პაპუაშვილი ხაზარაძეზე - ბანდიტურ...

ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხაზარაძეს "მუქარის კამპანია აქვს დაწყებული პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ".  "მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა. ჩვენ ვსაუბრობთ 2-პროცენტიან პარტიაზე, არ დაგვავიწყდეს. ერთადერთი, რასაც "ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი, ეს არ...

ბოკუჩავა - საერთო საპრეზიდენტო კ...

მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დისკუსიის გახსნა საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით და შემდეგ განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, თუ ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება ეს მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება. „იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას გვექნება ჩვენ-ჩვენი საარჩევნო ნომერი, გვეყოლება ჩვენ-ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გვექნება ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ყველას შეგვიძლია, გვყავდეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ერთობის შექმნა იქ, სად...

ხაბეიშვილი - მოვითხოვთ, სპეციალი...

საგანგაშო მდგომარეობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, სადაც ახლაც მძვინვარებს ფაქტობრივად სტიქია. მოვითხოვთ, სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, აღნიშნულის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილები და დახმარებით უზრუნველყოფილები. „კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო სტიქიით დაღუპულთა ოჯახებს და მინდა კონკრეტული ინფორმაცია ვამცნო, მათ შორის ხელისუფლებას. მაღალმთიან აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა ფაქტობრივად, უმძიმესი მდგომარეობაა ხულოში, შუახევში...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თა...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ირაკლი მხეიძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის. "უწყების ხელმძღვანელმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.  ზურაბ აზარაშვილმა თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის  მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების ს...

ენმ - მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტიის ცნობით, მისაწვევი წერილი, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს ეკუთვნის. „ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს. 2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის...

მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა,...

მიხეილ სააკაშვილის ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, ამ აზრს მისი თანაპარტიელების "სოლიდური რაოდენობა" იზიარებს. "მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი. მას გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა. გამომდინარე აქედან, მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემი თანაპარტიელების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, ვინც ამ აზრს იზიარებს. საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუ ასეთი გადაწყვეტილ...

რიში სუნაკი ირაკლი კობახიძეს თან...

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.  რიში სუნაკის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა.  „ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულთბილად მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომ...

წარმოუდგენელია, კონკურენტულუნარი...

წარმოუდგენელია, კონკურენტულუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საუბარი სამ ძირითად საკითხს შეეხებოდა. “ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვისაუბრეთ სამ პრიორიტეტზე და გამოწვევაზე, რომელიც აქვს "გამარჯვების კოალიციას", "ნაციონალურ მოძრაობას", ეს საკითხები შეეხებოდა: წარმოუდგენელია, კონკურენტულუნარიანად შეფასდე...

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი ბალტი...

რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელსაც ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი აქვეყნებს.  გამოცემის ცნობით, სააკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის "ნდობა შეუძლებელია", მოუწოდებს დასავლეთს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მომავალში ნატოსთან ომი თავიდან აიცილოს. "თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინის ნაწილზე კონტროლის გაყინვას, რა თქმა უნდა, ომი ამ დროებითი გაყინვის შემდეგ მალევე გავრცელდება უკრაინის, მოლდოვისა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში",- ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ევროსაბჭოს გენმდივანი კობახიძეს ...

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ევროპული საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესთან თანამშროლობას მოუთმენლად ელოდება. „ევროპის საბჭოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში, მათ შორის ევროპის საბჭოს ახლად დაწყებული საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის გზით. ვიცი რომ თქვენ, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს და დიდი ხნის წევრს გაქვთ ძლიერი პიროვნული ვალდებულების გრძნობა ამ საკითხისადმი...

გალუზინი - საქართველოს ხელისუფლე...

საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს რადიკალების ცნობილმა პროვოკაციებმა გამოიწვია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსული სამთავრობო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც გალუზინი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების შესრულებამ ხელი შეუწყო საქართველო-რუსეთს შორის კომუნიკაციის პირობებს, ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების გაძლიერებასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. "საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთუ...

პრემიერი - ძალიან კარგი შედეგები...

ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ძლიერი სამთავრობო გუნდი ჰყავს და „ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს" მიაღწევენ. „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ...

კობახიძე - პირველი ვიცე-პრემიერი...

პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება. "მოგესალმებით. დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მო...

პრემიერი - გამჭვირვალობისა და ან...

საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის. „ზოგადად, ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, გვჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ა...

ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის პ...

დღეს, 12 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალი შემადგენლობით პირველ სხდომას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინა.  8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასევე, სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა. კანონმდებლებმა გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს.  მმართველი პ...

მთავრობის ადმინისტრაცია - თავდაც...

თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, უწყებებში მინისტრების პირველმა მოადგილეებმა, ლელა ჩიქოვანმა და რომეო მიქაუტაძემ თანამდებობები დატოვეს. "ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა.  ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ - დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავ...

„სიხარულით ველი თქვენთან მუშაობა...

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი გერმანიის ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც შოლცი აღნიშნავს, ის მოულოდნელად ელის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლა ჰქონდეს. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე. იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ალიევმა კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. "თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.  საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას",- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ჩემი გასამართლება არის შეურაცხყო...

დღევანდელი სასამართლო და საერთოდ ჩემი გასამართლება არის შეურაცხყოფა თითოეული თქვენგანის, ქართული საზოგადოების თითოეული წევრის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, სასამართლო პროცესი "ეროვნული ღირსების შელახვაა, რასაც მსოფლიო კარგად ხედავს". "მე მასამართლებენ "ფე-ეს-ბეს" ნომრიანი აგენტის, ფარცხალაძის ბრალდებებით; მასამართლებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული სასამართლო კლანი. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს - ეს არის ყველა ქართველის გასამართლება. გვეუბნებიან, რომ - როგორ გაბედეთ და წახვედით რუსეთის ნების წი...

კალაძე - გულწრფელად რომ ვთქვა, „...

გულწრფელად რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება  არ მაინტერესებს, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომ მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მხოლოდ სტიქიასთან ბრძოლის მოტივით მოაწერა ხელი. კალაძის განმარტებით, მთავარია, საზოგადოება ენდობოდეს მმართველ ძალას, რომელიც „დღეისთვის, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს".  „სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც ...