღნიშნა, რომ ეს არის არარეალური და არ ეყრდნობა არანაირ გათვლებს. ბუნებრივია, ეს ემსახურება ერთადერთს, რომ შეცდომაში იქნას შეყვ...

ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს - მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა, თავის მხრივ, კობახიძემ რობერტა მეცოლას  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი...

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი სიცოცხლ...

მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ ახლა შეგიძლიათ, ეს აიღოთ, შეგიძლიათ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი იმედის დასაბრუნებლად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში დღეს ბევრი ადამიანი საქართველოს იცნობს, როგორც "სააკაშვილის ქვეყანას". "მე ვაპირებ, მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის. ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს. მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ ახლა შეგიძლიათ, ეს აიღოთ, შეგიძლიათ, ხელში აიტაცოთ ...

სააკაშვილი - თქვენ წინაშე ზის ად...

თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის და ამას ასამართლებთ - სინდისი ხომ კარგი საქონელია?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, მისი გასამართლება მსოფლიოს დაცინვაა. "საქართველო იყო მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში და ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ გინდათ, რომ მე დამაპატიმროთ, კიდევ მომისაჯოთ გაფლანგვასა და კორუფციაზე?! სინდისი ხომ კარგი საქონელია?! თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის და ამას ასამართლებთ. ეს ა...

ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლასა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ სტოლტენბერგი და კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. შეგახსნეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლის კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. კობახიძე ვიზიტის ფარლგებში უკვე შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. "შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ევროპული საბ...

ადმინისტრაცია - პრეზიდენტი „საარ...

დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს. "ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და ...

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“...

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაუჭირა მხარი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს. კანონპროექტით იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი. კერძოდ, მათი არჩევის პროცესში ხდება ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. "პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. წარდგენილი კანდიდატებისთვის შესაძლებელი იქნება 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ, რის შემდეგაც 76 ხმით არჩეული კანდიდატი უფლებამოსილებ...

ვარჰეი - შევთანხმდით, რომ 9 რეკო...

მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რომელიც ამ სტატუსს მოაქვს, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 9 რეკომენდაციაზე მუშაობის ტემპი დაჩქარდეს. "მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რომელიც ამ სტატუსს მოაქვს. მას ასევე მოაქვს დივიდენდები - არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირის...

კობახიძე - ჩვენი უახლოესი მიზანი...

ჩვენი უახლოესი მიზანია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველომ "ძლიერი ნება დაადასტურა იმისთვის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ევროინტეგრაციის გზაზე წინ სწორუპოვარი სვლა". "დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მ...