საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. "ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR). პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართ...
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 19% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 14% - "ნაციონალურ მოძრაობას", 3% "საქართველოსთვის" და ა.შ. IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოი...
,,მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ევროკავშირის წევრი და პარნტიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში და მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საქართველოს ხედვა,’’ – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიამ მსოფლიო უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დააყენა. მისი თქმით, საქართველო უკრაინისადმი სოლიდარულია არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით. ,,უკვე ერთ წელზე მეტია, უფრო და უფრო მეტად დაუცველ მსოფლიოში ვცხ...
ჩვენ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით 12 რეკომენდაციას, ამ პროცესს ივნისის სესიის დასრულებამდე ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი. მისივე თქმით, ამა წლის დეკემბერში ქვეყანა და ხელისუფლება 100 პროცენტით მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხოლო როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ეს მათი საქმეა. "ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება. ვისაუბრებ, რა როლი შევიტანეთ ამ ყველაფერში. ასევე, ვისაუბრებთ ამ პროცესებში ოპოზიციის სხვადასხვა ფრთის ჩართულობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კოლეგები და პარტნიორები მთლიანად ი...
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა საჭიროა ქვეყანამ გააძლიეროს რეფორმები, ყოველდღიური აქტივობა და საქმიანობები, რომლის საჭიროებაც ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან მომდინარეობს. მინდა, აღვნიშნო, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ძალიან პოზიტიურად გამოხატავდნენ ჩვენთან მიმართებით დამოკიდებულებას. თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ისინი მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგ...
ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, - ამის შესახებ ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები აქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორია რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია, აქედან გამომდინარე, დღევანდელი მინისტერიალი ამ თემებზე სასაუბროდ კარგი ადგილია. "ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს შესახებ სასაუბროდ", - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც ე...
საქართველომ უნდა შეასრულოს დაპირება, სტაბილური გახადოს ქვეყნის შიგნით ვითარება, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს საგარეო პოლიტიკას და შეასრულოს ევროკავშირის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია. "საქართველომ უნდა შეასრულოს დაპირება, სტაბილური გახადოს ქვეყნის შიგნით ვითარება. ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს და რასაც ველოდებით, არის ის, რომ შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მხარი დაუჭირონ საქართველოს საგარეო პოლიტიკას", - განაცხადა ჰაავისტომ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. როგორც დედაქალაქის მერმა დღეს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროექტი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მოგვიანებით დაწყების შემთხვევაში კი, პროექტი მოგვიანებით დასრულდებოდა. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე. კარგი, ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ ზაფხულში, პროექტის დასრულება ხომ გადაიწევდა შემდეგ თვეებში - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იანვარი, თებერვალი... დღეს ვამბობთ, რომ პროექტი სრულდება იანვარში. მოგვიან...
ჩვენს მოქალაქეებს პირობა მივეცით, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა სუდანიდან მათი დროულად გამოყვანის, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სუდანში მყოფი მოქალაქეების ოჯახის წევრების ინფორმირება და კომუნიკაცია ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ძალიან გვაღელვებს ჩვენი მოქალაქეების ბედი სუდანში. ვიცით, რომ იქ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და დაპირისპირება ძალიან რთულ გარემოს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ათეულობით მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სუდანში სჭირდება დახმარება და პირველ რიგში რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან...
შემდეგ სასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის პირობებში მზად ვარ, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს. "არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს! მოწმეებზე, ანუ "რობოკოპებზე" , განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე, 21 წლის ლაზარე ზემოქმედებას,ზეწოლას ვერ განახორციელებს. მისი მიმალვაც გამორიცხულია, მითუმეტეს უმარტივესია, რომ აკონტროლონ მისი ქვეყნიდ...
2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,- აღნიშნულის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კალაძის თქმით, 11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად. "2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად...
საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული, - ამის შესახებ აღნიშნულია "ქართული ოცნების" განცხადებაში, რომელსაც პარტია დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს. "დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წელი შესრულდა. ეს 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სტოლტენბერგი ღარიბაშვილს 25 აპრილს, ბრიუსელში უმასპინძლებს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების" დაფუძნებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. "2012 წლის 21 აპრილს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და ს...
ნიკა გვარამიას გათავისიფლების მოძრაობასთან კომუნიკაცია ცხადია მქონდა და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია საჯაროა, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლება მნიშვნელოვანია და საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირ კავშირშია. „კომუნიკაცია ცხადია მქონდა და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია საჯაროა, მათ შეუძლ...
"ქართული ოცნების" ქცევა პარლამენტში არის არა მარტო კონსტიტუციისა და ამომრჩევლის უფლებების დარღვევა, არამედ სრული ლუსტრაცია იმისა, როგორ მფარველობენ სასამართლო კლანს, რომელიც "ოცნების" რიგებში წინა ხელისუფლებიდან გადმოიპორტირეს, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ქცევა არის იმის დასტური, რომ მათი მმართველობის პირობებში, ჩვენს ქვეყანას სამართლიანი სასამართლო ვერ ეღირსება. "ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხი. ეს არის იმის დასტური, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში, ჩვენს ქვეყანას ვერ ეღირსება სამართლიანი სასამართლო. ეს არის ...
ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უსაფუძვლოა, ვხედავთ მიზანს, რომ სისტემიდან მოხდეს იმ მოსამართლეების განდევნა, რომლებიც ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. როგორც დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნავს, მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი, რაც საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ განხორციელდა ერთგვარი სპეცოპერაციაა, რაც წლების განმავლობაში წარმოებული ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანიის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს. „ფორმალურადაც ავანსცენაზეა გამოსული ელჩი და ამერიკული მხარე ფაქტობრივად შანტაჟის მდგომარეობაში ამყოფებს ხელისუფლებასაც. მისი განცხადება,...
პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მესამედ ვერ შედგა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. როგორც მმმართველი პარტიის წარმომადგენლები ხსნიან პროცედურის არ გავლა, ემსახურება სოლიდარობას ქართული სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ. "ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან, შესაბამისად, დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით ამ პროცედურას", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპა...
საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია და საქართველოს დემოკრატიის გზაზე სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. საელჩო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის უნდა იყოს ნაკარნახევი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ამ საკითხში შეერთებული შტატები საქართველოსთან თანამშრომლობის ერთგული იქნება. "საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დე...
ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმის მესამედ ჩააგდების საკითხს. მისივე თქმით, ყველა კვლევით სასამართლო სისტემა დგას მოწოდების სიმაღლეზე, ხოლო ოპოზიციური ძალები სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ, რის საშუალებასაც, როგორც თავად აღნიშნავს მმართველი გუნდი მათ არ მისცემს. "სასამართლო არ არის მათ ხელში, ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებით ცდილობენ, სასამართლოს თემაზე მოახდინონ მისი დისკრედიტაცია", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმ...