პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭა...

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-30 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავა ასამბლეას სიტყვით მიმართავს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. "შეხვედრების მთავარი თემა და მიზანი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გატარების ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორის...

უკრაინელი ადვოკატი სააკაშვილზე –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა მოინახულა. როგორც ადვოკატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა. "მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვცდილობდი 15 საათის განმავლობაში. სხვაობა არის ძალიან დიდი ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვხვდებოდი უკრაინაში. ფიზიკურად არის ძალიან დიდი სხვაობა. მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი. 50 დღიანმა შიმშილობამ კვალი დაატყო, მან გადაიარა დიდი რეპრესიები და ამან არ ჩაიარა უკვალოდ. მიხეილ სააკასვილს ნამდვილად სჭირდება ფსიქ...

„ნაცმოძრაობაში“აცხადებენ, რომ აჭ...

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, სთავაზობდნენ 100 000 დოლარს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის გადაგომას და დღს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. "ყველამ კარგად იცის, რა შედეგებით დასრულდა ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აქ "ქართ...

მაიკლ გალერი – მივმართავთ არა მა...

ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, ვითარებაზე პასუხისმგებელი ორივე მხარე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ სტრასბურგში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გალერი აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის თემასაც.  „ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. შევიტყვე, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და მკურნალობს, რასაც მივესალმები. ჩვენ მისთვის არასდროს შეგვითავაზებია შიმშილობის დაწყება, თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია რა თქმა უნდა, გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში. ჩვენ ყოველთვ...

ომბუდსმენი - სახალხო დამცველის ...

საქართველოს ომბუდსმენი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.  ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ზედამხედველობის მიზნით ჩაერთვება. "გუშინ მივიღეთ ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში. ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგელობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით. ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეო...

ანრი ოხანაშვილი - ვარდების რევოლ...

ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი ქვეყნის განვითარების,- "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანა დანაშაულებრივ რეჟიმამდე მივიდა. "ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული განვითარების და რა თქმა უნდა ეს იყო მოლოდინით აღსავსე ცვლილება და რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა, საბოლოოდ, შედეგობრივად მივიღეთ ჩვენ დანაშაულებრივი რეჟიმი, ვარდების რევოლუციიდან და ხალხის მოლოდინიდან, რომ ქვეყანა უნდა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, ამ დაპირებებიდან და ამ საწყისი ნაბიჯებიდან შე...

ევროკომისარი - მიუღებელია საქართ...

მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ. - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა. ამასთან, მიატოვიჩი სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გაწეულ ძალისხმევას მიესალმება.   "მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ მისი და მისი აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის შიმშილობას ეხება.  მივესალმები სახალხო დამცველისა და მისი აპარატის გაწეულ ძალისხმევას, დაიცვან ყველა ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები, რომლ...

ნიკა მელია - 2003 წელს საქართველ...

ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება, - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ვარდების რევოლუციიდან მე-18 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და განვითარების გზას ისევ დაადგება. „2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი ქვეყანა დაადგა განვითარების გზას! შესაძლებელი გახდა: საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული გაის ნაცვლად; დასავლეთი რუსე...

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქ...

ვაპირებთ, რომ ყველაფრით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას,- ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ვადაგადასულ საკრებულოს ყოველგვარი კანონიერების გარეშე მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი. როგორც ენმ-ს წევრმა და ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, "ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ოპოზიციური საკრებულო. "ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ოპოზიციური საკრებულო, ოღონდ ამასთან ერთად, მათ არ უნდათ, რომ ბათუმში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და მოიფიქრეს შემდეგი გამოსავალი: ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, კანონის, მორალის დ...

ბოკერია- ვისაც სჯერა ამ ქვეყნის...

„ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და ზოგადადაც მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილისა, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლისა, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც ვარდების რევოლუციამ დაიწყო“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით,საზოგადოებამ იმ იდეალებს, რის გამოც ვარდების რევოლუცია მოხდა არ უნდა გადაუხვიოს. „ვარდების რევოლუცია, დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის, ამ უბედნიერესი დღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რის დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თა...

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებ...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები სტრასბურგში გაემგზავრნენ. უმრავლესობის ლიდერები ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. როგორც ცნობილია, ევროპარლამენტარებთან საუბრისას ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც იქნება. ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანაა პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ.

რატი ბრეგაძე - პენიტენციური სამს...

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება; უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია.  რატი ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.  „ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს ციხე, მან უნდა მოიხადოს სასჯელი ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია, ან, თუ, მაგალითად,  საუბარია განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, აქ მას სჭირდება სასამართლოს განჩინება სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, ბუნებრივია,...

18 წელი ვარდების რევოლუციიდან - ...

ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ, მორიგი საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე მოეწყობა. აქტივისტები ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ. "2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია - რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი - მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი - კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა - სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები - უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი - რუსეთის ნაცვლად. 18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთა...

მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლისთავთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, ქვეყანა ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დაიბრუნებს და მოქალაქეების წინაშე 18 წლის შემდეგ, ფიცს ხელახლა დებს. "ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, ვარდების რევოლუცია თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა "ერი სხვა ერთა შორის", როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა...

ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვ...

ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა. ეკა ხერხეულიძის თქმით, ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი სრულფასოვანი ჩართვა იყო, ამიტომაც ახლა მთავარი საკითხი მისი განთვისუფლებაა. "მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას,  კვლევებს. ის სერვისი რაც აქ არსებობს იმის ხარჯზე. ეს არ არის სრულყოფილი სერვისი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, ამის შესაძლებლობა აქაც არ არის მაგრამ თავისთავად ის, რომ დღეს ვიღაც დ...

რომან გოცირიძე - ღარიბაშვილი ამე...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკაში არ უშვებენ, მან გამოძებნა ალტერნატიული გზა და ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უშვებს. გოცირიძის თქმით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკისთვის გახდა პერსონა ნონ გრატა. „ღარიბაშვილს არ უშვებენ და მან გამოძებნა შემოსავლელი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული გზა და აგზავნის ქალბატონ სალომეს და ამით ასე ვთქვათ უნდა იმართლოს თავი და ის, რომ ფაქტობრივად ის არის ივანიშვილის მარიონეტი და რეალურად არ აქვს მას ქვეყანაში კონსტიტუციური ფუნქციის აღსრულების თავი და მისი ბოლო განცხადებები, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვ...

იაგო ხვიჩია - არის შანსი პარლამე...

ამ პარლამენტში, რაღაც სხვაც მოხდეს  "ნაცებისა" და "ქოცების" ხელჩართული ჩხუბის გარდა - ამის შესახებ პარტია გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ხვიჩია იმედოვნებს, რომ შეწყვეტილი ბოიკოტის ფონზე ოპოზიციონერი კოლეგები საპარლამეტო საქმიანობასაც დაიწყებენ. "ძალიან მიხარია, რომ ჩემი კოლეგები ნელ-ნელა წტვიტავენ ბოიკოტს, ეს აჩენს შანსს, რომ საპარლამენტო საქმიანობაც დაიწყონ. ამ პარლამენტში რაღაც სხვაც მოხდეს - ნაცებისა და ქოცების ხელჩართული ჩხუბის გარდა." - განაცხადა ხვიჩიამ.

გიული ალასანია - მნიშვნელოვანია,...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შვილის მოსანახულებლად მივიდა. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს. „არაფერი არ ვიცი, გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს, სამუშაო საათები დასრულებულიაო და ახლა ვცდილობ შევიდე. ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ჩემ ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, - აცხადებს გიული ალასანია. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გორის სამხე...

ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ...

ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან წარმატებით ჩატარდა. „ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი...

ირაკლი ღარიბაშვილი - ვფიქრობთ, ...

ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ონლაინ-კაზინოების მეშვეობით, 1,5 მილიარდი ლარი უცხოეთში გაედინება და აქედან დიდი ნაწილი გაჭირვებული მოსახლეობისაა, რომელიც არ მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე, იგეგმება გადასახადების გაზრდა, რეკლამების აკრძალვა და ბარიერის 25 წლამდე აწევა. მეორე ეტაპზე კი, ონლაინ-კაზინოები სრულად აკრძალვა.  „სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მო...