გავიარეთ მკურნალობის კურსი, როგორ მკურნალობენ ახლა პრეზიდენტს. - ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ავრცელებს. მისივე თქმით, ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. " გავიარეთ მკურნალობის კურსი, როგორ მკურნალობენ ახლა პრეზიდენტს. ასევე დავსახეთ გეგმა შემდეგი ტესტირების, როდის და რა უნდა გაკეთდეს, ასვეე ჩათვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის ექიმები და ოჯახი აქტიურად საუბრობდა მის დამძიმებულ მდგომარეობაზე, რომელიც საჭიროებდა დროულ და ადეკვატურ მკურნალობას, რადგან გადარჩეს.
საფეხბურთო კლუბ მოსკოვის სპარტაკთან თანამშრომლობას ვწყვეტთ. - ამის შესახებ ინფორმაციას Nike ავრცელებს. მათივე თქმით, კომპანია Nike გუნდის სპონსორი 2005 წლიდან მოყოლებული იყო. " კომპანია ნაიკმა კლუბს შეატყობინა, რომ გუნდთან სპონსორობის ხელშეკრულება გაწყვიტა უეფას მიერ დაწესებული სანქციების გამო, " - ნათქვამია მოსკოვის სპარტაკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქ...
დღეს მე ვამბობ, რომ პირადად ჩემთვის, ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა არის სამების აშენების დასანქცირება. - ამის შესახებ ქაართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,გადარჩენილი ქართული კულტურის დასანქცირება, გადარჩენილი ათასობით სიცოცხლის დასანქცირებაა. " დღეს მე ვამბობ, რომ პირადად ჩემთვის, ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა არის სამების აშენების დასანქცირება, გადარჩენილი ქართული კულტურის დასანქცირება, გადარჩენილი ათასობით სიცოცხლის დასანქცირება და 2012 წლის პირველი ოქტომბრის დასანქცირება." - განაცხადა შქარიშვილმა
ამ სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავრცელებს. მისივე თქმით, გამოცდები წარიმართება სრულად არადისტანციურად. " საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე". - ნათქვ...
მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში "ვივა მედში" გადაიყვანენ". - ამის შესახებ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატივების შემდეგ " ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის" ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. მისივე თმით, მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა მკურნალობის წინააღმდეგი. " არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ახლა პოლიტიკური სპეკულაცია, ვაჭრობა, ულტიმატუმები, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მკურნალობის გაგრძელებაზე "ვივა მედში", ალბათ რამდენიმე საათში გადაიყვანენ" - განაცხადა ხერხეულიძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმებისა და ოჯახის განცხადებით მისი მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დროულ და ადეკვატურ მკურნალობას.
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა. - ამის შესახებ ინფორმაციას ვანო ნადირაძე ავრცელებს. მისივე თქმით, დაჭრილია მიხო ვაჭარაშვილი. " მიხო ვაᲭარაᲨვილი დაიჭრა მძიმე ბრᲫოლაᲨი.... Ძმა მაგრად იდექი Შენ გვერდში ვართ. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას !! " - განაცხადა ნადირაძემ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე თქმით,პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. " ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა." - ნათქვამია ...
9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, თამარ გვერდწითელმა იმღერა.- ამის შესახებ ინფორმაციას თავად მომღერალი ავრცელებს. მომღერალმა კომპოზიცია Молитва რუსული სამხედრო ანსამბლის აკომპანირებით შეასრულა. ცნობისთვის, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, ძირითადად კრემლის მხარდამჭერი, რუსული ესტრადის ვარსკვლავები მღერიან, მათ შორის ფილიფ კირკოროვი.
ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს იმგვარ კლინიკაში გადაყვანას, სადაც მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. "ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში, სადაც მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ვაკვირდებით სიტუაციას და უშუალოდ კონტაქტზე ვართ ჩვენს მოქალაქესთან",-განაცხადა ლუდმილა დენისოვამ ფორმულასთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმებისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგ...
ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. მისივე თქმით, ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ, იმას შევძლებთ. " ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე, არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, რომ შ...
ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ჟურნალისტის კითხვას, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მართველმა პარტიამ პუტინი კრიტიკულად მოიხსენიეს. წილოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან, ოკუპაციის გარდა, არცერთი შეურაცხყოფა არ ახსენდება. "მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ნამდვილად, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მ...
არიან ადამიანები ვისაც უსამართლო კრიტიკა ტრაფიციად ექცათ. - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, აბსოლუტურად ობიექტურად იღებს და სავსებით მისაღებია მისთვის, თუნდაც მიუღებელი და აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა. "მე აბსოლუტურად ობიექტურად ვიღებ და სავსებით მისაღებია ჩემთვის, თუნდაც მიუღებელი და აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა. ვაცნობიერებ, რომ ვარ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ჩვენ ვიცით, რომ პარტია არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, მომავალი სახელისუფლებო პარტია, რა წილი ექნება ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უსამართ...
დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში. - ამის შესახებ ინფორმაციას სქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე თქმით, წერილში დონალდ ტუსკი დაპატიმრებულ ექსპრეზიდენტს მაისის ბოლოს პარტიის ყრილობაზე იწვევს და სიტყვით გამოსვლას სთავაზობს. "მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია. არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობ...
მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში სათანადო მკურნალობის გაწევა შეუძლებელია. - ამის შესახებ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შეწყდეს მიხეილ სააკაშვილზე ანგარიშსწორება. " ამ აქციის მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის გადაყვანილი იქნეს მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც მოხერხდება მისთვის სათანადო მკურალობის გაწევა. ჩვენ ვიცით რომ ექიმთა სხვადასხვა კონსილიუმებმა იდენტური დასკვნები დადეს, რომ ციხეში მისთვის სათანადო მკურნალობის გაწევა შეუძლებელია. მნიშვნელოვანია შეწყდეს მასზე ანგარისშწორება." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აქცია მთავრობი...
ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე, ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ. - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბრალდებები და ცილისწამებაა, რომელიც "საზოგადოების მცირე ნაწილისგან" მოდის. " ბოლო დღეებში ჟურნალისტები ინტერესდებიან (მიმაჩნია, რომ ზედმეტად) იმით, ვაპირებ თუ არა გადადგომას და სამსახურიდან წასვლას და თუ კი - რა მიზეზით. ინსინუაციების და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად მინდა განვმარტო შემდეგი: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით - ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და ს...
მიხელ საკაშვილი პარლამენტის ყველა ექიმ წევრს მიმართავს - ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელსი ავრცელებს. მისივე თქმით, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული უნდა მომინახულომ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნა მის ჯანმრთელობაზე. " მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე. ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი...
ვეხმაურებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2 მაისის განცხადებებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აპარატის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას და მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას. - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე თქმით, გასაკვირია დასმული შეკითხვები, ვინაიდან დასკვნაში წარმოდგენილი ჩივილები, ჩატარებული კვლევების მონაცემები (მათ შორის ალბუმინის დაბალი მაჩვენებელი) და სხვა საყურადღებო საკითხები, რაზეც იუსტიციის მინისტრი საჯაროდ აქცენტირებს, დეტალურად იყო გავლილი ექსპერტების მიერ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ვიზიტის განხორციელების დღესვე. კიდევ ერთხელ განვ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ მისი გადაყვანა უცხოეთში უნდა მოხდეს. როგორც ხაბეიშვილმა ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციის დროს განაცხადა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უნდა დადგეს სწორ მხარეს და ხელი შეუწყოს ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას. ,,სალომე ზურაბიშვილი უნდა დადგეს სწორ მხარეს. საუბარია სააკაშვილის მკვლელობაზე, მას ყავს უამრავი მხარდამჭერი", -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ამ წუთებში ორბელიანის სასახლესთან აქცია "სიცოცხლისთვის" იმართება, სადაც შეკრებილები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკ...
რუსეთმა უკრაინაში შეჭრით "კატასტროფის თესლი დათესა", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადაში მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის ისტორიული სისულელე, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია. "უკრაინამ არამარტო მიაღწია 21-ე საუკუნის უდიდეს წარმატებას, არამედ გამოავლინა პუტინის ისტორიული სისულელე, გიგანტური შეცდომა, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია, პუტინის შეცდომა იყო უკრაინაში შეჭრა და რუსული ჯავშანტექნიკის გვამები, რომლებიც მოფენილია თქვენს მინდვრებსა და ქუჩებში, არა მხოლოდ მისი სისულელის, არამედ თვით ავტოკრატიის საშიშროების ძეგლია“. - განაცხადა ჯონსონმა. ...
ჩვენ ვაანონსებთ უწყვეთ აქციებს. - ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ავრცელებს. მათივე თქმით, ოჯახი აპირებს ესაუბროს ექიმებს, საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაოქ საზოგადოებას, რადგან გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. " ხვალიდან აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ექიმებთან, უნდა დავიწყოთ საუბარი საპატრიარქოსთან, გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეთ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ" - განაცხადა მიხეილ სააკშვილის ოჯახმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმ...