„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს“, - ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნახსენები. უწყების ცნობით, ისინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, უთანხმოების დაძლევისა და ორმხრივი კავშირების აღდგენის საკითხებში ერთგულებას შეინარჩუნებენ. „ჩვენ შევინარჩუნებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში ერთგულებას. ასევე, უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და მისი განმტკიცების ერთგული დავრჩებით, რაც ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება. მაგრამ, ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს...
„გიორგი გიორგაძე პასუხისგებაში მიეცემა მისი ქმედებებისთვის და ამას მალე ნახავს ყველა“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მან ექსპრეზიდენტთან იმ ვიდეოჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს ნახა. ნიკა გვარამიას სიტყვით, მიხეილ სააკაშვილის უკანონო იქნება, ალტერნატიული კონსილიუმისა და მკურნალი ექიმის შეშვებაზე უარის თქმა. „ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორთან დათვალიერებული მასალის შესახებ და კიდევ ვაპირებ მასალების დათვალიერებას. მე მაინტერესებდა მას რა აინტერესებს კონკრეტულად და ეს არის გორის ე.წ. საათის ე...
„რაც ვნახეთ, არის უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. არის თრევის ეპიზოდი, ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართებით, უმძიმესი ტექსტები ისმოდა, ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. „რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი, უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს, გლდანში. ითხოვს, რო...
„მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც "ოცნებამ" ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი, წალენჯიხაში, საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ექსპრეზიდენტის თქმით, ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული. „მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ...
განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე" გავრცელებულ მიმართვაში წერს. სააკაშვილის თქმით, საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და თუნდაც სიცოცხლის ფასად დამუჯდეს, ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან უნდა დაიხსნას. "უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში დაბრუნების წინ, ამერიკულ გამოცემა "პოლიტიკოსთან" განაცხადა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც იანუკოვიჩი დევნიდა ტიმოშენკოს და ივანიშვილი დევნის სააკაშვილს. ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი...
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში იულიან შიფუს შეხვდა. ამბის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმარს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს. „საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა რუმინეთთან თავდაცვის...
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და გერმანელი პოლიტიკოსის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან წერილი გამოუგზავნეს. აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფელაბამცველი გიორგი მშვენიერაძე იუწყება და აცხადებს, რომ შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენლები, კვლავ გააგრძელებს ისეთ საკითხებზე დაკვირვებას, როგორიცაა საქართველოში, სამართლიანი სასამართლო და ა.შ. „მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებ...
იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები, ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გა განაცხადა. კობახიძის თქმით, სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია, რადგან მუდმივად ითხოვს ისეთ რაღაცეებს, რაც არ ეკუთვნის. „სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმაც სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა, ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი, რომ სადაც გაუჭირდება, ეს არის მონასტერი. სააკაშვილი სინამდვილე...
დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. სუბარი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარიას პარტია ერთად ცდილობენ სახელმწიფო დააზიანონ. "დღეს, წალენჯიხის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის კოალიციამ, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კ...
სოციალურ ქსელ „ტიკტოკის“ მომხმარებლები საუბრობენ, რომ რუსეთის აღმოსავლეთიდან უკრაინის საზღვრებთან სამხედროები გადაიყვანეს. „ტიკ ტოკზე“ სამხედრო ტექნიკის გადაცემის ვიდეოს ქვეშ, ათასობით კომენტარი გამოჩნდა, სადაც ადასტურებენ, რომ სამხედროები აღმოსავლეთის ოლქიდან უკრაინის საზღვრებში გაგზავნეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია Conflict Intelligence Team-ისა და Radio Liberty-ს ერთობლივ პუბლიკაციაში. წინა პუბლიკაციებში ჯარების გადაცემის შესახებ, CIT-ის ექსპერტებმა არ აღნიშნეს პერსონალის მასობრივი გადაყვანა. სამხედრო ეშელონებში სამგზავრო მანქანების რაოდენობა დაახლოებით შეესაბამებოდა იმ სამხედრო მანქანათა რაოდენობას, რომლებიც საჭირო იყო ტრანსპორტირებული აღჭურვილობის...
პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა დაუსაბუთებლობის გამო, არ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა და ექს–პრეზიდენტის ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა. "2021 წლის 9 ნოემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. კერძოდ, N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას მის მიმართ შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, მიზანმიმართული ვერბალური აგრესიის და მისი...
უკრაინაში, კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდება. გავრცელებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურისა და გამომძიებლების წინაშე, სასამართლოზე პირველი მოთხოვნისთანავე გამოცხადების პირობით გაანთავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პროკურატურა პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატში დანაშაულს ედავება.
„გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის“, - აღნიშნულის შესახებ, „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე ცნობით, „საქმეს სამი სუსტი წერტილი აქვს“: „გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და გავიდნენ თავისუფლად ქვეყნიდან. თუმცა, ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის და ამიტომ გავიდნენ. რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან დაკავშირებით, მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო. მე ვუთხარი, რომ ჩემთვის მ...
„მქონდა ამბიცია ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი. არასოდეს არ ჩავრეულვარ არც ჩემი თანამშრომლების პოლიტიკურ შეხედულებებში და ჩვენ არასოდეს მიგვიღია გადაწყვეტილება, ამ კონკრეტული ნიშნით. განურჩევლად ყველას უფლებას იცავდა ეს სამსახური და მე ზუსტად ასეთი ტიპის სამსახურის შექმნის ამბიცია მქონდა“, - ამის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ, საზოგადოების ნდობის ხარისხი, ვიღაცისთვის აღმოჩნდა დისკომფორტი. ,,15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მე დაინტერესებული არ ვყოფილვა...
არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ მას სურს ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. სააკაშვილის განცხადებებიდან ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა. - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და ის საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს. რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და ის საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს. რა საკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენია - საკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და საკუთარი თავისთვის ზუსტად იგივე მომ...
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მზად არის და სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის შუამავალი იყოს და გამოსავალს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობაში ხედავს. მისივე თქმით, მას ექსპრეზიდენტთან უსაუბრია და ფიქრობს, რომ სააკაშვილი ამ შეთავაზებაზე თანახმა იქნება. მეუფე აცხადებს, რომ ის შინაპატიმრობისთვის საკუთარ ეპარქიას გამოყოფს. "სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე...
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო კონსილიუმთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მორიგ დასკვნას დღეს წარადგენს. პრესსამსახურის ცნობით, კონსილიუმის დასკვნის წარდგენა , სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 12:00 საათზეა დაგეგმილი.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. საქმე მის მიმართ დაკვეთილ მკვლელობას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან შესახებ ინფორმაცია, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. ამბავს ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყება.
“უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის შეცვლა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით შეიძლება. ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილით, „ნაცმოძრაობის“ საკრებულოს წევრებს მიმართავს. მისი სიტყვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ახლა დიდ ბრძოლაშია, რომლის წაგების უფლებაც, მათ საქართველოსთვის არ აქვთ. „მიმართვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ საკრებულოს წევრებს; ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვე...
„დღესავით ნათელია, თუ რა გააკეთა მმართველმა ბანდამ გვარამიასთან მიმართებით. ჩემგან და ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამათი პრინციპია - „არცერთი დაპატიმრებული რუსის აგენტი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსი ნიკა გვარამიას მიმართ შეკვეთილი მკვლელობის საქმეს. ექსპრეზიდენტის თქმით, მსგავსი შემთხვევების გამო, საქართველო რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მომატებული საფრთხისშემცველ ტერიტორიად ითვლება. „ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა გააკეთა მმართველმა ბანდამ გვარამიასთან მიმართებით. როგორც ჩანს, ან შემთხვევით ამოუვარდათ მოსმენების დროს, რომ ქილერების ჯგუფი იყო შემოსული ან უცხოელებმა უთხრეს. გადაწყვიტეს, რომ "...