უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ფრონტის ხაზიდან უკრაინული ჯარების გაყვანა არ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, უკრაინა დაიწყებს დონბასის დეოკუპაციას, რომელიც ოკუპირებულია 2014 წლიდან. მან დასძინა, რომ უკრაინა იბრძოლებს, იქამდე სანამ ძალა შესწევს. "ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ რამდენადაც შეგვიძლია. თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, ჩვენ არამარტო არ მოვშორდებით ბახმუტს, არამედ დავიწყებთ დონ...
ის არის თვითდაზიანების რეჟიმში. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, შეჭამს საჭმელს, არანაირი პრობლემა არ ექნება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხებოდა. მისივე თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები არ ასახავს სინამდვილეს და მიმართულია პოლარიზაციისკენ. „არანაირი დებატები არ გამართულა ევროპარლამენტში. ორი კაციც არ ესწრებოდა, აბსოლუტურად ცარიელი იყო დარბაზი. გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო დროის განმავლობაში, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და მიმ...
მე მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი, მუშაობა და შედეგების დადება იქნება უპირველესი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველამ კარგად იცით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გუნდი აპირებს მუშაობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ბრძოლა არ დასრულდება იქამდე, სანამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადებითობისკენ არ შეიცვლება. "მე მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი, მუშაობა და შედეგების დადება იქნება უპირველესი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველამ კარგად იცით. ეს კარ...
გიორგი ჩალაძეს ეყოლება გუნდი,რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებაზე და გამართვაზე, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობა" იღებს პასუხისმგებლობას დაეხმაროს გუნდს, ამ მიმართულების გააქტიურებაში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შტაბები იქნება ზეპარტიული და გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყნის ევროპული მომავალი. "კონსულტაციები იმართებოდა მხოლოდ ერთ კანდიდატთან და ეს იყო გიორგი ჩალაძე, რომელსაც ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ...
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ "ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს, რომელიც უკრაინაში რუსულ მხარეს იბრძოდა, სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაცია Uriadovyi Kuryer გაზეთში ვრცელდება, იუწყება Ukrinform. პრიგოჟინს ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოება. "დროა დასრულდეს რუსების სისხლიანი თარეში, რომლებიც ცნობილი კომპოზიტორის უკან იმალებიან. სამართლიანობის ჩაქუჩი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ანარქიის ურო", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა.
ნიკა მელია არის წარსული, გვაინტერესებს მომავალი, წინ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ვისაც პარტიის ახალი თავმჯდომარის ოპოზიციაში ყოფნა სურს, "მისი ნებაა". "ნიკა მელია არის წარსული, გვაინტერესებს მომავალი, წინ. მე მგონი, უნდა გაასწორონ ისრები იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და თუ ვინმე აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს მისი ნებაა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეკითხვაზე, მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადებას ეთანხმებიან თუ არა ენმ-ის წევრები, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ...
როცა უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს მოვხსნით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონის თქმით, საფრთხის მოხსნა მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური შეფერხებების რისკებს დაასრულებს. "როცა უკრაინა გაიმარჯვებს და ის გაიმარჯვებს, როცა პუტინს უკან დაახევინებენ, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს მოვხსნით. საფრთხის მოხსნით, დავასრულებთ დამატებითი ეკონომიკური შეფერხებების ისეთ რისკებს, როგორიცაა გაზის და საკვების ფასების მკვეთრი ზრდა, რაც ჩემს ქვეყანაში, აშშ-სა და მსოფლიო...
ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსულის ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება "წლების მანძილზე ინახავდა ქვეყანაში კრიმინალ სააკაშვილს და დღემდე 10-მდე კრიმინალს ინახავს". "უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება წლების მანძილზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ისინი ინახავენ 10-მდე გამოჩენილ კრიმინა...
ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე დასძინა, ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. "დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე ...
მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება,- ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშს საქართველოზე. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს. "ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქა...
საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა. ამერიკის დიპლომატიური უწყების თქმით, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აერ...
შენ შეგიძლია იმოქმედო, რატომ დუმხარ, - ასე მიმართავს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის "პირადი მძევალიცაა" სააკაშვილი, ფრანგული პასპორტი იყიდა, სალომე ზურაბიშვილი კი, რომელიც ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე უარს აცხადებს, ყოფილი ფრანგი დიპლომატია. "ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლიც აკონტროლებს საქართველოს და რომლის პირადი მძევალიცაა სააკაშვილი, საფრანგეთის პასპორტი იყიდა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უარს ამბობს სააკაშვილის შეწყალებაზე, ყოფილი ფრანგი დიპლომატია. ემანუელ მაკრონ - შენ შეგიძლია იმო...
ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს. მართლმსაჯულების თავის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, თუმცა მან კიდევ უფრო უნდა შეუსაბამოს თავისი საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის კანონმდებლობას კონტრაქტორების ჩართვით კომუ...
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით, გადაიყვანოს ის შესაბამის კლინიკაში სამკურნალოდ, სადაც მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვშიშობთ, რომ შედეგები იქნება სავალალო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანნა ფოტიგამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს გამოსავალი და ეს უნდა იყოს საღ აზრთან მყოფი გზა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება კი, საქართველოს მომავლისთვის ძალიან სწორი ნაბიჯი იქნება. "როგორც წესი, დებატების ჩანიშვნას სჭირდება კოორდინაცია და დისკუსიები კოორდინაციებს შორის, მაგრამ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის იმ ფოტოე...
ჩეჩნეთის ახალი ვიცე-პრემიერი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქონებისა და მიწათმოქმედების მინისტრი ხამზატ კადიროვი გახდა, - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა. მისივე თქმით, ხამზატ კადიროვი ნიჭიერი და პასუხისმგებლიანი ლიდერია, რომელმაც ეს ყოველივე ადგილობრივი თვითმმართველობის წინა თანამდებობებზე ყოფნით დაამტკიცა. "გაიმართა რეგიონის მთავრობის სხდომა. ახალი ვიცე-პრემიერი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქონებისა და მიწათმოქმედების მინისტრი ხამზატ კადიროვი გახდა. ხამზატი ნიჭიერი და პასუხისმგებლიანი ლიდერია. მან ეს ადგილობრივი თვითმმართველობის წინა თანამდებობებზე ყოფნით დაამტკიცა" - განაცხადა კადიროვმა.
უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ღირებულებამ 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, ომის დროს სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლოა სწრაფი აღდგენა, რომელიც უკრაინამ ახლავე უნდა დაიწყოს. მან დასძინა, რომ სწრაფი აღდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 17 მილიარდი ევრო დაჯდება, აქედან 3.5 მილიარდის შეგროვება უკრაინამ უკვე შეძლო, დანარჩენზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ომის დროს სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა სწრაფი აღდგენა. ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვადგინოთ ენერგომომარაგება, წყალმომარაგება და საავადმყოფოები. სწრაფი აღდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 17 მილიარდი ევროს დაჯდება. 3.5 მილიარდი უკვე...
გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. მზად ვარ, პირადად წავიყვანო ის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს უფლებას აძლევს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოკლას თავისი ყოფილი ლიდერი, ისტორიულ ცოდვას სჩადის. “ნებისმიერი პრეზიდენტი ადამიანია, მაგრამ ასევე - ინსტიტუტი. ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს უფლებას აძლევს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოკლას თავისი ყოფილი ლიდერი, ისტორიულ ცოდვას სჩადის, რომლის ამორეცხვაც რთული იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს. გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. მზად ვარ, პირადად წავიყვანო ის. გააკეთეთ ეს", - წერს პო...
პროპაგანდა, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, გაამყარა ლავროვის განცხადებებმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყნები, რომლების საქართველოს საერთაშორისო სანქციებში ჩართვისკენ მოუწოდებენ, სურთ ქვეყნის ომში ჩართვა არის ნებისმიერ შემთხვევაში ტყუილი. "ლავროვის განცხადება პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პროპაგანდა, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, რომ ყველა, ვინც დასავლეთის, უკრაინის მომხრეა, ვინც საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა, ამ ადამიანს, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო ჩართონ ომში, ეს არის პროპაგანდა, რომელიც გაამყარა ლავროვმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტყუის ლავრ...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს კარგად იცნობს და "მადლობა ღმერთს, ის არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას". ლავროვა ასევე გაიხსენა სალომე ზურაბიშვილთან შეხედრა, რომელიც 2004-2005 წლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად ორი სამხედრო ბაზის შეთანხმებას ავითარებდა. „ახლა საქართველოში, პრეზიდენტი, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას, ასრულებს უფრო საზეიმო ფუნქციებს... არის მთავრობა... არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ახლა მინდა კომპრომიტირება პოზიტიური სიტყვებით იმაზე, რასაც მთავრობა აკეთებს, მაგრამ მე უბრა...
გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას. ხაჭაპურიძის თქმით, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს შეგნებულად არ იღებს, მას აქვს ინფორმაცია, შესაბამისად ის არის ჩვეულებრივი მოწმე. "გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია...აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს. მოწმეა ჩვეულებრივი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, იუსტიცი...