გიგი უგულავა სააკაშვილს - მძულს...

„სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ.“ - ფოთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის. წერილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე ავრცელებს. „მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, ...

ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვ...

სააკაშვილი არის რეციდივისტი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ვინ რა ვადით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას კანონი წყვეტს. "ვინ რა დროით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას კანონი წყვეტს და სასამართლო. უკვე დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება ეს კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი, შეგიძლიათ, ეს ტერმინიც გამოიყენოთ ხოლმე, სამართლებრივად ასეა." - განაცხადა ოხანაშვილმა.

საია - ცენტრალურმა საარჩევნო კომ...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბერის ადგილობირვ არჩევნებზე,  საარჩევნო უბანზე  პარტიული სიმბოლიკის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა - ინფორმაცის „ახალგაზრდა იურისტთა ასოსციაცია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საჩივარი საიამ შიეტანა და ცესკოს შესაბამისი რეაგირება მოსთხოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საჩივარი 12 ოქტომბერს განიხილა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა. „2021 წლის 02 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდე...

მიხეილ სააკაშვილი - არ შევწყვეტ ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. - ამის შესახებ მან მორიგ წერილში განაცხადა. ექსპრეზიდენტი მოქალაქეებს 14 სექტემბერს აციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სასურველია მის გათავისუფლებას მეორე ტურამდე მიაღწიონ. „ ახლა, რაც მთავარია, 14 ოქტომბერს, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა თქვენთან ერთად შევძ...

გიგა ბოკერია - მეორე ტურებში ოპო...

„ცხოველების ფერმა არის ის სახე, რისკენაც მიყავს ივანიშვილს ქვეყანა, თვითონაც თქვა, რომ ეს ნაწარმოები იყო მისთვის შთაგონების წყარო, ეს უნდა შევახსენოთ მას ყველანაირი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს თვითონ უნდა ქონდეთ შანსი თავად განსაზღვრავდნენ საკუთარ მომავალს და მიისწრაფვოდნენ საკუთარი ბედნიერებისკენ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ქუთაისში იმერეთირ რეგიონალურ გუნდთან შეხვედრისას. „ჩვენ გვქონდა შეკრება იმერეთის ყველა რაიონის ლიდერებთან მეორე ტურის წინ, ჩვენი ამოცანა არის მათშორის სატირული პოსტერების მეშვეობითაც, პირდაპირი კომუნიკაციით ჩვენს 30 000 მხარდამჭერს და მათ ვინც ახლოს არის ჩვენს შეხედულებებ...

ნათია თურნავა - მსოფლიოში მილიო...

"მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ."- ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასა და შიმშილობას ეხმაურეა. ნათია თურნავას თქმით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო და სააკაშვილის საკითხი იმ შემთხვევაში იქნებოდა მნიშვნელოვანი, ქვეყანაში რომ არავის უჭირდეს.  "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფ...

ბესიკ დონაძემ საბურთალოს 33-ე უბ...

„ვითხოვთ საბურთალოს 33-ე უბნის  გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა მოვდივართ სასამართლოში, რადგან სასამართლოს ძალით გავახსნევინოთ საარჩევნო უბანი“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანისას. "ევროპულმა საქართველომ" სარჩელით მივმართეთ სასამართლოს, სარჩელი ეხება საბურთალოს ოლქში ხმების გადათვლას, ეს არის 33-ე უბანი სადაც "ევროპულ საქართველოს" საერთოდ არ უწერია ხმები გამოდის, რომ საერთოდ არ მოგვიღია არჩევნებში მონაწილეობა, სინამდვილეში ამ უბანზე ხმები აღებული გვაქვს, ვითხოვთ ამ უბნის გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა მოვდივართ სასამა...

NATO - ვგმობთ საქართველოში, უკრა...

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის გამოწვევასთან დაკავშირებული რეზოლუცია 11 ოქტომბერს მიიღო. როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და ქართველების დისკრიმინაციის გამო. ასევე, ნატო-მ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.  "ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ზღვაოსნობის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას აზოვის და შავ ზღვაში. ასამბლეა გმობს, რუსეთის უწყვეტ მცდელობებს გამოიწვიოს ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია და ჩაშალოს მათი ევროპული და ევრო...

სალომე სამადაშვილი - სააკაშვილის...

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. როგორც სამადაშვილმა განაცხადა,  სააკაშვილის პატიმრობა არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა სახელმწიფო. „მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა ერთი რამ არის ცხადი, დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება სამართლებრივი დევნა, პოლიტიკური მოტივით. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს არჩევნები რომ წააგო მთავრობა გადააბარა მშვიდობიანად „ქართულ ოცნებას" და შესაბამისად გზა გახსნა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას გზა გაეგრძელებინა დასავლე...

„თავისუფლება მიშას“ - დემნა გვას...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია უერთდება. .„Free Misha” - წერს დემნა გვასალია. ფოტოს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია ავრცელებს.

ღარიბაშვილი სააკაშვილზე - ყველაზ...

იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებ კომენტარებს. „იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილ...

ღარიბაშვილი - სააკაშვილის გადაცე...

მე ამის თაობაზე ვთქვი, რომ დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. კითხვაზე გადასცემენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ მხარეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამორიცხულია. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პრემიერმა აღნიშნ...

ღარიბაშილი სააკაშილზე - როცა ადა...

როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე (იციან, რომ მეორე ტურშიც ყველგან დამარცხებიან) რამენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად. ყოველდღიურად ძალიან კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს არის დამაკმაყოფილებელი. ...

გიგი წერეთელი - სააკაშვილის ჯანმ...

„მისი პირადი ექიმის მონაცემებით სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და ბუნებრივია ასეც იქნება, 10-11 დღის შიმშილობის შემდეგ მითუმეტეს მგზავრობის წინა პერიოდი ასეთივე რთული, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შეიძლება აქ  ყველაფერი მშვიდად და წყნარად იყოს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობის დამძიმებას. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაქვს 2 წყარო, ერთი არის ოფიციალური პენიტენციური სამსახურის, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადი პარამეტრები ნორმაშია, მაგრამ მისი პირადი ექიმის მონაცემებით სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და ბუნებრივია ასეც იქნება, 10...

მიხეილ სააკაშვილი - ჩემს ცოცხლად...

"ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის უმთავრესია არჩევნების გამარჯვების გამოგლეჯვა"- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.  მესამე პრეზიდენტის წერილი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გაასაჯაროვა.  "მინდა მოგმარტოთ ყველას თხოვნით. ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის უმთავრესი...

ნიკა მელია - ზუგდიდში „ქართულმა ...

ზუგდიდში არჩევნები, შანტაჟის, ძალადობის, სხვადასხვა სახის მუქარისა და. ე.წ კარუსელების დატრიალების ფონზე ჩატარდა. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამდენი უკანონობისა, ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს და ოლიგარქის ფულს და პირწმინდად დაამარცხა „ქართული ოცნება“  ზუგდიდის რაიონში. ამასთანავე, ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, უკვე გამარჯვებული მაჟორიტარი, მანუჩარ ფიფია, დღეს დამარცხებულად გამოცხადდა. "თქვენ მოგეხსენებათ, როგორ ჩატარდა არჩევნები ზუგდიდში, შანტაჟი, ძალადობა, სხვადასხვა სახის მუქარა. ე.წ კარუსელების დატრიალება, ე. წ მოკრიმინალო ელემენტე...

გიგა ბოკერია - როდესაც პოლიტიკურ...

როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა როგორიც არის ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე. - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას. ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის პრობლემა და მართლმსაჯულების პრობლემა, ხელისუფლების დაკვეთით ოპონენტების დევნა დიდი ხანია უკვე, ყველა საქართველოს მოკავშირისთვის ძალიან მკაფიო სურათია ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით, ეს არ არის სიახლე მათთვის და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სამყარო...

გიორგი გახარია - „ოცნება“ და „ნა...

ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს, რომლის მიზანი დაბალანსებული საკრებულოების მიიღება იქნება. - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, "ოცნება", ისევე როგორც "ნაცმოძრაობა"  ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში ცდილობს მათთან შეთანხმების მიღწევას. "დღეს პარტია "საქართველოსთვის" არის წარმოდგენილია, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა გადამწყვეტი ხმა გვქონდეს, როგორც ს...

მარინა კალიურანდი - სააკაშვილმა ...

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, რადგან ასობით ათასი ადამიანი რუსთაველის გამზირზე არ გამოვიდა.  "მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე - სავარაუდოდ, კი. ის, რაც მე დავინახე, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტ...

თაკო ჩარკვიანი - ჩაფიქრებულია ს...

"მზადდება საქართველოს თავის მოჭრა, ანექსია და ყოფილი პრეზიდენტის განადგურება"- ამის შესახებ პარტია "კანონის და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, რუსეთის უშიშროება საქართველოს უშიშროებაზე ზეწოლით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორალურ ფა ფიზიკურ განაგდურებას გეგმავს.  "არ გამოვირჩევი ინფორმაციის ეთერში ტყუილუბრალოდ სროლით, უმძიმესი ინფორმაცია მაქვს. მივმართავ საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, ამერიკელ სენატორებს, ევროპარლამენტარებს, უფლებადამცველებს გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებული იყოს საქართველოს მესამე პრეზ...