მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს - ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილი არის სახე იმ სისტემის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. "გუშინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, რა დონეზეა გახრწნილი სისტემა. გახრწნილობის პიკი შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟშია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფ...
"ლელო საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სამუშიამ მოუწოდა პარლამენტის წევრებს, რომ ინიციატივას შეუერთდნენ. "ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, სადაც წერია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები და ეს ნიშნები სახეზეა - ყველამ კარგად ვიხილეთ, თუ რა ხდება და რა აღვირახსნილი სიტუაციაა,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. "ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრ...
ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს და მეორეს მხრივ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე - ღარიბაშვილი, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილიმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან"რუსულ მესიჯს ახმოვანებდა" და ბორელთან "დაპირისპირების რეჟიმში იყო". „ახლა რაც შეეხება დღევანდელ რუსი ღარიბაშვილის ნამოქმედარს, რაც უმძიმესი საყურებელი იყო ასევე საქართველო...
არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია მისთვის მიუღებელია. „არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, არასდროს. ასეთი რამ არასდროს არ იქნება ჩემს მიერ მიღებული, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები. თქვენზეა ეს საქმე. მე ნუ მე...
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ელოდება. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან. განვიხილეთ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ჩვენს მიერ მიღწეული წარმატება. ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. საქართველო ევროპაა!"&nbs...
უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელის თქმით, საქართველომ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს. "მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და ეს გზავნილი პირადად ჩამომეტანა ქართველის ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება - 80% პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მარტო რიცხვია, ძალიან მიხარია, ბევრი ევროპული დროშა რომ ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში... ბოლო თვეების გან...
ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციები შეასრულოს და რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. „ვისაუბრეთ ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე უსაფრთხოების მხრივ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ა...
დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე წერს. ბორელის თქმით, ევროკავშირი მზადაა, საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში დაეხმაროს. "დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პ...
მე არსად არ მივდივარ... ჩემი გადადგომაზე ოცნება მემგონი ყველამ უნდა დაივიწყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ის ქართველმა ხალხმა აირჩიო იმის გამო, რომ ის ევროპული მომავლის მომხრეა. "მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. იმისთვის ამირჩიეთ, რაც მე ვარ და ვიყავი მთელი ცხოვრება - ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. ვიცი, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ...
გამარჯობა, საქართველო! მოხარული ვარ ულამაზეს თბილისში ჩასვლით, - წერს ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოში ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობასთან ვიზიტი დატვირთული იქნება. "გამარჯობა, საქართველო! მოხარული ვარ ულამაზეს თბილისში ჩასვლით. დატვირთული დღეები გველოდება საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობასთან ვიზიტით", - წერს ბორელი.
საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ რეფორმების საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი გვაქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ გასწია უზარმაზარი საქმიანობა და შრომა, იმისათვის, რომ საქართველოს 12 პუნქტი შეესრულებინა. "საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა გასწია უზარმაზარი საქმიანობა, უზარმაზარი შრომა, იმისათვის, რომ საქართველოს შეესრულებინა 12 პუნქტი. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ თანმიმდევრულად განეხორციელებინა ყველა ის სამართლებრივი, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სჭირდება 12 პუნქტის შესრულებას. ...
ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე მხარი დაუჭიროს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ არსებული ისტორიული მომენტი უნდა გამოიყენოს. „ქართველი ხალხი იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს და მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული მომენტი“, - წერს სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელი და გამოცემა Civil.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუს აზიარებს. ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზურაბიშვილის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ჰქონდა. „მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზდიენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“,- წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, მანამდე ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს "პრესსამსახური" ინალ არძინბას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების განცხადებას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. "აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას, სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ეხო კავკაზა" ავრცელებს. შეგახსენებთ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო პლატფორმები, რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" და "ინტერფაქსი...
საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სიიარტო აღნიშნავს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და "ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს". „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილე...
საქართველოს სტატუსის გარეშე დატოვება იმ დროს, როდესაც რეგიონში ურთულესი ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევებია, არ იქნება სწორი და მართებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი ის, რასაც ევროპის და დასავლეთის სახელით აკეთებდა წინა ხელისუფლება რეალურად იყო ანტიევროპული და მხოლოდ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა. „ევროპა არის როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია. ევროპა არის როდესაც ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეპყრობა უსაფრთხოების საკითხებს და იცავს მშვიდობას. ევროპა არის, როდესაც ქვეყანა ხდება პროგნოზირებადი,...
ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას მთავრობის ნებართვით ახორციელებს, რაც სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა, შესაბამისად, მან კონსტიტუცია დაარღვია. "ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დღეს დასრულდება ეს პროცესი. დოკუმენტაციის სრულყოფაც მოხდება. მაქსიმუმ ხვალამდე და ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს... 100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლ...
იმპიჩმენტის საკითხი არ გვაინტერესებს და ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ. ივანიშვილის „სამეფო კარის თამაშები“ ჩვენთვის საინტერესო არ არის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, იმპიჩმენტის საკითხი ივანიშვილის რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. „სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არის მოგონილი ივანიშვილის და რუსული პარტიის. ვფიქრობთ, ორივე მხარე რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. ეს საკითხი არ აინტერესებს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, მათ აინტერესებთ შოვის ტრაგედიაზე პასუხი; რა ეშველებათ მევენახეებს, რომელთა მოსავალი დაისეტყვა; რა ეშველება თხილის ფასს; სოციალურ - ეკონომიკურ პრობ...
„მარცვლეულის შეთანხმებს“ აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინამ თავისი პოზიცია უნდა შეარბილოს, - ამის შესახებ სოჭში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, რომ რუსეთსა და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდეთ. „უკრაინამ განსაკუთრებით უნდა შეარბილოს თავისი მიდგომები, რათა შესაძლებელი იყოს რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ერდოღანმა.