თბილისის მერიაში დაგეგმილი რეორგ...

გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერიაში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  კალაძემ განმარტა, რომ თბილისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არაა, რადგან პროცესი გაცილებით ადრე დაანონსდა.   „მინდა, შევეხო დედაქალაქის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის საკითხს. მოვისმინეთ ბევრი არასწორი შეფასება პოლიტიკურ ჭრილში. თუ ადამიანი აიღებს და ნახავს თარიღს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, აშკრად დარწმუნდება, რომ ეს არანაირ კავშირში არაა იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეებში ხდება. გაცილებით ადრე გამოცხად...

საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამი...

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიოს შეხვდა. როგორც შაჰინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რუბიოსთან შეხვედრისას, მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებთან ერთად, საქართველოში არსებული ვითარებაზეც ისაუბრეს. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა, აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება უცხოეთში და ის, რომ მსოფლიო მასშტაბით თანამდებობები რაც შეიძლება მალე შეივსოს კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით. სენატორ რუბიოსთან ჩვენ წლები ვთანამშრომლობდით, როგორც აშშ-ის სენა...

აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხ...

 აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე - მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ,- ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. პაველის განცხადებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. „ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი ...

ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმ...

დანიშნეთ ახალი არჩევნები, ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. გვარამიას განცხადებით, „სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი კი სალომე ზურაბიშვილია“. „ქოცებო“, იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - ჩამოშლილები ხართ და ცერცვივით დაბნეულები. ყოველდღე უფრო და უფრო. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - ყოველდღე ათობით საჯარო მოხელეს (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირს) კარგავთ, მალე ასობით დაკარგავთ ყოველდღიურად. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - სანქციები არ აგცდებათ - ქონება, ანგა...

კლინტონი - ამაყი ვარ, რომ ვუერთდ...

ამაყი ვარ, რომ ვუერთდები მსოფლიო ლიდერებს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც დგანან ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის სოლიდარობისთვის, საქართველოს ისტორიაში ასეთ კრიზისულ დროს,- ამის შესახებ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც კლინტონმა აღნიშნა, "საქართველო არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში". "ამაყი ვარ, რომ ვუერთდები მსოფლიო ლიდერებს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც დგანან ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის სოლიდარობისთვის, საქართველოს ისტორიაში ასეთ კრიზისულ დროს. საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: იგი არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და ...

პროკურატურამ სხვისი ნივთის დაზია...

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. "სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვ...

PACE - მომიტინგეების და ჟურნალის...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში მიმდინარე პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) გამოხატეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციის ლიდერებისა და საპროტესტო აქციის წევრების დაკავებების გამო. "დაკავებების დროს პოლიციის მიერ ძალადობასთან და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ადგილი არ აქვს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში", - განაცხადეს კერნმა ...

პრეზიდენტი - ვერცერთი პარტნიორი ...

ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ვერცერთი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი ვერ იტყვის, რომ არაფერი იცოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედიას 30-მდე ინტერვიუ მისცა. "ამ დღეებში 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომდგენლებს, სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. აქედან ერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, ამის შემდეგ ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ვერცერთი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი ვერ იტყვის, რომ არაფერი იცოდა. ყველამ ყველაფერი იცის. და ეს იყო ჩემი მოვალეობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარლამენტმა 8 ახალი წევრის უფლებ...

პარლამენტმა 8 ახალი წევრის უფლებამოსილება ცნო. პარლამენტის გამოკლებული წევრის, სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლეა - ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე - არჩილ გორდულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე - სალომე ჯინჯოლავა, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლე - თორნიკე ბერეკაშვილი, მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე - თორნიკე ჭეიშვილი, ანრი ოხანაშვილის ადგილმონაცვლე - პაატა სალია, მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლე - გიორგი გუგუჩია და დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე - ირაკლი ჭეიშვილი. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა 8 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კერძოდ, პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მა...

დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებ...

დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა - ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მათი ყველა გადაწყვეტილება უკანონო და არალეგიტიმურია“.  „დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა. ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება მიმართულია ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგ.  არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მათი ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო და არალეგ...

პარლამენტმა კობახიძეს, ივანიშვილ...

პარლამენტმა რვა დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის, მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კერძოდ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა: ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილს - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის და...

არალეგიტიმური რეჟიმი აპირებს, ცვ...

არალეგიტიმურმა, თვითმარქვია და ძალადობრივმა რეჟიმმა დააანონსა, რომ აპირებენ ცვლილებები შეიტანონ კანონში, რომლის საფუძველზეც საქართველოში პოლიციელი დაინიშნება არა კონკურსის წესით და შესაბამისი კვალიფიკაციის შემოწმების რაიმე სათანადო პროცედურით, არამედ ერთპიროვნულად, მინისტრის მიერ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.  როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, ახალ, რეფორმირებულ პოლიციაში მოძალადეების ადგილი აღარ იქნება. „არალეგიტიმურმა, თვითმარქვია და ძალადობრივმა რეჟიმმა დააანონსა, რომ აპირებენ ცვლილებები შეიტანონ კანონში, რომლის საფუძველზეც საქართველოში პოლიციელი დაინიშნება არა კონკურსის წესით და შესაბამისი კვალიფიკაციის შე...

პავილიონისი ჰერჩინსკის - გრცხვენ...

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს. როგორც პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, „ჰერჩინსკის უნდა სრცხვენოდეს - ის ევროკავშირს არ წარმოადგენს“. „გრცხვენოდეს პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“,- წერს პავილიონისი. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გუშინ შეხვდა.  შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამ...

სუს-ი - გეგმავენ, 14 დეკემბერს, ...

მიღებული ინფორმაციით, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის განცხადების თანახმად, „ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“. „სახელმწიფო უსაფრთხოებ...

ზურაბიშვილი - მატარებელი დამიყენ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ, საახალწლო დეკორაციის სახით მატარებლის მაკეტის დადგმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბიშვილი შესაბამის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ… აბა, ვინ წავა, ვნახოთ!“.

ბუაძე მერიის თანამშრომლებს - არ ...

მინდა მივმართო თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს, არ მიიღოთ მონაწილეობა კალაძის მიერ დაანონსებულ რეპრესიებში და დანაშაულებრივ რეორგანიზაციაში,- ამის შესახებ „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ წევრმა,  საბა ბუაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერიის თანამშრომლებმა თავიანთი ერთგულება კონსტიტუციის და ევროინტეგრაციის მიმართ ღიად, ცალსახად და ხაზგასმით გამოხატეს.  „12-დღიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის პარალელურად, გვინდა გამოვეხმაუროთ საჯარო სამსახურში, კერძოდ, თბილისის მერიაში დაანონსებულ რეპრესიებს. თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქია, ამას ადასტურებს ის პროტესტი და უწყვეტი წინააღმდეგობა, რომელიც თბილისის ქუჩებში მთავარი ევროპული ღირებულების, თავისუფლების დასაცა...

ჰერჩინსკი - ძალადობრივი ქმედებებ...

გასული დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც საქართველოში ვხედავთ, ამაზრზენია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. „ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა - რასაც ამჟამად ...

მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაე...

მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს 2 შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატი  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე რეაგირებაა,- ამის შესახებ  კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნაცვლიშვიმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „დაისაჯოს თითოეული მოძალადე და დაისაჯონ ამ თვითმარქვია რეჟიმის თანამდებობის პირები“. „4 პროდასავლური პოლიტიკური აქტი მიერ ორიოდე დღის წინ შეიქმნა სამუშაო ფორმატი, რომლის ამოცანაც არის არცერთი ძალადობა საქართველოს ,მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელსაც ცადის რუსული თვითქმრქვია არალეგიტიმური რეჟიმი, არ დ...

პრემიერი - აშშ-სთან გვინდა არა ქ...

ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და გვინდა დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერის თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს. „გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ...

მივმართავ გომელაურს, დაკითხეთ თუ...

მინდა მივმართო შს მინისტრ გომელაურს, არიან თუ არა დაბარებული დაკითხვაზე ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ?,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მას, არამედ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს უნდა იბარებდეს. „ქვეყანაში არის ქაოსი, სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტობრივად ჩამოშლილია. ამ ქაოსს აქვს სახელი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ გვაძლევს ნორმალურად ცხოვრების შე...